ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. წინამდებარე დადგენილების 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.
3. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ან/და უფლებამოსილი პირის განსაზღვრა.
2. დადგენილება ბათუმის ბულვარის ტერიტორიის ნაწილზე (ველობილიკი ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე) ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.05.2019წ.
|
+
ქალაქ ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №4
2019 წლის 5 მარტი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1074 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში, ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ აიკრძალოს მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება 2019 წლის 1 მაისიდან, გარდა ველობილიკისა ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე.
2. ველობილიკზე ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე აიკრძალოს მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.
4. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ან/და უფლებამოსილი პირის განსაზღვრა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 ივლისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 18.07.2019წ.
+
მუხლი 2
2. დადგენილება ბათუმის ბულვარის ტერიტორიის ნაწილზე (ველობილიკი ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე) ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.05.2019წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 ივლისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 18.07.2019წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“, №4, 05.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016429 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4501934-1/