„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 მარტის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 18.03.2019წ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 26.11.2019წ.
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 40 128,71 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 7000,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 28 907,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 4221,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 21 402,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 26 337,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 26 587,5 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110,0 ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 143,0 ათასი ლარი.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
(პროგრამული კოდი 03 00)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროგრამის მიზანი:
საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო – სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას.
პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
14.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
ქვეპროგრამისგანმახორციელებელი:
ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი.
ქვეპროგრამის აღწერა:
საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ახალი ჯგუფები იქ, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა.
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 43 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 2 700 ბავშვი. მათ შორის 8 ბაღი 1 078 აღსაზრდელით ფუნქციონირებს ქალაქ ოზურგეთში, ხოლო 35 ბაღი 1 622 აღსაზრდელით – მუნიციპალიტეტის სოფლებში.
მოსალოდნელი შედეგი:
საბავშვო ბაგა–ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი, ბავშვთა სასკოლო მზაობის დონის გაზრდა; სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ბავშვების სოციალურ-ემოციური და ფიზიკური განვითარების სრულყოფა;შედეგების შეფასების ინდიკატორები:
საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიწოდება; სასკოლო მზაობისთვის აღსაზრდელების მომზადების დონე; ბაღებში ბავშვების რაოდენობის ზრდა 150- ით, 7 ახალი ჯგუფის დამატების ხარჯზე;14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
ქვეპროგრამისგანმახორციელებელი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 653 900 ლარი.
ქვეპროგრამის აღწერა:
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით (თითოეულ წარმატებულ მოსწავლეზე) სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, მცირე მოცულობის კაპიტალური პროექტების განხორციელება ( შშმ პირების გადაადგილებისათვის ადაპტირებული პირობების შექმნა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა). დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო სკოლების კაპიტალური რემონტების განხორციელება.
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და სამრევლო სკოლების მოსწავლეების და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობა ღონისძიებებში, წარმატებული მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოვლენა-წახალისება, სოციალურად დაუცველი ბავშვების აქტიური ჩართულობა, ინკლუზიური განათლების ხელშწყობა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობა; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება. მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება; სკოლისათვის აუცილებელი მცირე სარემონტო სამუშაოების დაფინანსება;შეფასების ინდიკატორი:
პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა ( მოსწავლეებში გაზრდილი მოტივაცია); განხორციელებული ღონისძიებების და პროექტების რაოდენობა (20 -მდე საჯარო სკოლაში ჩატარდება მცირე სარემონტო სამუშაოები).|
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 253 200 ლარი
პროგრამის მიზანი: კ ულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. 15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ბიუჯეტი: 1 563 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის: · გომისმთობა-სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; · ნარდის, ჭადრაკის და შაშის ტურნირის მოწყობა (მათ შორის შშმ პირებს შორის); · წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოვება; · შემხვედრი ღონისძიებები: ჩემპიონატი ფრენბურთში მოყვარულთა შორის; · საერთაშორისო ჩემპიონატი სპორტულ „კაიაკინგში''; · პროექტი „ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე'' ჯიპ-ტური „ოფ-როუდში'' ურეკი-გომისმთა; · „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა''; · რეგიონალური ღონისძიება შ.შ.მ. პირებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში; · „მოყვარულთა თასი 2019''; · და სხვა ღონისძიებები; მოსალოდნელი შედეგები: · ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; · სპორტულ აქტივობებში ჩართული პირების რაოდენობა; 15.1.2. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 513 900 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 950 000 ლარი; · ა.(ა).ი.პ.,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი-მერცხალი“- 213 900 ლარი; · ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირი“ - 350 000 ლარი; მოსალოდნელი შედეგები: · ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება. · მოსახლეობის ფართო მასების ჩაბმა სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში; · სპორტის სხვადასხვა სახეობების ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; · პრიზიორთა რაოდენობა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე; · ჯანსაღი მომავალი თაობა; 15.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ბიუჯეტი: 2 448 000 ლარი. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა. გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 286 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
მოსალოდნელი შედეგები: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება; კულტურის სფეროს მდგრადობის მიღწევა; კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა კულტურის სფეროს მდგრადობის მიღწევა, საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ხელოვანების ჩართულობა და მონაწილეობა; განვითარებული და გაღრმავებული კულტურული ურთიერთობები დაძმობილებულ ქალაქებთან და კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა.შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · მოსახლეობის ინტერესის ზრდა კულტურული ღონისძიებების მიმართ; · მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა (ფესტივალების ფარგლებში მოწვეული სტუმრები (400 სტუმარი 12 ქვეყნიდან).
15.2.2. კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 162 000 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“ – 870 000 ლარი; ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“ – 156 000 ლარი; ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება“ – 182 000 ლარი; ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა“ – 180 000 ლარი; ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი“ – 90 000 ლარი; ა.(ა).ი.პ. „მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – 108 000 ლარი; ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართულ-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსაბლი-გურია“ – 180 000 ლარი; ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა“ – 88 000 ლარი; ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლ კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლა“ – 160 000 ლარი; ასევე, პროგრამით დაფინანსდება: სსიპ „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“ – 98 000 ლარი; დრამატული თეატრი – 50 000 ლარიმოსალოდნელი შედეგები:
· ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის ზრდა და ტრადიციების შენარჩუნება; · სეზონზე მოსალოდნელი ახალი სპექტაკლის რაოდენობის ზრდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა; · სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია; · საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; · ნიჭიერი ბავშვების შემოქმედების წარმოჩენა, მათი განვითარების პროცესის ხელშეწყობა; · კულტურისა და სპორტის, ასევე ქველმოქმედი ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მასობრივი კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების რაოდენობა; · საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · გრანტით დაფინანსებული ახალი სპექტაკლების რაოდენობა; · აღდგენილი ექსპონატები და გამოფენათა რაოდენობა; · ქართული კულტურის შედევრების წარმოჩინება და პოპულარიზაცია (გამოფენათა რაოდენობა); · ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა. 15.3. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციულიკოდი 05 03) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 121 300 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშრუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მესამე ეტაპის წარმატებით შესრულება. 2019 წლისთვის იგეგმება 6 ღონისძიება, მიზანი: გურიის, როგორც ტურისტული რეგიონის პოპულარიზაცია, თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის. პროფესიონალი კადრების მომზადება მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, კურორტ გომისმთის , როგორც ტურისტული ობიექტის განვითარება-პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი: · ტურისტებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მცირე ტიპის ტურისტულ ბიზნესში;
შეფასების ინდიკატორი: · მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა; · ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის ზრდა; · პროექტში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა; 15.4. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციულიკოდი 05 04) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. მოსალოდნელი შედეგი: · ახალგაზრდებისათვის განვითარებისა და საზოგადოებაში ადაპტირებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; · მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა; შეფასების ინდიკატორი: · წლის განმავლობაში ქვეპროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა; 15.5. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთი ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
(პროგრამული კოდი 06 00)
|
(პროგრამული კოდი 06 00)
|
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, №60, 26.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016380 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4430912-3/