დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №258/04 |
|
2018 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 523 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-18 პუნქტის, აგრეთვე 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესი.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ეს წესი განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგთან დაკავშირებით, რომლებშიც შესაძლოა განთავსდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის საპენსიო აქტივები (შემდგომში –
საპენსიო აქტივები); ასევე ადგენს მოთხოვნებს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის, ვადებისა და პროცედურების მიმართ.
2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით, სსიპ – საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის კონკრეტულ მეთოდოლოგიას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. |
მუხლი 3.
მოთხოვნები საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგის მიმართ |
1. იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებშიც შესაძლებელია განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეს შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგები: Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings. თუ მითითებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება საშუალო რეიტინგი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) საქართველოს რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი არ უნდა იყოს ქვეყნის რეიტინგზე დაბალი; ბ) საქართველოს არარეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტისა და ემიტენტის საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს „BBB-“/„Baa3”-ს; გ) საქართველოს არარეზიდენტ ორგანიზაციაში ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების განთავსების შემთხვევაში, ორგანიზაციის რეიტინგი უნდა აღემატებოდეს “A-” ან „A3”-ს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულად სახსრებსა და დეპოზიტებზე, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს მინიჭებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი. |
მუხლი 4.
საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლა |
1. შეფასების დღისთვის, მთლიანი საპენსიო აქტივები განისაზღვრება, როგორც საპენსიო სქემის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივის ჯამი.
2. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას წარმოადგენს სხვაობა მთლიან საპენსიო აქტივებსა და საპენსიო სქემის მთლიან ვალდებულებებს შორის. 3. საპენსიო სქემის ვალდებულებები შესაძლოა იყოს შემდეგი: ა) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული გადასახდელები; ბ) საპენსიო სქემის მონაწილეებზე საპენსიო აქტივების განაწილებასა და მათი პირადი ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებული გადასახდელები; გ) საპენსიო განაცემები; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული გადასახდელები; ე) ადმინისტრაციული და სხვა სახის გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საპენსიო სქემის ფუნქციონირებასთან. 4. საპენსიო სქემის მონაწილეთა წილების განსაზღვრისას, სსიპ – საპენსიო სააგენტომ შეფასების დღისთვის უნდა გაიანგარიშოს საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება და მოახდინოს საპენსიო სქემის მონაწილეთა წილების განსაზღვრა მათ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული ნაშთის პროპორციულად. 5. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებისა და საპენსიო სქემის მონაწილეთა წილების გამოთვლა უნდა ხდებოდეს ყოველი დღისთვის. ყოველი დღის კალკულაცია უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა. 6. ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც ვალდებულია, შეამოწმოს გამოთვლების შესაბამისობა კანონმდებლობითა და სსიპ – საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული კონკრეტული მეთოდოლოგიით დადგენილ მოთხოვნებთან. 7. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება და საპენსიო სქემის მონაწილეთა წილები, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ, უფასოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის ნებისმიერი მონაწილისთვის. |
მუხლი 5.
სსიპ – საპენსიო სააგენტოს აქტივების შეფასების მეთოდოლოგია |
1. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ საპენსიო სააგენტომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს საპენსიო აქტივების შეფასებას და რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა ეფუძნებოდეს შეფასების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, როგორებიცაა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, აგრეთვე სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული, საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტებით (GIPS) განსაზღვრული შეფასების პრინციპები; ბ) უნდა მოიცავდეს საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგიას აქტივის თითოეული ტიპისთვის, რომელშიც განახორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება; გ) უნდა მოიცავდეს შეფასების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიკაციისა და მართვის მექანიზმებს. 2. სსიპ – საპენსიო სააგენტოს მიერ უნდა ხორციელდებოდეს საპენსიო აქტივების შეფასების მეთოდოლოგიის კანონმდებლობასა და საბაზრო პირობებთან შესაბამისობის პერიოდული გადახედვა. 3. სსიპ – საპენსიო სააგენტოს უნდა გააჩნდეს პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს შეფასებისას დაშვებული შეცდომების პრევენცია, აღმოჩენა და გასწორება. |
მუხლი 6.
მოთხოვნები აქტივების შეფასების მეთოდოლოგიის მიმართ |
1. საპენსიო აქტივების შეფასება უნდა მოხდეს სამართლიანი ღირებულებით.
2. საპენსიო აქტივების შეფასების კონკრეტული მეთოდოლოგიის განსაზღვრისას, სსიპ – საპენსიო სააგენტოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს შეფასების შემდეგი იერარქია: ა) თუ შეფასების თარიღისთვის შესაფასებელი აქტივი ან მისი იდენტური აქტივი აქტიურად ივაჭრება საფონდო ბირჟაზე ან სხვა ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე, მაშინ საპენსიო აქტივი უნდა შეფასდეს შეფასების დღისთვის საფონდო ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული შესყიდვის, დახურვის ან საშუალო ფასით; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდის გამოყენებით შეფასება შეუძლებელია, აქტივის შეფასება უნდა განხორციელდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ჩაითვლება, რომ აქტივი საფონდო ბირჟაზე ან ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე აქტიურად ივაჭრება, თუ ბირჟაზე/პლატფორმაზე აღნიშნულ აქტივზე გარიგება დაიდო უკანასკნელი 20 სავაჭრო დღის განმავლობაში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, სავალო ფასიან ქაღალდებთან მიმართებით, თუ საფონდო ბირჟაზე ან სხვა ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული ფასი მათ რეალურ ღირებულებას არ ასახავს, სსიპ – საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეფასებისთვის გამოიყენოს აქტივის სამართლიანი ღირებულების დადგენის სხვა მეთოდები. 5. საპენსიო სქემაში შემავალი ფულადი სახსრები და დეპოზიტები აქტივების ღირებულების გამოთვლისას აღირიცხება მათი ნომინალური ღირებულებით, შეფასების თარიღისთვის დარიცხული სარგებლის ჩათვლით. 6. საპენსიო სქემაში შემავალი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები მათი ღირებულების გამოთვლისას აღირიცხება შეფასების თარიღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 7. აქტივების შეფასებაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის დაშვება, რომელიც გამოყენებულ იქნა შეფასების პროცესში. 8. აქტივების შეფასების მეთოდოლოგია, მისი პოლიტიკა/პროცედურები, მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების ჩათვლით, უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. |
+
ბრძანება №258/04
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 523 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-18 პუნქტის, აგრეთვე 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 523 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-18 პუნქტის, აგრეთვე 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესიეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
+
დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგთან დაკავშირებით, რომლებშიც შესაძლოა განთავსდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის საპენსიო აქტივები (შემდგომში – საპენსიო აქტივები); ასევე ადგენს მოთხოვნებს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის, ვადებისა და პროცედურების მიმართ.
+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებშიც შესაძლებელია განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეს შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგები: Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings. თუ მითითებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება საშუალო რეიტინგი.
+
მუხლი 3. მოთხოვნები საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგის მიმართ
1. იმ ფინანსურ ინსტრუმენტებს, რომლებშიც შესაძლებელია განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება, უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგი: Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings. თუ მითითებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება საშუალო რეიტინგი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) საქართველოს რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი არ უნდა იყოს ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალ საკრედიტო რეიტინგზე ნაკლები. ქვეყნის რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი საპენსიო აქტივების 10 პროცენტს;
ბ) საქართველოს არარეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ემიტენტის საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს „BBB-“/„Baa3”-ს;
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულად სახსრებსა და დეპოზიტებზე, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს მინიჭებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.
4. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა). დაუშვებელია ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 20 პროცენტზე მეტის ფლობა, აგრეთვე ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული ფასიანი ქაღალდების 10 პროცენტზე მეტის ფლობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.
+
მუხლი 4. საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლა
1. შეფასების დღისთვის, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება განისაზღვრება, როგორც საპენსიო სქემის მფლობელობაში არსებული ყველა აქტივის ღირებულების ჯამი.
2. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას წარმოადგენს სხვაობა საპენსიო აქტივების მთლიან ღირებულებასა და საპენსიო სქემის მთლიან ვალდებულებებს შორის.
ბ) საპენსიო სქემის მონაწილეებზე საპენსიო აქტივების განაწილებასა და მათი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებული გადასახდელები;
გ) საპენსიო განაცემები;
დ) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებული გადასახდელები;
4. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლა უნდა ხდებოდეს ყოველი სამუშაო დღისთვის. ყოველი სამუშაო დღის კალკულაცია უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო 2 სამუშაო დღისა.
5. ამ მუხლის შესაბამისად გამოთვლილი საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება უნდა ეცნობოს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც ვალდებულია, შეამოწმოს გამოთვლების შესაბამისობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული წესებით/მეთოდოლოგიით დადგენილ მოთხოვნებთან.
6. საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ, უფასოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საპენსიო სქემის ნებისმიერი მონაწილისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.
+
მუხლი 5. სსიპ – საპენსიო სააგენტოს აქტივების შეფასების მეთოდოლოგია
3. სსიპ – საპენსიო სააგენტოს უნდა გააჩნდეს პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს შეფასებისას დაშვებული შეცდომების პრევენცია, აღმოჩენა და გასწორება.
+
მუხლი 6. მოთხოვნები აქტივების შეფასების მეთოდოლოგიის მიმართ
ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მეთოდის გამოყენებით შეფასება შეუძლებელია, აქტივის შეფასება უნდა განხორციელდეს შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, ფასიან ქაღალდებთან მიმართებით, თუ საფონდო ბირჟაზე ან სხვა ორგანიზებულ სავაჭრო პლატფორმაზე დაფიქსირებული ფასი მათ რეალურ ღირებულებას არ ასახავს, სსიპ – საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეფასებისთვის გამოიყენოს აქტივის სამართლიანი ღირებულების დადგენის სხვა მეთოდები.
5. საპენსიო სქემაში შემავალი ფულადი სახსრები და დეპოზიტები აქტივების ღირებულების გამოთვლისას აღირიცხება მათი ნომინალური ღირებულებით, შეფასების თარიღისთვის დარიცხული სარგებლის და გაუფასურების რეზერვის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
8. აქტივების შეფასების მეთოდოლოგია, მისი პოლიტიკა/პროცედურები, მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების ჩათვლით, უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.
+
მუხლი 7. გარდამავალი დებულება
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 8 სექტემბრის ბრძანება №160/04 - ვებგვერდი, 09.09.2020 წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2025.
- როდის იქნა მიღებული „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 30.11.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №258/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010020.18.011.016356.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის მიმართ მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“, №258/04, 30.11.2018, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016356 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4378917/