1. სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმებისა და ყველა სხვა უფლების დაცვის გარანტიების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული პრევენციის მიზნით განხორციელებული პროგრამები ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამაში ოჯახი ჩართული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვისთვის განათლების, მათ შორის, პროფესიული განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, რათა ხელი შეეწყოს ბავშვის სრულყოფილ ინდივიდუალურ განვითარებას და სოციალურ ინკლუზიას.
4. ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის განხორციელებისას განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-215-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
…კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, 27-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს,…
- საქმე №ას-102-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 25-ე, 46-ე, 47-ე და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა. 4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრვ გაუქმების მოთხოვნით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება