2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს;
გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;
დ) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ე) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს;
ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
კ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში;
ლ) ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს, გარდა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა;
მ) კოორდინაციას უწევს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-905(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2025
2014 წლის 24 მარტს,,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’ ’, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №8 დადგენილებით დამტკიცდა,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის…
- საქმე №ბს-565-534(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2007
…ქვეპუნქტის თანახმად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება ნორმატიული აქტით.,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის მე-11 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის თანახმად დადგენილება არის მთავრობის ნორმატიული აქტი.
- საქმე №010310019002948691 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.02.2020
…რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 25/12/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება