ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2018 ბოლო ცვლილება 25.06.2025
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016523
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №87

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2018 წლის 13 ივნისის №50 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 18/06.2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016486).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი
+




+
დანართი №1

 „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული  ქვეპროგრამის „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ (კოდი: 06 02 04) განხორციელების პირობებს და პროცედურებს.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №205 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები
1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ:   
ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აჭარბებს 150 000-ს;
ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;
ბ​1) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) სსიპ – „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსი) ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები;
დ) რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მოსწავლეები;
ე) რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების თანამშრომე(ებ)ი:
ე.ა)  რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
ე.ბ) ა(ა)იპ – „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება“;
ე.გ) ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი  ბიბლიოთეკა“;
ე.დ) ა(ა)იპ – „რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი“ ;
ე.ე) ა(ა)იპ  „რუსთავის ისტორიულ მუზეუმი“;
ე.ვ) ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“;
ე.ზ) ა(ა)იპ  „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე“;
ე.თ) ა(ა)იპ  „რუსთავსერვის ცენტრი“;
ე.ი) ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“;
ე.კ) ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“.
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
ზ) რუსთავში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები;
თ) მრავალშვილიანი მშობელი ოთხი და მეტი შვილით;
ი) მარტოხელა მშობელი;
კ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირები;
ლ)  ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის და აუტიზმის სპექტრის დარღვევის (F84.0 – F84.9) მქონე ბავშვის ერთ-ერთი მშობელი (დედა ან მამა);
მ)  ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები.
1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული პირების გარდა, ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებულ  პედაგოგებს, რომლებიც პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“  ქევეპუნქტით განსაზღვრული პირების გარდა,  ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს აქტიური რეგისტრაცია ქალაქ რუსთავში (რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ    შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ქვეპროგრამით) ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №164 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №237 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მარტის დადგენილება №245 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 ივნისის დადგენილება №262 - ვებგვერდი, 24.06.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №294 - ვებგვერდი, 26.11.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №108 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აუნაზღაურდებათ შემდეგი სახით:
ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ​1“, „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.40 ლარის ოდენობით.
ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.50 ლარის ოდენობით.
გ)  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“, „მ“ ქვეპუნქტებითა და 1​1 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს 0.30 ლარის ოდენობით.
დ) რუსთავი-თბილისის მარშუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას ამ წესის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს 1.00 ლარის ოდენობით;
ე) რუსთავი-თბილისის მარშუტზე M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას ამ წესის მე-2 მუხლის „ბ“ და „ბ​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 1.50 ლარის ოდენობით.
2. პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, ისარგებლებენ მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული შეღავათით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №237 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მარტის დადგენილება №245 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 16.09.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 14 ივნისის დადგენილება №72 - ვებგვერდი, 15.06.2023წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №108 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 4.

1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლე პირების მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ყოველთვიურად, ქვეპროგრამის განმახორციელებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ და შემდეგ სუბიექტებს:

ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“;

ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;

გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

დ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეკისრებათ სსიპ – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს და ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის“ დირექტორს, ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ ხელმძღვანელს, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმის“ დირექტორს, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსის“ დირექტორს.

3.  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა, გარდა ამავე მუხლის მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათით სარგებლობის მიღების მიზნით უნდა წარმოადგინონ განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და დაურთონ შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისას განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შვილის დაბადების მოწმობა და შშმ პირის სტატუსის  დამადასტურებელი ცნობა; ხოლო აუტიზმის სპექტრის დარღვევის (F84.0 – F84.9) მქონე ბავშვთა შეღავათებისას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა);

დ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისას განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. 

4. შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეები მგზავრობენ პლასტიკური ბარათების გამოყენებით, რომელსაც  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ პროგრამით მოსარგებლე პირთა შესახებ მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის პირის ფოტოსურათი),  საფუძველზე ამზადებს უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი).   მოქალაქე უფლებამოსილია შესაბამისი ბარათი მიიღოს ბარათის გამცემისგან, მუნიციპალიტეტიდან ან/და ფოსტის მეშვეობით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამგზავრო პლასტიკურ ბარათზე დატანილი იქნება მისი მფლობელის სახელი, გვარი,  პირადი ნომერი და ფოტოსურათი. იმ შემთხვევაში, თუ არ არის შერჩეული ბარათების გამცემი უფლებამოსილი პირი, ბარათების გადაცემას ახორციელებს – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი სხვა სუბიექტ(ებ)ი.

5. შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მომსახურებას ახორციელებს  ამ  წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ბარათის გამცემის“ მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით „ბარათის გამცემს“ წერილობით მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება „ბარათის გამცემის“  ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.

7. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული მოქალაქის კუთვნილი ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას, ხოლო შპს  „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ უფლებამოსილი პირი, თუ მას აქვს პორტატული ელექტრონული მოწყობილობა, დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის შესახებ ან უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის მიზნით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება ერთი თვის ვადით. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს 3 თვის ვადით ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ,  ბარათი ექვემდებარება  უფასო განბლოკვას.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაში, შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ უფლებამოსილი პირი, ან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ უფლებამოსილი პირი, ბარათის კანონიერი მფლობელის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს მეოთხე სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს ბარათის განბლოკვას და სამგზავრო ფუნქციის აღდგენას.

10. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით  დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთათვის ბარათის პირველადი გაცემა განხორციელდეს უფასოდ. პირზე, რომელსაც ამ დადგენილების შესაბამისად ეკუთვნის რამდენიმე შეღავათი, გაიცემა მხოლოდ ერთი ბარათი, მისივე არჩევით.

11. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ქვეპროგრამის განმახორციელებელი არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში შეტყობინების სახით უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის გამცემს).

12. ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი), ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა), ვალდებულია დაბლოკოს ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბარათიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს (ბარათის გამცემს), საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

13. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანებს 10 სამუშაო დღისა გაიცემა ბარათი ან დასაბუთებული უარი ბარათის გაცემაზე.

14. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ  სისტემაში ჩართული M3  კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში, შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ქვეპროგრამის განმახორციელებელს წარუდგინოს ინფორმაცია ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით   მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №164 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №205 - ვებგვერდი, 01.07.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №228 - ვებგვერდი, 25.12.2020წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №237 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 თებერვლის დადგენილება №239 - ვებგვერდი, 25.02.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მარტის დადგენილება №245 - ვებგვერდი, 25.03.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის დადგენილება №249 - ვებგვერდი, 23.04.2021წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ნოემბრის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 25.11.2022წ.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №108 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 5. თანხების ანაზღაურება და ანგარიშსწორების წესი

1. ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

2.  ქვეპროგრამის განმახორციელებელი შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“   ადგენს მიღება-ჩაბარების აქტს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით უფასო ან/და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით   მოსარგებლე სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსებით (M3  კატეგორია) ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

3. მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს ანგარიშსწორებას მომსახურების მიმწოდებელთან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №237 - ვებგვერდი, 09.02.2021წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №87, 24.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016523 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4421361-13/