1. საბაჟო კონტროლის მიზნისთვის პირი ვალდებულია ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა, საბაჟო ორგანოსთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით.
2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისთვის (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ან ექსპორტის პროცედურაში საქონლის მოქცევის წლის დასრულებიდან.
3. თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წლის ბოლოდან.
4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა, სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება აღნიშნული საბაჟო პროცედურის, რეექსპორტის ან დროებით შენახვის დასრულების წლის ბოლოდან.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის შენახვის ხანდაზმულობის ვადა 1. საბაჟო კონტროლის მიზნისთვის პირი ვალდებულია ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლისა, საბაჟო ორგანოსთვის მისაღები და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფორმით. 2. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლისთვის (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ან ექსპორტის პროცედურაში საქონლის მოქცევის წლის დასრულებიდან. 3. თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება ამ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წლის ბოლოდან. 4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა, სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება ამაღნიშნული საბაჟო პროცედურისპროცედურის, რეექსპორტის ან დროებით შენახვის დასრულების წლის ბოლოდან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება