ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-49/ნ
2018 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, ,,ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N176 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო მოწმობა“ (დანართი №1); ,,ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №2); ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობა“ (დანართი №3); ,,ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №4); ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) სანებართვო მოწმობა“ (დანართი №5); ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) სანებართვო მოწმობის დანართი“ (დანართი №6).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 201 9 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №0 1- 56 / ნ- ვებგვერდი, 05.08.2019წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №01-20/ნ ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაცევტული წარმოებისა და ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“, №01-49/ნ, 07.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 470060000.22.035.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4379684-1/