საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2019 ძალადაკარგული 25.12.2019
ნომერი
№377
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.016877
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №377

2019 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 55​1  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიმართ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოქმედება, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლისა, 104-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 105-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 110-ე მუხლის პირველი პუნქტისა, აგრეთვე, „პროფესიული საჯარო მოსამსახურის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით უშუალოდ მოხელის მობილობასთან დაკავშირებული წესებისა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. მოსამსახურის სურვილის შემთხვევაში, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 
2​1. რეზერვში ჩარიცხულ პირს არ ეძლევა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი კომპენსაცია, თუკი მას, „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურისათვის საჭირო დროის გათვალისწინებით, სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე დაეკისრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მოხელის მოვალეობის არანაკლებ 3 თვით შესრულება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის ბრძანება №387 - ვებგვერდი, 06.03.2019 წ.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის შესახებ“, №377, 06.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016877 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4474856-1/