ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.03.2019 ბოლო ცვლილება 31.03.2025
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №4

2019 წლის 5 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 107​4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
1. დაშვებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტროტრანსპორტის (მხოლოდ სამბორბლიანი ელექტროსკუტერის) გადაადგილება.

1​1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე აიკრძალოს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება 2024 წლის 1 იანვრიდან. (შეჩერდეს პირველი მუხლის 1​1 პუნქტის მოქმედება 2025 წლის 1 იანვრამდე)

2. ველობილიკზე ქალაქ ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე აიკრძალოს მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება 2019 წლის 1 დეკემბრიდან. (შეჩერდეს პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება 2025 წლის 1 იანვრამდე)

3. ამ მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურის, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.

4. დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ან/და უფლებამოსილი პირის განსაზღვრა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 ივლისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 18.07.2019წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 02.07.2020წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 03.05.2023წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 22.05.2023წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 მაისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.06.2024წ.

+
მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 მაისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 30.05.2019წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 16 ივლისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 18.07.2019წ.


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“, №4, 05.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016429 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4501934-6/