„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 18.03.2019წ.
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 32681,61 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 7000,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 22 311,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3370,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 20 203,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19 888,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20 138,4 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 110,0 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 143,0 ათასი ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
(პროგრამული კოდი 03 00)
|
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 23 019 100 ლარი
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ძირითად პირობად დღეისათვის კვლავ რჩება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა პრიორიტეტი ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მშენებლობას, ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან და სხვა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინაპირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარებისთვის.
13.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ბიუჯეტი: 653 800 ლარი. პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 13.1.1 გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 568 800 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოდერნიზებული და რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი (შიდა გზების მოხრეშვა- მოსწორება ინერტული მასალით პრობლემური გზების მონაკვეთებზე სავარაუდო მოცულობით 8700 კბ.მ); შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა სავარაუდო სიგრძით 1,13 კმ; გაუმჯობესებული მიმოსვლა (გადაადგილებისათვის საჭირო დროის შემცირება რეაბილიტაციის შემდეგ მოცემულ მონაკვეთზე);
13.1.2 მუნიციპალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „მუნიციპალური ტრანსპორტი“. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 85 000 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. ავტოპარკი შედგება 5 ერთეული მოძველებული ავტობუსისგან, რომელიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში შემავალი 1 ქალაქის, 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება 2 ერთეული ავტობუსის შეძენა, რომელიც მოემსახურება ქალაქ ოზურგეთის და მიმდებარე უახლოესი სოფლების მოსახლეობას. ორგანიზაცია ემსახურება 6 სამარშრუტო ხაზს: ოზურგეთი-სოფ.შემოქმედი - 9 რეისი დღეში ოზურგეთი-სოფ.ვაკიჯვარი - 4 რეისი დღეში ოზურგეთი-სოფ.ლიხაური - 6 რეისი დღეში ოზურგეთი-დაბა ლაითური - 2 რეისი დღეში (სამუშაო დღეებში) ოზურგეთი-დაბა ნარუჯა - 1 რეისი დღეში (სამუშაო დღეებში) ოზურგეთი-ასკანა - 3 რეისი დღეშიმოსალოდნელი შედეგები: მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ზრდა;შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდა;13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ბიუჯეტი: 15 204 600 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწესრიგებას, რომლის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტში არსებული წყალსადენისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია, ახალი წყალსადენების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობების (გაბიონებისა და წყალამრიდების) და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. 13.2.1 კომუნალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 326 200 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა-ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა-დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. მოსალოდნელი შედეგები: განათებული მუნიციპალიტეტი; მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარიული პირობები; 1 ქალაქის, 4 დაბის, 28 ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული 1239 სანაგვე ურნის მომსახურება , ნარჩენები ტონებში 11985, დაგვილი და დასუფთავებული ტერიტორია საერთო ფართობით 238400 კვ.მ ; ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიაზე შეიცვლება 365 ცალი ეკონათურა დიოდური სანათი მოწყობილობით. მოწესრიგდება აღრიცხვის კვანძი. შეიცვლება 10000 მ სადენი.შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული 8990 ცალი სანათი მოწყობილობის მუშაობის უზრუნველყოფა; წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული 1239 ცალი სანაგვე ბუნკერის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება; მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ინტენსივობის მაჩვენებელი (მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მოხდება ნაგვის გატანა ყოველდღიურად, ტურისტულ სეზონზე ურეკი -შეკვეთილის მონაკვეთზე დღეში 2-ჯერ); მოწესრიგებული და მოვლილი სასაფლაოების რაოდენობა (120 სასაფლაოსთან მოწესრიგებული მისასვლელი გზები, დასუფთავებული სასაფლაოების ტერიტორია); გატანილი ნარჩენების რაოდენობა (220-250 კბ.მ. ნაგავის გატანა ყოველდღიურად,წლიურად დაახლოებით 90000 კბ.მ -დან 95000 კბ.მ-მდე. საერთო წონით 11985 ტონამდე); დასუფთავებული ტერიტორიის ფართობი (ქალაქის ტერიტორიაზე 35 ჰა ტერიტორიის დაგვა - დასუფთავება ყოველდღიურად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში ტერიტორიების დასუფთავება).13.2.2 ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 11 848 400 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას.
მოსალოდნელი შედეგები: მუნიციპალიტეტის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;შედეგების შეფასების ინდიკატორები: აღდგენილი და ახლადაშენებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების რაოდენობა; დაგებული ასფალტო-ბეტონის გზის საფარის რაოდენობა (რეგ. ფონდებით თანადაფინანსების ფარგლებში განხორციელდება 14-16 კმ სიგრძის გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა); კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა.13.2.3 ელექტროენერგიის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 550 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. ამ ხარჯებში აგრეთვე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის და გარე განათების ხარჯების დაფარვა მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის იერსახის გალამაზება და მოსახლეობისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნა; განათებულ ქუჩებში მოსახლეობის და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილება; კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება; მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.13.2.4 წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: შპს ,,სატისი“; ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 480 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალისა, ლიხაურისა და ჯუმათის წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება; ტექნიკურად გამართული წყალმომარაგების სისტემის შექმნა და არსებულის რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია და განვითარება; სასმელი წყლის ხარისხის დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში მოხდება სათავე ნაგებობების სოფელში არსებული ქსელების რეაბილიტაცია; რეაბილიტირებული წყალსადენის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ სასმელი წყლით მოსარგებლე დარეგისტრირებული აბონენტების რაოდენობა ყველა ობიექტზე იქნება დაახლოებით 1960 აბონენტი.13.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 459 100 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმების და შემოსავლების ზრდას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას მუნიციპალური ქონების ეფექტური გამოყენების გზით. ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფერმერების სწავლებას, გამოცდილების გაზიარებას ურთიერთშეხვედრების ორგანიზების საშუალებით. კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური სარგებლის მიღების საწინდარი იქნება. ზემოთხსენებულ საკითხებზე დაიხარჯება 30 000 ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოუყო 1 074 000 ლარი, საკუთარი სახსრებიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა დამატებით გამოყო 1 350 000 ლარი, საიდანაც 1 074 000 ლარი დაიხარჯება სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. დარჩენილი 276000 ლარიდან 4500 ლარი მოხმარდება წარმატებული ქალი მეწარმეების წახალისებას, რომელთა დაფინანსება და გამოვლენა მოხდება კონკურსის პირობებით, ხოლო 271 500 ლარი სხვა აქტუალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული პრობლემების ნაწილობრივ მოგვარება; ბეტონის გზების დაგება პრობლემურ უბნებში; სასმელი წყლის ქსელების და გარე განათების ქსელის ნაწილობრივ რეაბილიტაცია/აღდგენა. სკვერებისა და სტადიონების მოწყობა.შედეგების შეფასების ინდიკატორები: თანხების განკარგვის და ხარჯვის მიზნობრივად წარმართვაში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართვა; გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების გაზრდილი რაოდენობა; კმაყოფილი მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა.13.4 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური; ოზურგეთის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ – სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი; ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 595 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო-სამონტაჟო და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩატარება; პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; კონსოლიდირებული ტენდერის გზით გამოვლენილია გამარჯვებული შემსრულებელები, რომლებიც უზრუნველყოფენ გზების (პროექტის ღირებულების 2,347%), შენობების (პროექტის ღირებულების 2,8%) და წყალმომარაგების (პროექტის ღირებულების 3,679%) სისტემების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადებას (ჯამურად 500 000 ლარი).
2018 წელს ოზურგეთის განაშენიანების გეგმის და მიწათსარგებლობის გეგმების მომზადების მიზნით შეიქმნა „ოზურგეთის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ – სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი“ (სულ დაფინანსება 95 000 ლარი), რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულებას. მოსალოდნელი შედეგი: შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტების მაღალი ხარისხი; სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური პირობების შესრულების კონტროლი;შეფასების კრიტერიუმი: ექსპერტთა შეფასება; შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა; განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების რაოდენობა.13.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 102 500 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული სივრცის მოწყობა; ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი დასვენებისა და გართობის გარემოს შექმნა; მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესება.შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა.13.6 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 711 600 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. 13.7 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 292 400 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების გადახურვა, ფასადების მოწესრიგება, ლიფტების მოწესრიგება, შიდა წყალკანალიზაციის სისტემების შეკეთება და სხვადასხვა სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა;შედეგების შეფასების ინდიკატორები: 5 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოწესრიგებული ლიფტები; მოსახლეობის გაზრდილი უსაფრთხოება. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროგრამის მიზანი:
საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას.
პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
14.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
ქვეპროგრამისგანმახორციელებელი:
ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი.
ქვეპროგრამის აღწერა:
საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ახალი ჯგუფები იქ, სადაც კონტინგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურება. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა.
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 43 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 2 700 ბავშვი. მათ შორის 8 ბაღი 1 078 აღსაზრდელით ფუნქციონირებს ქალაქ ოზურგეთში, ხოლო 35 ბაღი 1 622 აღსაზრდელით – მუნიციპალიტეტის სოფლებში.
მოსალოდნელი შედეგი:
საბავშვო ბაგა-ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი, ბავშვთა სასკოლო მზაობის დონის გაზრდა; სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ბავშვების სოციალურ-ემოციური და ფიზიკური განვითარების სრულყოფა.შედეგების შეფასების ინდიკატორები:
საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიწოდება; სასკოლო მზაობისთვის აღსაზრდელების მომზადების დონე; ბაღებში ბავშვების რაოდენობის ზრდა 150-ით, 7 ახალი ჯგუფის დამატების ხარჯზე.14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
ქვეპროგრამის განმახორციელებელი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 653 900 ლარი.
ქვეპროგრამის აღწერა:
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით (თითოეულ წარმატებულ მოსწავლეზე) სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, მცირე მოცულობის კაპიტალური პროექტების განხორციელება (შშმ პირების გადაადგილებისათვის ადაპტირებული პირობების შექმნა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა). დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო სკოლების კაპიტალური რემონტების განხორციელება.
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და სამრევლო სკოლების მოსწავლეების და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობა ღონისძიებებში, წარმატებული მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოვლენა-წახალისება, სოციალურად დაუცველი ბავშვების აქტიური ჩართულობა, ინკლუზიური განათლების ხელშწყობა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობა; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება. მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება; სკოლისათვის აუცილებელი მცირე სარემონტო სამუშაოების დაფინანსება;შეფასების ინდიკატორი:
პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა (მოსწავლეებში გაზრდილი მოტივაცია); განხორციელებული ღონისძიებების და პროექტების რაოდენობა (20-მდე საჯარო სკოლაში ჩატარდება მცირე სარემონტო სამუშაოები).|
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 253 200 ლარი
პროგრამის მიზანი: კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. 15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ბიუჯეტი: 1 563 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება. 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის: გომისმთობა – სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; ნარდის, ჭადრაკის და შაშის ტურნირის მოწყობა (მათ შორის, შშმ პირებს შორის); წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოება; შემხვედრი ღონისძიებები: ჩემპიონატი ფრენბურთში მოყვარულთა შორის; საერთაშორისო ჩემპიონატი სპორტულ „კაიაკინგში''; პროექტი „ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე'' ჯიპ-ტური „ოფ-როუდში'' ურეკი-გომისმთა; „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა''; რეგიონალური ღონისძიება შშმ პირებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში; „მოყვარულთა თასი 2019''; და სხვა ღონისძიებები;მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება.შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; სპორტულ აქტივობებში ჩართული პირების რაოდენობა ;15.1.2. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 513 900 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 950 000 ლარი; ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი – მერცხალი“- 213 900 ლარი; ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირი“ – 350 000 ლარი;მოსალოდნელი შედეგები: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება. მოსახლეობის ფართო მასების ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში; სპორტის სხვადასხვა სახეობების ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა;შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; პრიზიორთა რაოდენობა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე; ჯანსაღი მომავალი თაობა.15.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ბიუჯეტი: 2 448 000 ლარი. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა. გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი:286 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
მოსალოდნელი შედეგები: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება; კულტურის სფეროს მდგრადობის მიღწევა; კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა; კულტურის სფეროს მდგრადობის მიღწევა, საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ხელოვანების ჩართულობა და მონაწილეობა; განვითარებული და გაღრმავებული კულტურული ურთიერთობები დაძმობილებულ ქალაქებთან და კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა.შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; მოსახლეობის ინტერესის ზრდა კულტურული ღონისძიებების მიმართ; მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა ( ფესტივალების ფარგლებში მოწვეული სტუმრები (400 სტუმარი 12 ქვეყნიდან).15.2.2. კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 162 000 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრეაციო დაწესებულებათა გაერთიანება“ – 870 000 ლარი; ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“ – 156 000 ლარი; ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება“ – 182 000 ლარი; ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა“ – 180 000 ლარი; ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი“ – 90 000 ლარი; ააიპ „მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი 108 000 ლარი; ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართულ-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსაბლი-გურია“ – 180 000 ლარი; ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა“ – 88 000 ლარი; ააიპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლ კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლა“ – 160 000 ლარი;ასევე, პროგრამით დაფინანსდება: სსიპ „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“ – 98 000 ლარი; დრამატული თეატრი – 50 000 ლარი.მოსალოდნელი შედეგები: ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის ზრდა და ტრადიციების შენარჩუნება; სეზონზე მოსალოდნელი ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა; სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია; საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; ნიჭიერი ბავშვების შემოქმედების წარმოჩენა, მათი განვითარების პროცესის ხელშეწყობა; კულტურისა და სპორტის, ასევე ქველმოქმედი ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება;შედეგების შეფასების ინდიკატორები: მასობრივი კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების რაოდენობა; საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; გრანტით დაფინანსებული ახალი სპექტაკლების რაოდენობა; აღდგენილი ექსპონატები და გამოფენათა რაოდენობა; ქართული კულტურის შედევრების წარმოჩინება და პოპულარიზაცია (გამოფენათა რაოდენობა); ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა.15.3. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 05 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 121 300 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშრუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მესამე ეტაპის წარმატებით შესრულება. 2019 წლისთვის იგეგმება 6 ღონისძიება, მიზანი: გურიის, როგორც ტურისტული რეგიონის, პოპულარიზაცია, თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის. პროფესიონალი კადრების მომზადება მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, კურორტ გომისმთის, როგორც ტურისტული ობიექტის განვითარება-პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი: ტურისტებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მცირე ტიპის ტურისტულ ბიზნესში;შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა; ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის ზრდა; პროექტში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა.15.4. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციულიკოდი 05 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. მოსალოდნელი შედეგი: ახალგაზრდებისათვის განვითარებისა და საზოგადოებაში ადაპტირებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა;შეფასების ინდიკატორი: წლის განმავლობაში ქვეპროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა.15.5. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
(პროგრამული კოდი 06 00)
|
(პროგრამული კოდი 06 00)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი,11.01.2019წ. |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №60, 26.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016380 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4430912-2/