1. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ბავშვი ისე აღზარდოს, რომ ბავშვი თავისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად:
ა) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და შეეძლოს მათი დამოუკიდებლად რეალიზება;
ბ) პატივისცემით ეპყრობოდეს მშობელს, ოჯახის სხვა წევრებს, მეურვეს, მინდობით აღმზრდელს, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს;
გ) პატივს სცემდეს სახელმწიფოს და მის სიმბოლოებს, იცავდეს საქართველოს კანონმდებლობას;
დ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას პატივი სცეს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;
ე) აცნობიერებდეს საკუთარ უფლებას, მიიღოს დაწყებითი და საბაზო განათლება თავისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
ვ) აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს და დაიცვას ის.
3. მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მონაწილეობით განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელიც ადგენს ბავშვის სასწავლო და სხვა პროცესებში მონაწილეობისა და მის მიერ თავისუფალი დროის გამოყენების თანამიმდევრობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
4. მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ბავშვის მიმართ იყენებენ აღმზრდელობით ღონისძიებებს, მათ შორის, არიდებენ მას ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.
5. მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მიმართ გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია.
6. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია მესამე პირის მიერ ბავშვის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული მხარდაჭერის ღონისძიების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ას-567-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
…ვალდებულება. 15. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
- საქმე №ას-215-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა მოპასუხის პრეტენზიაზე, მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების შესახებ, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, 27-ე მუხლზე და აღნიშნა,…
- საქმე №ას-1613-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
…ვალდებულება. 35. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
- საქმე №ას-1233-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
…ვალდებულება. 22. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
- საქმე №ას-700-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
იის მე-3, მე-9, მე-12, მე-13, მე-18 და 27-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1197-ე- 1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-12, მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლისა და არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის თანახმად, მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობის უფლება, რაც დადებითად აისახება თავად არასრულწლოვანის განვითარებაზე.
- საქმე №ას-592-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-623-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება