ა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;
ბ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას;
გ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას;
დ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
საქმე №ბს-905(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2025
2014 წლის 24 მარტს,,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’ ’, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №8 დადგენილებით დამტკიცდა,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი…
საქმე №ბს-575(4კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
…რესპუბლიკის მთავრობა, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით (პირველი, მე-3 მუხლები). ამავე კანონის მე-8 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავრობა ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას, ხოლო მე-11 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, მუხლი 8, №79-უ.ს.შ.ს., 20.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.056.016077 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4419751/muxli-8/