სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ
|
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №646 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ. |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სპეციალური პენიტენციური სამსახური) სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა.
|
11. ეს ბრძანება არ ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეებზე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოების მოსამსახურეებზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №646 - ვებგვერდი, 26.10.2020 წ. |
2.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებისათვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
|
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 17 დეკემბრის №170 ბრძანება.
|
4.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
|
5.
ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 17 ოქტომბრიდან.
|
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა სამსახურებრივი ფორმის (უნიფორმის) ნიმუშების დამტკიცების შესახებ“, №341, 17.10.2018, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016841 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4346759-1/