დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ზოგადი დებულებები
ეს წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების საკითხებს.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის წესი
1. დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი (გარდა იმ დასაქმებული კაცისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი, ხოლო ქალის შემთხვევაში − 55 წელი) და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 (სამი) თვისა, ამ წესის შესაბამისად, მიმართოს ამავე წესის მე-4 მუხლში მითითებულ რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ.
2. პირი დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანდა შესაბამისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნის მომენტიდან, რომელსაც საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა (შემდგომში − ელექტრონული სისტემა) ავტომატურად ქმნის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 30 ნოემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში − ინსტრუქცია) განსაზღვრული წესით, დამსაქმებლის მიერ დახურული საპენსიო დეკლარაციის საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენისთანავე.
1. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული (შემდგომში − დასაქმებული) სქემიდან გასვლის მიზნით მიმართავს საპენსიო სააგენტოს, უშუალოდ საპენსიო სააგენტოსთვის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისთვის (შემდგომში − სოციალური მომსახურების სააგენტო) მიმართვის გზით.
2. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვა ხდება ამავე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე ნ. ყიფშიძის ქუჩა 7ბ, თბილისი, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების გზით.
3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, რომელთა ჩამონათვალი და მისამართები მითითებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების გზით.
1. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის ან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვისას, დასაქმებული ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის ან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დასაქმებულის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში − უფლებამოსილი თანამშრომელი) უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში შემდეგი ინფორმაციის შეყვანას:
ა) დასაქმებულის პირადი ნომერი;
ბ) დასაქმებულის წარმომადგენლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.
4. ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ფორმის ამობეჭდვას.
5. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული, კანონის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ, ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს განცხადების ფორმას და ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს საპენსიო სააგენტოს შეტობინებას, რომ დასაქმებული არ არის უფლებამოსილი გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
6. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ წარმოადგენს საპენსიო სქემის მონაწილეს, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს განცხადების ფორმას და ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს საპენსიო სააგენტოს შეტობინებას, რომ პირი არ წარმოადგენს დაგროვებით საპენსიო სქემის მონაწილეს;
7. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან დასაქმებულის წარმომადგენელი დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მიზნით, ასეთი უფლების წარმოშობამდე (ავტომატურად გაწევრიანებიდან 3 თვის ვადის გასვლამდე) მიმართავს საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს განცხადების ფორმას და ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს საპენსიო სააგენტოს შეტყობინებას, რომ დასაქმებული მიმდინარე თარიღით არ არის უფლებამოსილი გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
8. ელექტრონული სისტემის მიერ ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გენერირების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს დასაქმებულს ან წარმომადგენელს და მოთხოვნის შემთხვევაში ამობეჭდავს, ხელმოწერით დაადასტურებს და გადასცემს დასაქმებულს ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებულ შეტყობინებას.
9. ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ფორმა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ელექტრონულ სისტემაში შეყვანილი ინფორმაცია;
ბ) დასაქმებულის სახელი და გვარი;
გ) განცხადების ნომერი და თარიღი;
დ) დასაქმებულის ან წარმომადგენლის ნება დაგროვებით საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე;
ე) დასაქმებულის ან წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფა;
ვ) უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერის გრაფა;
ზ) დაგროვილი საპენსიო შენატანი საინვესტიო და სხვა შემოსავლის ჩაუთვლელად;
თ) დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი თანხა, რომელიც ტოლია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ განხორციელებული შენატანების ჯამის და არ მოიცავს ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს ან/და ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) დამსაქმებლისათვის დასაბრუნებელი თანხა, რომელიც ტოლია დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანების ჯამის და არ მოიცავს ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს ან/და ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი თანხა, რომელიც ტოლია სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანების ჯამის და არ მოიცავს ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს ან/და ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1. ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ამობეჭდვის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს განცხადების ფორმას დასაქმებულს ან დასაქმებულის წარმომადგენელს.
2. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან დასაქმებულის წარმომადგენელი ეთანხმება განცხადების ფორმაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს.
3. დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ განცხადების ხელმოწერის შემდეგ უფლებამოსილი თანამშრომელი განცხადებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ მან განახორციელა დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის პიროვნების იდენტიფიკაცია და დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს განცხადების ხელმოწერის ფაქტის ელექტრონულ სისტემაში დადასტურებას, რომელი დადასტურების შემდეგაც ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შეტყობინებას, რომ დასაქმებული გასულია დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების ამობეჭდვას, ხელმოწერით დადასტურებას და დასაქმებულისთვის გადაცემას.
4. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ან დასაქმებულის წარმომადგენელი უარს განაცხადებს ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილი განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
5. სოციალური მომსახურების სააგენტო ან საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი და უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დადასტურებული განცხადების მატერიალური ფორმით შენახვას.
6. ელექტრონული სისტემის მეშვეობით განცხადება გენერირდება სახელმწიფო ენაზე.
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ან მონაწილის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიმართოს საპენსიო სააგენტოს ამ წესის დანართით გათვალისწინებული განცხადებით. აღნიშნული განცხადება შესაძლოა წარმოდგენილ იქნას როგორც ამობეჭდილი, ისე ხელნაწერი სახით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@pensions.ge გაგზავნის გზით საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს:
ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ფორმით შედგენილი, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფოტოასლი;
ბ) დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (პირადობის მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის) შეთხვევაში მისი ორივე გვერდი);
ბ) დასაქმებულის ფოტო გადაღებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, რომელშიც ერთობლივად ნათლად უნდა ჩანდეს როგორც დასაქმებულის სახე, ისე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წინა გვერდი და მისი რეკვიზიტები.
3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გასვლის მიზნით, საპენსიო სააგენტოსთვის დასაქმებულის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@pensions.ge გაგზავნის გზით საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს:
ა) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ფორმით შედგენილი, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფოტოასლი;
ბ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (პირადობის მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის) შემთხვევაში, მისი ორივე გვერდი);
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაცია უნდა იძლეოდეს დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების შესაძლებლობას.
6. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ მომსახურების, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, დისტანციურად მიწოდების შეუძლებლობისას ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადების გზით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარმოდგენილი განცხადება წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნებისმიერი განცხადების წარდგენისას, წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ვიზუალურად აღქმადი და შესაძლებელი იყოს გამოსახულების/ნაწერის გარჩევა, განცხადებაში დაინტერესებულმა პირმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნის შინაარსი და მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია (აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).
9. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაინტერესებული პირის პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით ვიდეო ზარის განხორციელება ან/და ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის დოკუმენტის დედანის წარდგენა, რა შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე და განესაზღვრება ვადა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენისათვის 10 სამუშაო დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა შესრულებული საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.
10. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორე სსიპ – შემოსავლების სამსახურთან ან/და პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნებისთვის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ამ მუხლის მიზნებისთვის საპენსიო სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან იმ ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით, რომლითაც შესაბამისი განცხადება წარდგენილ იქნა საპენსიო სააგენტოსათვის ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით. საპენსიო სააგენტოს მიერ ოფიციალური ელექტრონული კომუნიკაცია განხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – info@pensions.ge.
12. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის სიყალბის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.
13. იმ პირებისათვის, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის გამო გაუშვებენ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და ამ წესით განსაზღვრულ ვადას, გაშვებული ვადა აღდგება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში საპენსიო სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე. თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის დადასტურება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტით.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 2 თებერვლის ბრძანება №001/01 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების წესი
1. კანონისა და ამ წესის შესაბამისად, დაგროვებით საპენსიო სქემიდან დასაქმებულის გასვლის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების მე-6 მუხლში განსაზღვრული წესით, მიღებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადარიცხვას დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანები. საპენსიო შენატანების მიღების შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია იმოქმედოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო დამსაქმებლის (როგორც ეს განმარტებულია ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით) მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების შესაბამისი დამსაქმებლისთვის სახაზინო სამსახურის მეშვეობით გადარიცხვას. შესაბამისი დამსაქმებელი ვალდებულია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ უზრუნველყოს შესაბამისი საპენსიო შენატანების დაბრუნება დასაქმებულისთვის;
გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხვას, სახაზინო სამსახურის მეშვეობით, შესაბამისი დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ;
დ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნებას დამსაქმებლისთვის, იმ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, რომლიდანაც განხორციელდა შესაბამისი საპენსიო შენატანები; სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული საპენსიო შენატანის შემთხვევაში საპენსიო შენატანების გადარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში;
ე) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანების გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნოს დასაქმებულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდომ, დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე შესაბამისი საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის მიღებიდან არაუმეტეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
3. იმ შემთხვევაში თუ საპენსიო სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დამსაქმებლის საბანკო ანგარიშის შესახებ, საპენსიო სააგენტო წერილობითი ფორმით მიმართავს დამსაქმებელს და მოითხოვს საბანკო რეკვიზიტების (ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი) წერილობითი ფორმით წარდგენას. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას ასეთი მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საპენსიო სააგენტო წერილობით ფორმით შეატყობინებს დასაქმებულს, რომ ვერ ახდენს საპენსიო შენატანისა და საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის მისთვის დაბრუნებას, დამსაქმებლის საბანკო რეკვიზიტების არქონის გამო. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 60 კალენდარული დღის ვადა აითვლება დამსაქმებლის მიერ საბანკო რეკვიზიტების საპენსიო სააგენტოსათვის წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან.
4. თუ დასაქმებულის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლისას ან ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანისა და საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დამსაქმებლისათვის გადარიცხვის დროისთვის, დამსაქმებელი ლიკვიდირებულია, მაშინ საპენსიო სააგენტო:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ შენატანებსა და ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადარიცხავს დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით წყაროსთან დაბეგვრის შემდგომ;
ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ შენატანებსა და ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხავს ამ თანხების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი მიმართვისა და ამ თანხების მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის საფუძველზე;
გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ შენატანებს გადარიცხავს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლს (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტში.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების წესი
1. დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში.
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების მსურველი დასაქმებული აღნიშნულის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს დამსაქმებელს. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს ჰყავს რამდენიმე დამსაქმებელი, ხელახლა გაწევრიანების მიზნით, დასაქმებული წერილობითი განცხადებით მიმართავს ყველა დამსაქმებელს. წერილობითი განცხადების მიღების შემდგომ დამსაქმებელი ვალდებულია, იმოქმედოს ინსტრუქციის შესაბამისად.
3. დასაქმებულის, ნებაყოფლობით ხელახლა გაწევრიანებისას დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება დასაქმებულის ნებაყოფლობით გაწევრიანების შემდეგ, მისთვის პირველი ხელფასის გადახდისთანავე და საპენსიო სააგენტოში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მისი უფლებები განისაზღვრება კანონითა და ინსტრუქციით.
ადმინისტრაციული წარმოების წესი
ამ წესის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.
დანართი №1
(იხილეთ თანდართულ ფაილად)

დანართი №2

+
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №001
2019 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სსიპ – საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2019 წლის 29 მარტს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
+
მუხლი 1.
დამტკიცდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების თანდართული წესი.
+
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1-ლი აპრილიდან.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე
+
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების საკითხებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის წესი
მუხლი 3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული და ამ უფლებით სარგებლობის ვადები🔗
1. დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი (გარდა იმ დასაქმებული კაცისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი, ხოლო ქალის შემთხვევაში − 55 წელი) და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 (სამი) თვისა, ამ წესის შესაბამისად, მიმართოს ამავე წესის მე-4 მუხლში მითითებულ რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ.
2. პირი დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანდა შესაბამისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნის მომენტიდან, რომელსაც საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა (შემდგომში − ელექტრონული სისტემა) ავტომატურად ქმნის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 30 ნოემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში − ინსტრუქცია) განსაზღვრული წესით, დამსაქმებლის მიერ დახურული საპენსიო დეკლარაციის საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენისთანავე.
მუხლი 4. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც მიმართავს დასაქმებული დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ🔗
1. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული (შემდგომში − დასაქმებული) სქემიდან გასვლის მიზნით მიმართავს საპენსიო სააგენტოს, უშუალოდ საპენსიო სააგენტოსთვის ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისთვის (შემდგომში − სოციალური მომსახურების სააგენტო) მიმართვის გზით.
2. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვა ხდება ამავე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე ნ. ყიფშიძის ქუჩა 7ბ, თბილისი, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების გზით.
3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში, რომელთა ჩამონათვალი და მისამართები მითითებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.pensions.ge, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების გზით.
მუხლი 5. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართვის წესი🔗
1. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის ან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვისას, დასაქმებული ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოსთვის ან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დასაქმებულის მიერ წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე, საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი (შემდგომში − უფლებამოსილი თანამშრომელი) უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში შემდეგი ინფორმაციის შეყვანას:
ა) დასაქმებულის პირადი ნომერი;
ა) დასაქმებულის პირადი ნომერი;
ბ) დასაქმებულის წარმომადგენლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.
ბ) დასაქმებულის წარმომადგენლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.
4. ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ფორმის ამობეჭდვას.
5. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული, კანონის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ, ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს განცხადების ფორმას და ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს საპენსიო სააგენტოს შეტობინებას, რომ დასაქმებული არ არის უფლებამოსილი გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
6. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ წარმოადგენს საპენსიო სქემის მონაწილეს, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს განცხადების ფორმას და ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს საპენსიო სააგენტოს შეტობინებას, რომ პირი არ წარმოადგენს დაგროვებით საპენსიო სქემის მონაწილეს;
7. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან დასაქმებულის წარმომადგენელი დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მიზნით, ასეთი უფლების წარმოშობამდე (ავტომატურად გაწევრიანებიდან 3 თვის ვადის გასვლამდე) მიმართავს საპენსიო სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს განცხადების ფორმას და ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს საპენსიო სააგენტოს შეტყობინებას, რომ დასაქმებული მიმდინარე თარიღით არ არის უფლებამოსილი გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
8. ელექტრონული სისტემის მიერ ამ მუხლის მე-5, მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გენერირების შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულის შესახებ აცნობებს დასაქმებულს ან წარმომადგენელს და მოთხოვნის შემთხვევაში ამობეჭდავს, ხელმოწერით დაადასტურებს და გადასცემს დასაქმებულს ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებულ შეტყობინებას.
9. ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ფორმა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ელექტრონულ სისტემაში შეყვანილი ინფორმაცია;
ბ) დასაქმებულის სახელი და გვარი;
გ) განცხადების ნომერი და თარიღი;
დ) დასაქმებულის ან წარმომადგენლის ნება დაგროვებით საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე;
ე) დასაქმებულის ან წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფა;
ვ) უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერის გრაფა;
ზ) დაგროვილი საპენსიო შენატანი საინვესტიო და სხვა შემოსავლის ჩაუთვლელად;
თ) დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი თანხა, რომელიც ტოლია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ განხორციელებული შენატანების ჯამის და არ მოიცავს ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს ან/და ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) დამსაქმებლისათვის დასაბრუნებელი თანხა, რომელიც ტოლია დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანების ჯამის და არ მოიცავს ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს ან/და ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) სახელმწიფოსთვის დასაბრუნებელი თანხა, რომელიც ტოლია სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანების ჯამის და არ მოიცავს ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს ან/და ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 6. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება, მისი მიღება და განხილვის შედეგები🔗
1. ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ამობეჭდვის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს განცხადების ფორმას დასაქმებულს ან დასაქმებულის წარმომადგენელს.
2. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან დასაქმებულის წარმომადგენელი ეთანხმება განცხადების ფორმაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს.
3. დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ განცხადების ხელმოწერის შემდეგ უფლებამოსილი თანამშრომელი განცხადებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ მან განახორციელა დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის პიროვნების იდენტიფიკაცია და დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს განცხადების ხელმოწერის ფაქტის ელექტრონულ სისტემაში დადასტურებას, რომელი დადასტურების შემდეგაც ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შეტყობინებას, რომ დასაქმებული გასულია დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების ამობეჭდვას, ხელმოწერით დადასტურებას და დასაქმებულისთვის გადაცემას.
4. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ან დასაქმებულის წარმომადგენელი უარს განაცხადებს ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილი განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.
5. სოციალური მომსახურების სააგენტო ან საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი და უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით დადასტურებული განცხადების მატერიალური ფორმით შენახვას.
6. ელექტრონული სისტემის მეშვეობით განცხადება გენერირდება სახელმწიფო ენაზე.
მუხლი 61. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის დროებითი დისტანციური მომსახურების წესი🔗
მუხლი 61. (ამოღებულია)🔗
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ წესით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ან მონაწილის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიმართოს საპენსიო სააგენტოს ამ წესის დანართით გათვალისწინებული განცხადებით. აღნიშნული განცხადება შესაძლოა წარმოდგენილ იქნას როგორც ამობეჭდილი, ისე ხელნაწერი სახით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@pensions.ge გაგზავნის გზით საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს:
ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული ფორმით შედგენილი, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფოტოასლი;
ბ) დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (პირადობის მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის) შეთხვევაში მისი ორივე გვერდი);
ბ) დასაქმებულის ფოტო გადაღებული პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, რომელშიც ერთობლივად ნათლად უნდა ჩანდეს როგორც დასაქმებულის სახე, ისე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წინა გვერდი და მისი რეკვიზიტები.
3. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გასვლის მიზნით, საპენსიო სააგენტოსთვის დასაქმებულის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვისას, წარმომადგენელი ვალდებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@pensions.ge გაგზავნის გზით საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს:
ა) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული ფორმით შედგენილი, სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფოტოასლი;
ბ) წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (პირადობის მოწმობის (მათ შორის ელექტრონული მოწმობის) შემთხვევაში, მისი ორივე გვერდი);
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაცია უნდა იძლეოდეს დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების შესაძლებლობას.
6. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ მომსახურების, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, დისტანციურად მიწოდების შეუძლებლობისას ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადების გზით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარმოდგენილი განცხადება წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნებისმიერი განცხადების წარდგენისას, წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ვიზუალურად აღქმადი და შესაძლებელი იყოს გამოსახულების/ნაწერის გარჩევა, განცხადებაში დაინტერესებულმა პირმა მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნის შინაარსი და მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია (აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).
9. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაინტერესებული პირის პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებ გვერდის საშუალებით ვიდეო ზარის განხორციელება ან/და ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის დოკუმენტის დედანის წარდგენა, რა შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე და განესაზღვრება ვადა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენისათვის 10 სამუშაო დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა შესრულებული საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.
10. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორე სსიპ – შემოსავლების სამსახურთან ან/და პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნებისთვის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ამ მუხლის მიზნებისთვის საპენსიო სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან იმ ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით, რომლითაც შესაბამისი განცხადება წარდგენილ იქნა საპენსიო სააგენტოსათვის ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით. საპენსიო სააგენტოს მიერ ოფიციალური ელექტრონული კომუნიკაცია განხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – info@pensions.ge.
12. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის სიყალბის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.
13. იმ პირებისათვის, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის გამო გაუშვებენ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და ამ წესით განსაზღვრულ ვადას, გაშვებული ვადა აღდგება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში საპენსიო სააგენტოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე. თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნის ან ავადმყოფობის დადასტურება უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტით.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 2 თებერვლის ბრძანება №001/01 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 მაისის ბრძანება №001/02 - ვებგვერდი, 23.05.2022 წ.
საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნების წესი
მუხლი 7. საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნება🔗
1. კანონისა და ამ წესის შესაბამისად, დაგროვებით საპენსიო სქემიდან დასაქმებულის გასვლის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების მე-6 მუხლში განსაზღვრული წესით, მიღებიდან არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადარიცხვას დამსაქმებლის იმ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანები. საპენსიო შენატანების მიღების შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია იმოქმედოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო დამსაქმებლის (როგორც ეს განმარტებულია ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით) მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების შესაბამისი დამსაქმებლისთვის სახაზინო სამსახურის მეშვეობით გადარიცხვას. შესაბამისი დამსაქმებელი ვალდებულია, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ უზრუნველყოს შესაბამისი საპენსიო შენატანების დაბრუნება დასაქმებულისთვის;
გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხვას, სახაზინო სამსახურის მეშვეობით, შესაბამისი დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ;
დ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნებას დამსაქმებლისთვის, იმ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, რომლიდანაც განხორციელდა შესაბამისი საპენსიო შენატანები; სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული საპენსიო შენატანის შემთხვევაში საპენსიო შენატანების გადარიცხვა განხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში;
ე) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანების გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სახელით და სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნოს დასაქმებულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდომ, დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე შესაბამისი საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის მიღებიდან არაუმეტეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
3. იმ შემთხვევაში თუ საპენსიო სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დამსაქმებლის საბანკო ანგარიშის შესახებ, საპენსიო სააგენტო წერილობითი ფორმით მიმართავს დამსაქმებელს და მოითხოვს საბანკო რეკვიზიტების (ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი) წერილობითი ფორმით წარდგენას. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას ასეთი მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საპენსიო სააგენტო წერილობით ფორმით შეატყობინებს დასაქმებულს, რომ ვერ ახდენს საპენსიო შენატანისა და საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის მისთვის დაბრუნებას, დამსაქმებლის საბანკო რეკვიზიტების არქონის გამო. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 60 კალენდარული დღის ვადა აითვლება დამსაქმებლის მიერ საბანკო რეკვიზიტების საპენსიო სააგენტოსათვის წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან.
4. თუ დასაქმებულის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლისას ან ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანისა და საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დამსაქმებლისათვის გადარიცხვის დროისთვის, დამსაქმებელი ლიკვიდირებულია, მაშინ საპენსიო სააგენტო:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ შენატანებსა და ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადარიცხავს დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით წყაროსთან დაბეგვრის შემდგომ;
ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ შენატანებსა და ამ შენატანებთან დაკავშირებულ საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალს (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხავს ამ თანხების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი მიმართვისა და ამ თანხების მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის საფუძველზე;
გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ შენატანებს გადარიცხავს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლს (შესაბამისი ხარჯების გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხავს სახელმწიფო ბიუჯეტში.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების წესი
მუხლი 8. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანება🔗
1. დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში.
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების მსურველი დასაქმებული აღნიშნულის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს დამსაქმებელს. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს ჰყავს რამდენიმე დამსაქმებელი, ხელახლა გაწევრიანების მიზნით, დასაქმებული წერილობითი განცხადებით მიმართავს ყველა დამსაქმებელს. წერილობითი განცხადების მიღების შემდგომ დამსაქმებელი ვალდებულია, იმოქმედოს ინსტრუქციის შესაბამისად.
3. დასაქმებულის, ნებაყოფლობით ხელახლა გაწევრიანებისას დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება დასაქმებულის ნებაყოფლობით გაწევრიანების შემდეგ, მისთვის პირველი ხელფასის გადახდისთანავე და საპენსიო სააგენტოში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მისი უფლებები განისაზღვრება კანონითა და ინსტრუქციით.
ადმინისტრაციული წარმოების წესი
მუხლი 9. ადმინისტრაციული წარმოების წესი🔗
ამ წესის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.
დანართი №1
(იხილეთ თანდართულ ფაილად)
დანართი №1 (ამოღებულია)
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 2 თებერვლის ბრძანება №001/01 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 მაისის ბრძანება №001/02 - ვებგვერდი, 23.05.2022 წ.
დანართი №2
დანართი №2 (ამოღებულია)
(იხილეთ თანდართულ ფაილად)
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 2 თებერვლის ბრძანება №001/01 - ვებგვერდი, 03.02.2021 წ.
სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 მაისის ბრძანება №001/02 - ვებგვერდი, 23.05.2022 წ.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“, №001, 27.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4570255-1/