1. ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
2. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ბავშვი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს ბავშვი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
3. მშობელი არის ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და განსაკუთრებული რწმუნებულების გარეშე გამოდის მისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
4. დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, მათ შორის, ბავშვის ქონების იმგვარად მართვა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.
5. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ას-567-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
…ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. 15. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
- საქმე №ას-215-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა მოპასუხის პრეტენზიაზე, მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების შესახებ, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, 27-ე მუხლზე და…
- საქმე №ას-1613-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
…ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. 35. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
- საქმე №ას-1598-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2026
…12 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, რაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, კერძოდ, ნ. ფ–ძის წარმომადგენლის ს.ო–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 36. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
- საქმე №ას-1233-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
…ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. 22. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
- საქმე №ას-1609-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №ას-700-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ას-592-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-623-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
- საქმე №ბს-271(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2024
- საქმე №ას-1328-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-909-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №ას-173-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2022
- საქმე №ას-1114-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
- საქმე №ას-1060-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
- საქმე №ას-944-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2021
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება