ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (18)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (16 მუხლი)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2019 წლის 28 თებერვალი დაბა სტეფანწმინდა |
|
პროგრამა
1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
1. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
2. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდე), პენსიონერებისა და ქრონიკულად დაავადებულების მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება (ბავშვების დაბადებისათვის);
4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
5. შშმ პირების დახმარება;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების დახმარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი;
7. ცელიაკიით დაავადებული ბავშვების დახმარება;
8. უდედმამო ბავშვების დახმარება (18 წლამდე);
9.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსება ;
11. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება;
12. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე.
2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობას უწევს მერის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწვეტილებას განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
6. გადაწყვეტილების თაობაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევვაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.
9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
10. დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარება მოქალაქეს გაეწევა ერთჯერადად, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევაში კი – განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (არაუმეტეს წელიწადში ორჯერ).
11.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელია, სავალდებულო დოკუმენტაციას თან ახლდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1. ამ მუხლით დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა) სამედიცინო კვლევები;
ბ)ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა.
2. სამედიცინო კვლევები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:
ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შშმ პირებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის,რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით;
ბ) ყაზბეგის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ყველა სხვა სახის კატეგორიის მოქალაქისათვის – არა უმეტეს 300 (სამასი)ლარით;
3. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდება:
ა) 0-დან -3000 ლარამდე-70%;
ბ) 3001 ლარიდან ზევით არაუმეტეს 2100 ლარისა.
4. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის ან კერძო დაზღვევის პაკეტის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი წესით:
ა) 0-დან 800 ლარამდე – არა უმეტეს 500 ლარისა;
ბ) 801 ლარიდან – 1000 ლარამდე – 70%;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარამდე – 65%;
დ) 3001 ლარიდან ზევით – არაუმეტეს 2000 ლარისა.
5. სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეს 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
6. ყაზბეგის მინუციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი.
7. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი საწრაფო-სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.
8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა, ფორმა N100;
დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის ასლი დაფინანსების შესახებ;
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ.
1. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-მდე, პენსიონერებს და ქრონიკულად დაავადებულებს, რომელთაც სამედიცინო ცნობისა(ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა.
2. წლიური ლიმიტი განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია;
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N100);
დ) ექიმის დანიშნულება;
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის:
ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 200 (ორასი) ლარი;
ბ) მეორე შვილის დაბადებაზე – 300 (სამასი) ლარი;
გ) მესამე შვილის დაბადებაზე – 400 (ოთხასი) ლარი;
დ) მეოთხე შვილის დაბადებაზე – 500 (ხუთასი) ლარი;
ე) მეხუთე და ყოველ მომდევნო შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ვ) ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 (ერთი ათასი) ლარი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
1. ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახი რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ოჯახის არასრულწლოვან წევრზე.
2. წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ)მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
1 .ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა შშმ პირების შემდეგ კატეგორიებს:
ა) შშმ I და II ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს – 150(ას ორმოცდა ათი) ლარის ოდენობით;
ბ) შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 200(ორასი) ლარის ოდენობით;
გ) მარტოხელა შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე შშმ პირის წარმომადგენლის ან მზრუნველის სახელით;
ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარში;
ე) შშმ პირის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
1.სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს, აგრეთვე იმ ოჯახს, სადაც ორი ან მეტი სტუდენტია, სწავლის საფასური დაუფინანსდება 80 %-ით.
2.მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუნეტის ასლი;
გ) ატესტატის ასლი;
დ) ცნობა, რომ ბოლო სამი წელი სწავლობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში;
ე) ცნობა უმაღლესი სასწავლებიდან;
ვ) სასწავლებლიდან ანგარიშ-ფაქტურა(რეკვიზიტები).
მუხლი 10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უხუცესების დამარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი
1. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში.
1. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ცელიაკიით დაავადებულ ბავშვებზე ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) სამედიცინო ცნობა (ფორმა №100);
ვ) საბანკო ანგარიში.
1.დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2 მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე მზრუნველის სახელით;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)საბანკო ანგარიში;
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი.
1. ამ მუხლით დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფ და ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებზე.
ა) ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებს ერთჯერადად მიეცემათ დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ;
დ) საბანკო ანგარიში.
მუხლი14. სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურება – 250(ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2 მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მიცვალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
+
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილება(www.matsne.gov.ge,19.08. 2014 წ., 190020020.35.151.016154).
+
მუხლი 3🔗
დადეგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ სეთურიძე
+
დადეგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე
მუხლი 1.ზოგადი დებულებები
1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოქალაქეებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
1. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება;
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უხუცესების დახმარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი;
7. ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება(18 წლამდე).
9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტების დაფინანსება;
10. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება;
11. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
12. ხანძრისა და სტიქიის შედეგად, ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაზარალებული ოჯახის დახმარება;
13. (ამოღებულია - 05.02.2020, №3);
14. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება;
15. ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ნეიროგანვითარებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ვაუჩერით დაფინანსება;
16. ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.08.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.02.2020.წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.08.2025წ.
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე.
2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე და საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.
3. კომისიას თავმჯდომარეობას უწევს მერის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწვეტილებას განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
6. გადაწყვეტილების თაობაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევვაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
71. განსაკუთრებულ შემთხვევაში (მძიმე ეკონომიკური და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა) პაციენტის მიერ გადასახდელი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება შეიძლება დაფინანსდეს 90 %-ით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.
11. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელია, სავალდებულო დოკუმენტაციას თან ახლდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 29.08.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.08.2025წ.
მუხლი 4. სამკურნალო დაწესებულებაში ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება🔗
1. ამ მუხლით დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა) სამედიცინო კვლევები; ბ)ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა. 2. სამედიცინო კვლევები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება:ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შშმ პირებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა -არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარით.
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ყველა სხვა სახის კატეგორიის მოქალაქისათვის-არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარით;
3. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან კერძო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდება:
4. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის ან კერძო დაზღვევის პაკეტის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი წესით:
ა) 0-დან 800 ლარამდე – არა უმეტეს 500 ლარისა;
გ) 1001 ლარიდან 3000 ლარამდე – 65%;
6.ყაზბეგის მინუციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი.
7. მოქალაქეს, რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურება მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამედიცინო სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე. მოქალაქეს, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში, მომსახურება შეიძლება დაუფინანსდეს საზღვარგარეთ, ექიმ-ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით „მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში“ გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ დარჩენილი თანხის 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარისა (ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით).
71. (ძალადაკარგულია - 23.09.2021, №10).
8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ე) მე-3 მუხლის მე-2 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 21.09.2021წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 24.09.2021 წ.
მუხლი 5. მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით მოქალაქეების დახმარება🔗
1. დახმარება გაეწევა იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-მდე, პენსიონერებს და ქრონიკულად დაავადებულებს, რომელთაც სამედიცინო ცნობისა(ფორმა №100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა.2. წლიური ლიმიტი განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N100);
მუხლი 6. ახალშობილთა (ბავშვების დაბადებისათვის) ოჯახების დახმარება🔗
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის:ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი;
ბ) მეორე შვილის დაბადებაზე – 2000 ლარი;
გ) მესამე შვილის დაბადებაზე – 3000 ლარი და ყოველი შემდგომი შვილის დაბადებაზე დაემატოს 1000 ლარი;
დ) ტყუპი შვილის დაბადებაზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 5000 ლარის ოდენობით.
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 30.11.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.08.2025წ.
მუხლი 7.მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება
1.ამ დახმარების მიმღები არის მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახი რეგისტრირებულია და მუდმივად ცხოვრობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ოჯახის არასრულწლოვან წევრზე.
მუხლი 8. შშმ პირების დახმარება🔗
1 .ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა შშმ პირების შემდეგ კატეგორიებს:
ა) შშმ I და II ჯგუფის უსინათლო პირებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით;
გ) მარტოხელა შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
დ) დაუნის სინდრომის მქონე პირებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ე) ცერებრული დამბლის მქონე პირებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ვ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ზ) 18 წლამდე შშმ პირებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
თ) IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე პირებს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ი) შშმ პირებს ამპუტირებული კიდურით – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 31.03.2025წ.
მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახისა და სკოლის მედალოსანი სტუდენტების სწავლის დაფინანსება აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში, აგრეთვე იმ ოჯახების, სადაც ორი და მეტი სტუდენტია, დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში🔗
1. სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80 %-ით (ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%), ხოლო სკოლის ოქროსმედალოსან სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება 100%-ით (სწავლის საფასური 2250 ლარი). აგრეთვე იმ ოჯახებს, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი ან ოქროსმედალოსანი, თითოეული სტუდენტი დაფინანსდება 80%-ით (ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%-ით), ხოლო ოქროსმედალოსანი 100%-ით. გაიცეს ყოველწლიური ფულადი დახმარება სკოლის ოქროსმედალოსანზე სტუდენტობის პერიოდში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ვერცხლისმედალოსანზე 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.
11. იმ სტუდენტებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელი შშმ პირი ან/ და პენსიონერია, აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში სწავლა დაუფინანსდებათ ყოველწლიური სწავლის საფასურის - 2250 ლარის 80 %-ით, რომლებიც ბოლო სამი წელი სწავლობდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში, მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, შშმ პირის სამედიცინო დოკუმენტის, საპენსიო მოწმობისა და ამ პროგრამით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
12. იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახები იმყოფებიან უკიდურეს სოციალურ და ეკონომიურ გაჭირვებაში და არ აქვთ სწავლის ღირებულების დაფარვის შესაძლებლობა და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ პროგრამით გათვალისწინებულ კატეგორიებში, სწავლის ღირებულება დაუფინანსდებათ აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში, ყოველწლიური სწავლის საფასურის – 2250 ლარის 80 %-ით;
13 . შშმ პირებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში, სწავლის ღირებულება დაუფინანსდებათ ყოველწლიური სწავლის საფასურის – 2250 ლარის 80 %-ით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ბ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი რეკვიზიტების შესახებ;
ე) მრავალშვილიანი ოჯახის მშობლების პირადობის ასლები, ქორწინების ასლი და ყველა შვილის დაბადების მოწმობის ასლები;
ვ) ობოლი ბავშვების შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახის შემთხვევაში-შესაბამისი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
თ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაცემული შუამდგომლობა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.02.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2023 წლის 17 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
მუხლი 10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უხუცესების დამარება, რომელთაც შეუსრულდათ 85 და მეტი წელი🔗
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1000 ლარის ოდენობით;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.08.2025წ.
მუხლი 11. ცელიაკიით დაავადებული ბავშვების დახმარება🔗
მუხლი 11. ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება🔗
1. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ცელიაკიითა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვებზე ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით (18 წლამდე).
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 03.05.2022 წ.
მუხლი 12. უდედმამო ბავშვების დახმარება🔗
1. დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
მუხლი 13. ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფებისა და ფსიქიკურად დაავადებულთა დახმარება🔗
1. ამ მუხლით დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ჰემოდიალიზზე მყოფ და ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებზე.ა) ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებს ერთჯერადად მიეცემათ დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი,01.05.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 01.02.2022 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2023 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ.
მუხლი14. სარიტუალო მომსახურება
მუხლი 14. სარიტუალო მომსახურება🔗
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ავღანეთის ომის მონაწილე პირთა სარიტუალო მომსახურება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
გ) მიცვალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2023 წ.
მუხლი 15. (ამოღებულია)🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 01.08.2019წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 27.12.2019წ.
მუხლი 16. ხანძრისა და სტიქიის შედეგად, ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნით დაზარალებული ოჯახის დახმარება🔗
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით, (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ.) ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადად 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე. დახმარება ასევე შეიძლება გაიცეს სამშენებლო მასალების სახით.
11. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მერიამ მიმართოს დამოუკიდებელ ექსპერტს შესაბამისი დასკვნის მისაღებად;
2. დაზარალებულმა ოჯახმა მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის დასკვნა;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ის სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ შედგენილი აქტი ან/და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის ან/და ქონების დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეო მასალა;
ე) დაზიანებული უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ან დაზიანებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა-დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის მიერ;
ვ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 07.02.2020.წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 აპრილის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.04.2020 წ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №15 - ვებგვერდი, 29.08.2022 წ.
მუხლი 17. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით დახმარება.🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაიცეს თვეში 300 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის, ასევე გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საბანკო ანგარიში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 17.01.2023 წ.
მუხლი 18. ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ნეიროგანვითარებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ვაუჩერით დაფინანსების შესახებ🔗
1. მერია ვალდებულებას იღებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ბენეფიციარები დააფინანსოს ვაუჩერული სისტემით ცენტრის მიერ განხორციელებული სერვისის მომსახურების შესრულების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.
2. თითო ვაუჩერი მოიაზრებს თვეში 800 (რვაასი) ლარს და მასში შედის 12 (თორმეტი) თერაპია.
3. ვაუჩერული სისტემით სათანადო დიაგნოზის მქონე პაციენტის დაფინანსება განხორციელდება დანართის შესაბამისად.
მუხლი 19. ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება🔗
1. ახალდაქორწინებული ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფულად დახმარებას 5000 ლარის ოდენობით, თუ მეუღლეები რეგისტრირებული არიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დახმარების მოთხოვნის დროისათვის ორივე პირს მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ერთად ეწევიან შიდა საოჯახო მეურნეობას.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ახალდაქორწინებული არიან პირები( მამაკაცი და ქალი), რომელთა ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით (ქორწინება) რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დახმარების მოთხოვნის უფლება არა აქვთ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი ჰქონდათ ოჯახი (ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას) ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დახმარების მოთხოვნის უფლება არა აქვთ პირებს, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზანად არ ისახავს ოჯახის შექმნას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფიქციურ ქორწინებაში მყოფი პირები).
5. ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ ქორწინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 12 თვისა მოითხოვონ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დახმარების გაცემა; თუ პირები განქორწინებული არიან დახმარების მოთხოვნის დროისათვის, მათ დახმარება არ მიეცემათ.
6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი;
დ) ცნობები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ, გაცემული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ;
ე) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, განქორწინებული არიან თუ არა განმცხადებლები;
ვ) ერთ-ერთი მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №12 - ვებგვერდი, 06.08.2025წ.
დანართი
ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ნეიროგანვითარებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ვაუჩერი
კლასი 5. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები
1 .F70 – F79 გონებრივი ჩამორჩენილობა
2. F80 – F89 ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევები
3. F90 – F98 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევისა და ემოციური აშლილობანი.
4. F84 – განვითარების ზოგადი აშლილობანი
5. F84.0 – ბავშვთა აუტიზმი
6. F84.2 – რეტის სინდრომი
6. F84.5 – ასპერგერის სინდრომი
7. F84.8 – განვითარების სხვა ზოგადი აშლილობანი
8. F84.9 – განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი
9. F71 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა
10.F71.0 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა
11. F71.1 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა. არსებობს ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას
12.F71.8 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი
13.F71.9 – საშუალო ანდა გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი ქცევითი აშლილობა
კლასი 18. სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში
14. R47.0 დისფაგია და აფაზია R56.0 კონვულსიები ცხელების დროს
15.R48 – დიზლექსია და სხვა სიმბოლური ფუნქციური დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
16.R45,8 – სხვა სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას
17. R47.8 – მეტყველების სხვა და დაუზუსტებელი დარღვევები
18. R56.8 – დაუდგენელი და სხვა კონვულსიები
19. R62.0 – განვითარების ეტაპების დაყოვნება
20. R62.8 – მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების სხვა დარღვევები
21.R62.9 – მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების დარღვევა, დაუზუსტებელი
22. G 80 – ბავშვთა ცერებრული დამბლა
23. G 80.0 – სპასტიური ცერებრული დამბლა
24. G 80.1 – სპასტიური დიპლეგია G 80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია
25. G 80.3 – დისკინეზური ცერებრული დამბლა
26. G 80.4 – ატაქსიური ცერებრული დამბლა
27. G 80.8 –ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები (შერეული სინდრომები)
28. G 80.9 – ბავშვთა ცერებრული დამბლა დაუზუსტებელი.
29. G 12. – სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომები
30. G 12.0 – ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)
31. G 12.1 სხვა მემკვიდრული სპინური კუნთოვანი ატროფიები: ბავშვთა პროგრესული ბულბარული დამბლა (ფაციო-ლონდეს) სპინური კუნთოვანი ატროფია: - მოზრდილთა ფორმა, - ბავშვთა ფორმა, ტიპი II - დისტალური - იუვენალური ფორმა ტიპი III (კუგელბერგ-ველანდერის) - სკაპალურ-პერონეული ფორმა
32. G 12.2 – მოტორული ნეირონის ავადმყოფობა: მოტორული ნეირონის ოჯახური ავადმყოფობა გვერდითი სკლეროზი: - ამიოტროფული - პირველადი - პროგრესული - ბულბარული დამბლა - სპინური კუნთოვანი ატროფია:
33. G 12.8 – სხვა სპინური კუნთოვანი ატროფიები და მონათესავე სინდრომები
34. G 12.9 – სპინური კუნთოვანი ატროფია, დაუზუსტებელი.
35. G 71 – კუნთების პირველადი დაზიანებები
36. G 71.0 – კუნთოვანი დისტროფია
37. G 71.1 – მიოტონური დაზიანებები
38.G 71.2 – თანდაყოლილი მიოპათიები
39. G 71.9 – დაუზუსტებელი
40. G 81 – ჰემიპლეგია
41. G 81.0 – დუნე ჰემიპლეგია
42. G 81.1 – სპასტიკური ჰემიპლეგია
43. G 81.9 – ჰემიპლეგია დაუზუსტებელი ·
44. G 82 – პარა და ტეტრაპლეგია,45. G 82.0 – დუნე პარაპლეგია
46. G 82.1 – სპასტიკური პარაპლეგია
47. G 82.2 – პარაპლეგია დაუზუსტებელი
48. G 82.3 – დუნე ტეტრაპლეგია
49. G 82.4 – სპასტიკური ტეტრაპლეგია
50. G 82.5 – ტეტრაპლეგია დაუზუსტებელი
კლასი 17. თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები
1.Q00.0 – ანენცეფალია
2.Q01 – ენცეფალოცელე (Q01.0- Q01.9)
3.Q02 – მიკროცეფალია Q03.1 მაჟანდისა და ლუშკას ხვრელის ატრეზია
4.Q03.9 – თანდაყოლილი ჰიდროცეფალია, დაუზუსტებელი
5.Q04.0 – კორძიანი სხეულის თანდაყოლილი ანომალია
6.Q04.2 – ჰოლოპროზენცეფალია
7.Q04.3 – თავის ტვინის სხვა რედუქციული დეფორმაციები
8.Q04.4 – სეპტურ-ოპტიკური დისპლაზია
9.Q04.6 – თანდაყოლილი ცერებრული კისტები
10.Q04.9 – თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი
11.Q05 Spina bifida (Q05.0- Q05.9)
12.Q06.2 – დიასტემატომიელია
13.Q07.0 – არნოლდ-კიარის სინდრომი
14.Q07.9 – ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი
15.Q11.1 – ანოფთალმის სხვა სახე
16.Q11.2 – მიკროფთალმი
17.Q14.0 – მინისებრი სხეულის თანდაყოლილი ანომალია
18.Q15.8 – თვალის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები
19.Q26.8 – მსხვილი ვენების სხვა თანდაყოლილი ანომალიები
20.Q35.1 – მაგარი სასის ნაპრალი, ცალმხრივი
21.Q35.3 – რბილი სასის ნაპრალი, ცალმხრივი
22.Q35.5 – მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით, ცალმხრივი
23.Q35.7 – ნაქის ნაპრალი
24.Q35.9 – სასის ნაპრალი, დაუზუსტებელი, ცალმხრივი
25.Q36.0 – ტუჩის ნაპრალი, ორმხრივი
26.Q36.1 – ტუჩის ნაპრალი, შუა
27.Q36.9 – ტუჩის ნაპრალი, ცალმხრივი
28.Q37. – სასის ნაპრალი ტუჩის ნაპრალთან ერთად (Q37.00 Q37.9)
29.Q43.0 – მეკელის დივერტიკული
30.Q66.8 – ტერფების სხვა თანდაყოლილი დეფორმაციები
31.Q67.3 – პლაგიოცეფალია
32.Q68.8 –სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი დეფორმაციები
33.Q71.6 – კიბორჩხალის მარწუხისებრი ხელი
34.Q71.0 – ზედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა
35.Q72.0 – ქვედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა
36.Q73.0 – დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი არარსებობა
37.Q73.1 – ფოკომელია, დაუზუსტებელი, კიდურ(ებ)ის
38.Q73.8 – დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის სხვა რედუქციული დეფექტები
39.Q74.3 – თანდაყოლილი მრავლობითი ართროგრიპოზი
40.Q74.8 – კიდურ(ებ)ის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები
41.Q75.1 – ქალა-სახის დიზოსტოზი
42.Q75.4 – სახე-ქვედა ყბის დიზოსტოზი
43.Q76.4 – ხერხემლის სხვა თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სკოლიოზთან
44.Q77.0 – აქონდროგენეზია
45.Q77.1– სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაბალი აღნაგობა
46.Q77.3 – წერტილოვანი ქონდროდისპლაზია
47.Q77.4 – აქონდროპლაზია
48.Q77.5 – დისტროფიული დისპლაზია
49.Q77.8 – სხვა ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით
50.Q77.9 –ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით, დაუზუსტებელი
51.Q78.0 – არასრული ოსტეოგენეზი
52.Q78.1 – პოლიოსტური ფიბროზული დისპლაზია
53.Q78.9 – ოსტეოქონდროდისპლაზია, დაუზუსტებელი
54.Q79.0 – თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი
55.Q79.3 – გასტროშიზი
56.Q79.4 – „ჩამოვარდნილი მუცლის” სინდრომი
57.Q79.6 – ელერს-დანლოს სინდრომი
58.Q80.4 – ნაყოფის იქთიოზი [„ნაყოფი-არლეკინი”]
59.Q80.8 – სხვა თანდაყოლილი იქთიოზი
60.Q82.1 – პიგმენტური ქსეროდერმა
61.Q85.0 – ნეიროფიბრომატოზი (არაავთვისებიანი)
62.Q85.1 – ტუბეროზული სკლეროზი
63.Q85.8 –სხვა ფაკომატოზები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
64.Q86.0 – ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (დიზმორფია)
65.Q87.0 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად სახის დაზიანებით
66.Q87.1 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან
67.Q87.2 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად კიდურების დაზიანებით
68.Q87.3 – თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, გამოხატული გიგანტიზმით
69.Q87.4 – მარფანის სინდრომი
70.Q87.8 –სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
71.Q89.7 – მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
72.Q89.8 –სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები
73.Q89.9 – თანდაყოლილი ანომალიები, დაუზუსტებელი
74.Q90 – დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9)
75.Q91 – ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 – Q91.7)
76.Q92 – აუტოსომბის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9)
77.Q93 – აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში ( Q93.0- Q93.9)
78.Q95 – ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0 – Q95.9)
79.Q96 – ტერნერის სინდრომი (Q96.0 – Q96.9)
80.Q97– სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, ქალის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q97.0 – Q97.9)
81.Q98 – სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, კაცის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q98.0 – Q98.9)
82.Q99 – სხვა ქრომოსომული დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q99.0 – Q99.9)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 31.03.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2025.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.02.2019. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 090020020.35.151.016272.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 18 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.11.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 16 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.11.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №3, 28.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4498038/