ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (10)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
პროგრამა
1.ეს პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
1.ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
2.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდე), პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება (ბავშვების დაბადებისათვის);
4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
5. შშმ პირების დახმარება;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების დახმარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი;
7. ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება(18 წლამდე).
8. უდედმამო ბავშვების დახმარება (18 წლამდე);
9. .ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსება;
10. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება;
11. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
12. ხანძრისა და სტიქიის შედეგად, ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაზარალებული ოჯახის დახმარება;
13. (ამოღებულია - 05.02.2020, №3).
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.08.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.02.2020.წ.
1.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე.
2.კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3.კომისიას თავმჯდომარეობას უწევს მერის მოადგილე.
4.კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
5.წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწვეტილებას განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
6. გადაწყვეტილების თაობაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7.გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევვაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
7 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში (მძიმე ეკონომიკური და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა) პაციენტის მიერ გადასახდელი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება შეიძლება დაფინანსდეს 90 %-ით , კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.
9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
10.დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი – განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (არაუმეტეს წელიწადში ორჯერ).
11.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელია, სავალდებულო დოკუმენტაციას თან ახლდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.
1. ამ მუხლით დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) სამედიცინო კვლევები;
ბ)ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.
2. სამედიცინო კვლევები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შშმ პირებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა -არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარით.
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ყველა სხვა სახის კატეგორიის მოქალაქისათვის-არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარით;
3. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდება:
ა) 0-დან -3000 ლარამდე-70%;
ბ) 3001 ლარიდან ზევით არაუმეტეს 2100 ლარისა.
4. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის ან კერძო დაზღვევის პაკეტის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი წესით:
ა) 0-დან 800 ლარამდე – არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) 801 ლარიდან – 1000 ლარამდე – 70%;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარამდე – 65%;
დ) 3001 ლარიდან ზევით – არაუმეტეს 2000 ლარისა.
5. სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეს 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
6.ყაზბეგის მინუციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი.
7. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამედიცინო სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. მოქალაქეს, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში, მომსახურება შეიძლება დაუფინანსდეს საზღვარგარეთ, ექიმ-ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ დარჩენილი თანხის 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა (ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით).
71. (ძალადაკარგულია - 23.09.2021, №10).
8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა N100;
დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი დაფინანსების შესახებ;
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ.
1. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-მდე, პენსიონერებს და ქრონიკულად დაავადებულებს, რომელთაც სამედიცინო ცნობისა(ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა.
2. წლიური ლიმიტი განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია;
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N100);
დ) ექიმის დანიშნულება;
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.
1.მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის:
ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 200 (ორასი) ლარი;
ბ) მეორე შვილის დაბადებაზე – 300 (სამასი) ლარი;
გ) მესამე შვილის დაბადებაზე – 400 (ოთხასი) ლარი;
დ) მეოთხე შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარი;
ე) მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ვ) ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი.
2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
1.ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახი რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ოჯახის არასრულწლოვან წევრზე.
2. წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ)მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
1 .ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა შშმ პირების შემდეგ კატეგორიებს:
ა) შშმ I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს – 150(ას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით;
ბ) შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200(ორასი) ლარის ოდენობით;
გ) მარტოხელა შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე შშმ პირის წარმომადგენლის ან მზრუნველის სახელით;
ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარში;
ე) შშმ პირის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
1.სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს, აგრეთვე იმ ოჯახიდან, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი, სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80 %-ით( ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80 %);
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ატესტატის ასლი;
დ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი რეკვიზიტების შესახებ;
ე) მრავალშვილიანი ოჯახის მშობლების პირადობის ასლები, ქორწინების ასლი და ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) ობოლი ბავშვების შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ზ)სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში-შესაბამისი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
1.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
1.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებზე ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით (18 წლამდე).

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) სამედიცინო ცნობა (ფორმა №100);
ვ) საბანკო ანგარიში.

1.დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2 მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მზრუნველის სახელით;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)საბანკო ანგარიში;
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი.
1. ამ მუხლით დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფ და ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებზე.
ა) ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 200(ორასი) ლარის ოდენობით.
ბ) ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებს ერთჯერადად მიეცემათ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურება – 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

გ) მიცვალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.08.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით, (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა,დიდთოვლობა და ა.შ.) ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე. დახმარება ასევე შეიძლება გაიცეს სამშენებლო მასალების სახით.
2. დაზარალებულმა ოჯახმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;

გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ის სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი აქტი, ან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა);
ე) დაზიანებული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ვ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
+
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2019 წლის 28 თებერვალი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილება(www.matsne.gov.ge,19.08. 2014 წ., 190020020.35.151.016154).
+
მუხლი 3
დადეგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე
+
დანართი №1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების
პროგრამა
მუხლი 1.ზოგადი დებულებები
1.ეს პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
მუხლი 2. სოციალური პროგრამების დასახელება🔗
1.ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
2.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდე), პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება (ბავშვების დაბადებისათვის);
4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
5. შშმ პირების დახმარება;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების დახმარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი;
7. ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება(18 წლამდე).
8. უდედმამო ბავშვების დახმარება (18 წლამდე);
9. .ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსება;
10. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება;
11. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
12. ხანძრისა და სტიქიის შედეგად, ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაზარალებული ოჯახის დახმარება;
13. (ამოღებულია - 05.02.2020, №3).
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.08.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.02.2020.წ.
მუხლი 3. სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსებისა და გაცემის წესი🔗
1.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე.
2.კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3.კომისიას თავმჯდომარეობას უწევს მერის მოადგილე.
4.კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
5.წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწვეტილებას განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
6. გადაწყვეტილების თაობაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7.გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევვაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
71. განსაკუთრებულ შემთხვევაში (მძიმე ეკონომიკური და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა) პაციენტის მიერ გადასახდელი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება შეიძლება დაფინანსდეს 90 %-ით , კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
8.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.
9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
10.დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი – განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (არაუმეტეს წელიწადში ორჯერ).
11.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელია, სავალდებულო დოკუმენტაციას თან ახლდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.
მუხლი 4. სამკურნალო დაწესებულებაში ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება🔗
1. ამ მუხლით დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) სამედიცინო კვლევები;
ბ)ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.
2. სამედიცინო კვლევები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შშმ პირებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა -არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარით.
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ყველა სხვა სახის კატეგორიის მოქალაქისათვის-არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარით;
3. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდება:
ა) 0-დან -3000 ლარამდე-70%;
ბ) 3001 ლარიდან ზევით არაუმეტეს 2100 ლარისა.
4. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის ან კერძო დაზღვევის პაკეტის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი წესით:
ა) 0-დან 800 ლარამდე – არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) 801 ლარიდან – 1000 ლარამდე – 70%;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარამდე – 65%;
დ) 3001 ლარიდან ზევით – არაუმეტეს 2000 ლარისა.
5. სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეს 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
6.ყაზბეგის მინუციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი.
7. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამედიცინო სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. მოქალაქეს, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში, მომსახურება შეიძლება დაუფინანსდეს საზღვარგარეთ, ექიმ-ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ დარჩენილი თანხის 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა (ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით).
71. (ძალადაკარგულია - 23.09.2021, №10).
8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა N100;
დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი დაფინანსების შესახებ;
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.09.2021წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 24.09.2021 წ.
მუხლი 5. მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქეების დახმარება🔗
1. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-მდე, პენსიონერებს და ქრონიკულად დაავადებულებს, რომელთაც სამედიცინო ცნობისა(ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა.
2. წლიური ლიმიტი განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია;
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N100);
დ) ექიმის დანიშნულება;
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.
მუხლი 6. ახალშობილთა (ბავშვების დაბადებისათვის) ოჯახების დახმარება🔗
1.მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის:
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისთვის:
ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 200 (ორასი) ლარი;
ა). პირველი შვილის დაბადებაზე – 500 ლარი;
ბ) მეორე შვილის დაბადებაზე – 300 (სამასი) ლარი;
ბ). მეორე შვილის დაბადებაზე – 600 ლარი;
გ) მესამე შვილის დაბადებაზე – 400 (ოთხასი) ლარი;
გ). მესამე შვილის დაბადებაზე – 700 ლარი;
დ) მეოთხე შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარი;
დ). მეოთხე შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი;
ე) მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ე). მეხუთე შვილის დაბადებაზე – 1500 ლარი;
ვ) ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი.
ვ). მეექვსე და ყოველი შემდგომი შვილის დაბადებაზე დაემატოს 500 ლარი;
2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ზ). ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
მუხლი 7.მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება
1.ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახი რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ოჯახის არასრულწლოვან წევრზე.
2. წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ)მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 8. შშმ პირების დახმარება🔗
1 .ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა შშმ პირების შემდეგ კატეგორიებს:
ა) შშმ I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს – 150(ას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით;
ბ) შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200(ორასი) ლარის ოდენობით;
გ) მარტოხელა შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე შშმ პირის წარმომადგენლის ან მზრუნველის სახელით;
ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარში;
ე) შშმ პირის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახისა და სკოლის მედალოსანი სტუდენტების სწავლის დაფინანსება აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში, აგრეთვე იმ ოჯახების, სადაც ორი და მეტი სტუდენტია, დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში, ხოლო სტუდენტების ასაკი არ აღემატება 28 წელს🔗
1.სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს, აგრეთვე იმ ოჯახიდან, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი, სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80 %-ით( ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80 %);
1. სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80%-ით ( ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%), ხოლო სკოლის ოქროს მედალოსან სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება 100%- ით (სწავლის საფასური 2250 ლარი). აგრეთვე იმ ოჯახებს, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი ან ოქროს მედალოსანი, რომლებიც მიიღებენ სახელმწიფო დაფინასებას, სწავლის საფასურით თითოეული სტუდენტი დაფინანსდება დარჩენილი თანხის 80%-ით, ხოლო ოქროს მედალოსანი100%- ით გაიცეს ყოველწლიური ფულადი დახმარება სკოლის ოქროს მედალოსანზე სტუდენტობის პერიოდში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ვერცხლის მედალოსანზე 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტის- მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ატესტატის ასლი;
დ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი რეკვიზიტების შესახებ;
ე) მრავალშვილიანი ოჯახის მშობლების პირადობის ასლები, ქორწინების ასლი და ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) ობოლი ბავშვების შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ზ)სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში-შესაბამისი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
მუხლი 10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უხუცესების დამარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი🔗
1.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი 11. ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება🔗
1.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებზე ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით (18 წლამდე).
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) სამედიცინო ცნობა (ფორმა №100);
ვ) საბანკო ანგარიში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
მუხლი 12. უდედმამო ბავშვების დახმარება🔗
1.დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
1. დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
2 მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მზრუნველის სახელით;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)საბანკო ანგარიში;
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
მუხლი 13. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება🔗
1. ამ მუხლით დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფ და ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებზე.
ა) ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 200(ორასი) ლარის ოდენობით.
ა) ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებს ერთჯერადად მიეცემათ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;
დ) საბანკო ანგარიში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
მუხლი 14. სარიტუალო მომსახურება🔗
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურება – 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მიცვალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.08.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
მუხლი 16. ხანძრისა და სტიქიის შედეგად, ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაზარალებული ოჯახის დახმარება🔗
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით, (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა,დიდთოვლობა და ა.შ.) ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე. დახმარება ასევე შეიძლება გაიცეს სამშენებლო მასალების სახით.
2. დაზარალებულმა ოჯახმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ის სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ შედგენილი აქტი, ან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა);
ე) დაზიანებული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ვ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.02.2020.წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 აპრილის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.04.2020 წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №3, 28.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4498038-8/