ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.
ა) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
ბ) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.
ა) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №4-ის შესაბამისად;
ბ) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №5, დანართი №6).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.
ა) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №7-ის შესაბამისად;
ბ) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №8, დანართი №9).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.
ა) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №10-ის შესაბამისად.
ბ) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №11, დანართი №12).
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №26 - ვებგვერდი, 13.08.2019 წ.
|
+
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2019 წლის 26 ივნისი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
+
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-16 ნაწილის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლების მე-3 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალება“ მიღებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №04 განკარგულებით და დამტკიცდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების საფუძველზე შედგენილი:
ა) დამტკიცდეს „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
ბ) დამტკიცდეს „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3).
+
მუხლი 2🔗
ა) დამტკიცდეს „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №4-ის შესაბამისად;
ბ) დამტკიცდეს „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №5, დანართი №6).
+
მუხლი 3🔗
ა) დამტკიცდეს „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №7-ის შესაბამისად;
ბ) დამტკიცდეს „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №8, დანართი №9).
+
მუხლი 4🔗
ა) დამტკიცდეს „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №10-ის შესაბამისად.
ბ) დამტკიცდეს „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №11, დანართი №12).
+
მუხლი 5🔗
წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები და ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები ძალაშია 2025 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნულ ვადის გასვლამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
+
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, №23, 26.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016455 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4599474-3/