მუხლი 5. 1. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას
თავი II — მთავრობის ფორმირების წესი
2. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
3. უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 21 დღისა უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას უცხადებს მთავრობას. 4. თუ უმაღლესი საბჭო უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, მუხლი 5, №79-უ.ს.შ.ს., 20.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016077 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4419751/muxli-5/