დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია:
ა) არსებობდეს საქონლის საიმედო იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ა.ა) საქონლის იდენტიფიკაციის შეუძლებლობა, მისი მახასიათებლისა და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით, არ გამოიწვევს ამ პროცედურის პირობების დარღვევას;
ა.ბ) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმება;
ბ) წარდგენილ იქნეს გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა;
გ) დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;
დ) შესრულდეს საქონლის იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებ