საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2006 ძალადაკარგული 29.12.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2714
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 14/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად 5000 ლარი, ასევე ყოველთვიურად − 5000 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

საქართველოს პ არლამენ ტის 200 8 წლის 31 იანვრი ს დადგენილება № 5683 - სსმ III, № 17 , 04.02. 200 8 წ., მუხ. 207

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის დადგენილება №208 - სსმ III, №103, 22.07.2008წ., მუხ.1161

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 24.12.2012წ.

11 . რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან, გორის და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან დევნილ ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით №31, №32, №33, №47 და №85 საარჩევნო ოლქებში არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტის წევრებს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დამატებით გამოეყოფათ თითოეულს – 1070 ლარი.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №915 - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.1996

საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება №1128 - სსმ III, №40, 31.03.2009წ., მუხ.462

2 . (ამოღებულია – 17.12.2012, №90 ).

3. (ამოღებულია – 17.12.2012, №90 ).

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლისის დადგენილება №208 - სსმ III, №103, 22.07.2008წ., მუხ.1161

4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 24.12.2012წ.

5. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 16 მაისის №305-IIს დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე                        მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 2 მარტი.

№2714-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პ არლამენ ტის 200 8 წლის 31 იანვრი ს დადგენილ ება № 5683 - სსმ III, № 17 , 04.02. 200 8 წ., მუხ. 207

2. საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 15 ივლის ის დადგენი ლება № 208 - სსმ III, № 103 , 22.07 .2008წ., მუხ. 1161

3 . საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 26 დეკემბრ ის დადგენი ლება № 915 - სსმ III, № 187 , 31.12 .2008წ., მუხ. 1996

4 . საქართველოს პარლამენტის 200 9 წლის 24 მარტ ის დადგენი ლება № 1128 - სსმ III, № 40 , 31.03 .200 9 წ., მუხ. 462

5. საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 24.12.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №2714, 02.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/43606-5/