ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.06.2019 ბოლო ცვლილება 25.12.2024
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.117.016455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2019 წლის 26 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-12, მე-13, მე-16 ნაწილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.


+
მუხლი 1
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალება“ მიღებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №04 განკარგულებით და დამტკიცდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების საფუძველზე შედგენილი:

ა) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №1-ის შესაბამისად.

ბ) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.

+
მუხლი 2
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №06 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

ა) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №4-ის შესაბამისად;

ბ) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №5, დანართი №6).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.

+
მუხლი 3
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №05 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

ა) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №7-ის შესაბამისად;

ბ) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №8, დანართი №9).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.

+
მუხლი 4
„შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის და მისი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

ა) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №10-ის შესაბამისად.

ბ) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №11, დანართი №12).

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.

+
მუხლი 5
წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები და ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები ძალაშია 2025 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნულ ვადის გასვლამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, №23, 26.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016455 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4599474-2/