ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
|
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში (შემდგომში – საბჭოს აპარატი) მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, სოციალური დაცვის გარანტიებს.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბჭოს აპარატის მოსამსახურე – მოხელე, რომელიც ინიშნება საბჭოს აპარატის საშტატო თანამდებობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საბჭოს აპარატში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
გ) ახლო ნათესავი – პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლის ან შვილის გერები;
დ) ხელმძღვანელი – საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მათი მოადგილები, საბჭოს აპარატის უფროსი და მოადგილე.

1. საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის (შემდგომში – საბჭოს მდივანი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტები.
2. საბჭოს აპარატის საქმიანობის რეგულირებისას აპარატზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე, 75-ე და 103-ე მუხლები.

საბჭოს აპარატში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისთვის წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით, მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
1. მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლებითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები;
ბ) დადგენილი წესით, მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომლებიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) დადგენილი წესით, დაწინაურდეს შესაბამის თანამდებობაზე;
დ) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, საბჭოს აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
3. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) დაიცვას ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;
დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რაც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.
2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.
3. მოსამსახურე ვალდებულია, სპეციალური მოთხოვნის გარეშე შეასრულოს იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სამოქალაქო ტანსაცმელში ღიად, თვალსაჩინოდ ტარება დაუშვებელია.
5. საბჭოს აპარატის მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს აპარატის მოსამსახურემ ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.
6. დაუშვებელია, წინასწარი შეცნობით, საბჭოს აპარატის მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.
7. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
8. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
9. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).

მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაყვანა
1. საბჭოს აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და თავისი პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
2. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდგომ, კონკურსის გარეშე. სპეციალურ შემოწმებას ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საბჭოს აპარატში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
4. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეებად მიიღებიან სრული ზოგადი განათლების ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
5. მოსამსახურეებს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს/ითხოვს საბჭოს აპარატის უფროსი.
6. გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად პირი აპარატში შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული დროით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საბჭოს აპარატის უფროსს უფლება აქვს, საბჭოს აპარატში პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
8. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება.
9. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში, პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
10. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის გარეშე, არ დაიშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან.

საბჭოს აპარატში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი;
ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების მქონე პირი;
ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება ახლო ნათესავს;
თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
ი) პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას;
გ.ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
გ.გ) პირადი თხოვნით;
გ.დ) დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საფუძველზე.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება საბჭოს აპარატის უფროსის მიერ საბჭოს მდივანთან შეთანხმებით. შესაბამისი ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია, თანამდებობიდან გადააყენოს მოსამსახურე.

1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება საბჭოს აპარატის მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში, უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში, პირს შეიძლება, აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება.
1. დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია:
ა) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი გადაუნაწილოს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა), მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი დააკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
2. მოსამსახურეს შეუძლია, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დასკვნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურეს შეუძლია:
ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;
ბ) ამავე დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 1 წლისა.
4. მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
5. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
6. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
7. ხელმძღვანელების დროებით არყოფნის შემთხვევაში, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სამსახურებრივი დისციპლინა
საბჭოს აპარატში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, ხელშეკრულების პირობების, მუშაობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ბრძანებების, მითითებებისა და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
1. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე.
2. ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) შეუქმნას მოსამსახურეებს შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) მოსამსახურეებს ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებისას;
დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას.
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, აგრეთვე საქმიანობაში მიღწეული დადებითი შედეგებისთვის მოსამსახურისთვის გათვალისწინებულია წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
3. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.

1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება, არაუმეტეს 15 დღისა;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით;
თ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება/დათხოვნა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე, თუ მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი ფორმით (წარდგინება), საბჭოს აპარატის უფროსთან შეთანხმებით.

1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ უშუალო უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე იმსახურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას ან წახალისებას, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
4. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
5. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია, არსებობის შემთხვევაში. წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე მოსამსახურეს ეცნობება პირადად.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება – არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
7. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის გამოყენება.
8. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

სამსახურის გავლის პირობები
საბჭოს აპარატის მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

1. მოსამსახურისთვის დგინდება შემდეგი სახის ანაზღაურებადი შვებულებები:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) მოკლევადიანი;
გ) სასწავლო;
დ) ორსულობისა და მშობიარობის გამო.
2. შვებულება მოსამსახურეს ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით. საბჭოს აპარატის უფროსს შვებულება ეძლევა საბჭოს მდივნის ბრძანებით.
3. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.

1. ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ყოველწლიური შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულების გრაფიკის შესაბამისად.
2. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდე.
3. მოსამსახურეს, რომელიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი საფუძვლით დასათხოვი პირისა), შეუძლია, ისარგებლოს მორიგი ყოველწლიური შვებულებით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. მოსამსახურეს, ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით, შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით.
2. მოკლევადიანი შვებულება მორიგი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში არ შედის.
საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 5 წელიწადში ერთხელ, 3 თვის ვადით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია მოსამსახურეს ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების შემთხვევისა.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.
3. მოსამსახურის მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი პირის მიერ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომ უფროსთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.
1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო – აგრეთვე წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის.
2. საბჭოს აპარატში მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სახელმწიფო სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
3. საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვას ახორციელებს შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი ცნობით გათვალისწინებული თარიღიდან.
4. საბჭოს აპარატში ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის სახელფასო დანამატი გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის (არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
5. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.
6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
7. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, განესაზღვროთ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) დაქორწინებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) შვილის შეძენისას/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება, გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება.
9. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ლიმიტებით უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი საბჭოს აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა.
11. ამ დადგენილებით განსაზღვრული სოციალური დაცვის გარანტიების გარდა, საბჭოს აპარატის უფროსს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლება აქვს, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება და შეწყვეტა

საბჭოს აპარატში სამსახურის შეჩერების ძირითადი საფუძვლებია:
ა) მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი განცხადება არაუმეტეს 5 დღის ვადით სამსახურის შეჩერების შესახებ, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი;
ბ) შვებულება;
გ) დროებითი შრომისუუნარობა;
დ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენება საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით, მოსამსახურისთვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრება;
ვ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;
ზ) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სხვა საფუძვლები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საბჭოს აპარატში სამსახურის შეწყვეტის ძირითადი საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება, კანონით დადგენილი წესით;
გ) მოსამსახურის გარდაცვალება.
1. საბჭოს აპარატიდან მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/ გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის;
გ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ე) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
ზ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
თ) პირადი განცხადებით;
ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
კ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ლ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს აპარატის თანამშრომელს უნდა ეცნობოს 2 კვირით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში საბჭოს აპარატის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილ საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო).
4. საბჭოს აპარატის მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება საბჭოს აპარატის კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი, კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, მისივე თანხმობით, უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.
7. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურის დათხოვნა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სპეციალური წოდების მინიჭება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „ეროვნული უსაფრთხოების“.
1. სპეციალური წოდება მოსამსახურეს ენიჭება მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლებისა, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად.
2. პირებს, რომლებსაც საბჭოს აპარატში სამსახურში მიღებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, საბჭოს აპარატში სამსახურში მიღების შემდგომ, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით მიენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდება.
3. სამხედრო მოსამსახურეებს საბჭოს აპარატში მიღებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, ენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდებები. სამხედრო წოდება უთანაბრდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით:
ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი – რიგითი;
ბ) უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი – უფროსი სერჟანტი;
ე) მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი – ზემდეგი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი – გენერალ-მაიორი;
ნ) გენერალ-ლეიტენანტი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-ლეიტენანტი.
4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში (თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი დროის განმავლობაში არ მსახურობდა სამხედრო ძალებში ან სახელმწიფო უწყებაში, სადაც დადგენილია შესაბამისი სპეციალური წოდებები), სამსახურს აგრძელებს გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით.
4 1. საბჭოს აპარატიდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
42. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, საბჭოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება.
5. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება, მოსამსახურეს, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
5 1. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
6. მოსამსახურეებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებას – საბჭოს მდივანი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
7. მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს.
1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით.
2. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სპეციალური წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სპეციალური წოდება.
1. აპარატის მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) კაპიტანი – 3 წელი;
ე) მაიორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აპარატის მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში.
4. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში, მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
5. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს, სამსახურში აღდგენისას, სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საბჭოს აპარატში განისაზღვრება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-პოლკოვნიკი – საბჭოს აპარატის უფროსი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) (ამოღებულია - 09.08.2019, №386);
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
2. მოსამსახურეებს საშუალო სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს მდივანი.
3. მოსამსახურეებს უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება მიენიჭება, თუ სპეციალური წოდებით ნამსახურები აქვს ამ სპეციალური წოდებისთვის განსაზღვრული ვადის ნახევარი პერიოდი მაინც. ამასთან, წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წოდების ვადამდე მესამედ მინიჭება.
5. მოსამსახურეს, მოქმედი დისციპლინური სახდელის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური წოდება ვადამდე არ მიენიჭება.
1. აპარატის მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.
3. გამართლებულ პირებს, სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
4. დისციპლინური გადაცდომისთვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია აღნიშნული წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე პირს.
5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში.
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, საბჭოს მდივნის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №338 2019 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე+
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები“.
+
|
+
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები თავი I ზოგადი დებულებანი+
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში (შემდგომში – საბჭოს აპარატი) მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, სოციალური დაცვის გარანტიებს.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბჭოს აპარატის მოსამსახურე – მოხელე, რომელიც ინიშნება საბჭოს აპარატის საშტატო თანამდებობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საბჭოს აპარატში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
გ) ახლო ნათესავი – პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლის ან შვილის გერები;
დ) ხელმძღვანელი – საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მათი მოადგილები, საბჭოს აპარატის უფროსი და მოადგილე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის (შემდგომში – საბჭოს მდივანი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტები.
2. საბჭოს აპარატის საქმიანობის რეგულირებისას აპარატზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე, 75-ე და 103-ე მუხლები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.საბჭოს აპარატში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისთვის წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით, მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
მუხლი 5. მოსამსახურის უფლებები🔗
1. მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლებითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები;
ბ) დადგენილი წესით, მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომლებიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) დადგენილი წესით, დაწინაურდეს შესაბამის თანამდებობაზე;
დ) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, საბჭოს აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
3. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 6. მოსამსახურის მოვალეობები🔗
1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) დაიცვას ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;
დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რაც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.
2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.
3. მოსამსახურე ვალდებულია, სპეციალური მოთხოვნის გარეშე შეასრულოს იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სამოქალაქო ტანსაცმელში ღიად, თვალსაჩინოდ ტარება დაუშვებელია.
5. საბჭოს აპარატის მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს აპარატის მოსამსახურემ ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.
6. დაუშვებელია, წინასწარი შეცნობით, საბჭოს აპარატის მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.
7. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
8. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
9. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაყვანა
1. საბჭოს აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და თავისი პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
2. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდგომ, კონკურსის გარეშე. სპეციალურ შემოწმებას ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საბჭოს აპარატში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
4. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეებად მიიღებიან სრული ზოგადი განათლების ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
5. მოსამსახურეებს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს/ითხოვს საბჭოს აპარატის უფროსი.
6. გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად პირი აპარატში შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული დროით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საბჭოს აპარატის უფროსს უფლება აქვს, საბჭოს აპარატში პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
8. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება.
9. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში, პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
10. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის გარეშე, არ დაიშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 8. შეზღუდვები საბჭოს აპარატში მიღების დროს🔗
საბჭოს აპარატში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი;
ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების მქონე პირი;
ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება ახლო ნათესავს;
თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
ი) პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა🔗
1. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას;
გ.ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
გ.გ) პირადი თხოვნით;
გ.დ) დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საფუძველზე.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება საბჭოს აპარატის უფროსის მიერ საბჭოს მდივანთან შეთანხმებით. შესაბამისი ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია, თანამდებობიდან გადააყენოს მოსამსახურე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 11. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება🔗
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება საბჭოს აპარატის მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში, უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში, პირს შეიძლება, აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება.
მუხლი 111. მოვალეობის შესრულების დაკისრება🔗
1. დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია:
ა) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი გადაუნაწილოს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა), მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი დააკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
2. მოსამსახურეს შეუძლია, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დასკვნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურეს შეუძლია:
ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;
ბ) ამავე დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 1 წლისა.
4. მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
5. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
6. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
7. ხელმძღვანელების დროებით არყოფნის შემთხვევაში, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 12. სამსახურებრივი დისციპლინა საბჭოს აპარატში🔗
საბჭოს აპარატში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, ხელშეკრულების პირობების, მუშაობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ბრძანებების, მითითებებისა და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
მუხლი 13. ხელმძღვანელის მოვალეობები სამსახურებრივი დისციპლინის დასაცავად🔗
1. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე.
2. ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) შეუქმნას მოსამსახურეებს შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) მოსამსახურეებს ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებისას;
დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას.
მუხლი 14. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის🔗
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, აგრეთვე საქმიანობაში მიღწეული დადებითი შედეგებისთვის მოსამსახურისთვის გათვალისწინებულია წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
3. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 15. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება🔗
1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება, არაუმეტეს 15 დღისა;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით;
თ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება/დათხოვნა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე, თუ მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი ფორმით (წარდგინება), საბჭოს აპარატის უფროსთან შეთანხმებით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 16. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი🔗
1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ უშუალო უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე იმსახურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას ან წახალისებას, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
4. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
5. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია, არსებობის შემთხვევაში. წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე მოსამსახურეს ეცნობება პირადად.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება – არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
7. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის გამოყენება.
8. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
სამსახურის გავლის პირობები
საბჭოს აპარატის მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. მოსამსახურისთვის დგინდება შემდეგი სახის ანაზღაურებადი შვებულებები:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) მოკლევადიანი;
გ) სასწავლო;
დ) ორსულობისა და მშობიარობის გამო.
2. შვებულება მოსამსახურეს ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით. საბჭოს აპარატის უფროსს შვებულება ეძლევა საბჭოს მდივნის ბრძანებით.
3. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 19. მორიგი ყოველწლიური შვებულება🔗
1. ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ყოველწლიური შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულების გრაფიკის შესაბამისად.
2. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდე.
3. მოსამსახურეს, რომელიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი საფუძვლით დასათხოვი პირისა), შეუძლია, ისარგებლოს მორიგი ყოველწლიური შვებულებით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. მოსამსახურეს, ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით, შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით.
2. მოკლევადიანი შვებულება მორიგი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში არ შედის.
მუხლი 21. სასწავლო შვებულება🔗
საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 5 წელიწადში ერთხელ, 3 თვის ვადით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
მუხლი 22. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია🔗
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია მოსამსახურეს ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23. სამსახურებრივი მივლინება🔗
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების შემთხვევისა.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.
3. მოსამსახურის მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი პირის მიერ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომ უფროსთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.
მუხლი 24. შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები🔗
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ წესით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო – აგრეთვე წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის.
2. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე აპარატის მოსამსახურეებს, უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი სარგოს ოდენობით.
2. საბჭოს აპარატში მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სახელმწიფო სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს აპარატი.
3. საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვას ახორციელებს შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი ცნობით გათვალისწინებული თარიღიდან.
4. საბჭოს აპარატის მოსამსახურეები ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.
4. საბჭოს აპარატში ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის სახელფასო დანამატი გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის (არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
5. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.
6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
7. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, განესაზღვროთ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) დაქორწინებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) შვილის შეძენისას/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება, გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება.
9. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ლიმიტებით უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი საბჭოს აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა.
11. ამ დადგენილებით განსაზღვრული სოციალური დაცვის გარანტიების გარდა, საბჭოს აპარატის უფროსს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლება აქვს, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება და შეწყვეტა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.საბჭოს აპარატში სამსახურის შეჩერების ძირითადი საფუძვლებია:
ა) მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი განცხადება არაუმეტეს 5 დღის ვადით სამსახურის შეჩერების შესახებ, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი;
ბ) შვებულება;
გ) დროებითი შრომისუუნარობა;
დ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენება საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით, მოსამსახურისთვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრება;
ვ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;
ზ) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სხვა საფუძვლები. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 26. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები🔗
საბჭოს აპარატში სამსახურის შეწყვეტის ძირითადი საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება, კანონით დადგენილი წესით;
გ) მოსამსახურის გარდაცვალება.
1. საბჭოს აპარატიდან მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/ გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის;
გ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ე) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
ზ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
თ) პირადი განცხადებით;
ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
კ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ლ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს აპარატის თანამშრომელს უნდა ეცნობოს 2 კვირით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 271. საბჭოს აპარატის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა🔗
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში საბჭოს აპარატის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილ საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო).
4. საბჭოს აპარატის მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება საბჭოს აპარატის კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი, კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, მისივე თანხმობით, უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.
7. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურის დათხოვნა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 28. საპენსიო უზრუნველყოფა🔗
მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სპეციალური წოდების მინიჭება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „ეროვნული უსაფრთხოების“.
1. სპეციალური წოდება მოსამსახურეს ენიჭება მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლებისა, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად.
2. პირებს, რომლებსაც საბჭოს აპარატში სამსახურში მიღებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, საბჭოს აპარატში სამსახურში მიღების შემდგომ, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით მიენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდება.
3. სამხედრო მოსამსახურეებს საბჭოს აპარატში მიღებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, ენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდებები. სამხედრო წოდება უთანაბრდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით:
ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი – რიგითი;
ბ) უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი – უფროსი სერჟანტი;
ე) მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი – ზემდეგი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი – გენერალ-მაიორი;
ნ) გენერალ-ლეიტენანტი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-ლეიტენანტი.
4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში (თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი დროის განმავლობაში არ მსახურობდა სამხედრო ძალებში ან სახელმწიფო უწყებაში, სადაც დადგენილია შესაბამისი სპეციალური წოდებები), სამსახურს აგრძელებს გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით.
41. საბჭოს აპარატიდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
42. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, საბჭოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება.
5. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება, მოსამსახურეს, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება, საბჭოს მდივნის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის წოდება.
5. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება, მოსამსახურეს, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
51. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
6. მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საბჭოს მდივანი ან საბჭოს აპარატის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
6. მოსამსახურეებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებას – საბჭოს მდივანი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
7. მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით.
2. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სპეციალური წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სპეციალური წოდება.
მუხლი 33. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად🔗
1. აპარატის მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) კაპიტანი – 3 წელი;
ე) მაიორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აპარატის მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში.
4. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში, მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
5. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს, სამსახურში აღდგენისას, სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საბჭოს აპარატში განისაზღვრება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-პოლკოვნიკი – საბჭოს აპარატის უფროსი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) (ამოღებულია - 09.08.2019, №386);
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
2. მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
2. მოსამსახურეებს საშუალო სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს მდივანი.
3. მოსამსახურეებს უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება მიენიჭება, თუ სპეციალური წოდებით ნამსახურები აქვს ამ სპეციალური წოდებისთვის განსაზღვრული ვადის ნახევარი პერიოდი მაინც.
4. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება მიენიჭება, თუ სპეციალური წოდებით ნამსახურები აქვს ამ სპეციალური წოდებისთვის განსაზღვრული ვადის ნახევარი პერიოდი მაინც. ამასთან, წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წოდების ვადამდე მესამედ მინიჭება.
5. მოსამსახურეს, მოქმედი დისციპლინური სახდელის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური წოდება ვადამდე არ მიენიჭება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
მუხლი 36. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა🔗
1. აპარატის მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.
3. გამართლებულ პირებს, სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
4. დისციპლინური გადაცდომისთვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია აღნიშნული წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე პირს.
5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში.
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, საბჭოს მდივნის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №338
2019 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1🔗
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები“.
+
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 196 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები“.
მუხლი 2 1. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 7 ივნისიდან.🔗
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე
+
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები, სოციალური დაცვის გარანტიები
ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში (შემდგომში – საბჭოს აპარატი) მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესსა და პირობებს, სოციალური დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბჭოს აპარატის მოსამსახურე – მოხელე, რომელიც ინიშნება საბჭოს აპარატის საშტატო თანამდებობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საბჭოს აპარატში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
გ) ახლო ნათესავი – პირის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, აგრეთვე მშობლის ან შვილის გერები;
დ) ხელმძღვანელი – საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და მათი მოადგილები, საბჭოს აპარატის უფროსი და მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 3. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები🔗
1. საბჭოს აპარატში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა კანონები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის (შემდგომში – საბჭოს მდივანი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტები.
2. საბჭოს აპარატის საქმიანობის რეგულირებისას აპარატზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე, 75-ე და 103-ე მუხლები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 4. სამსახურის პრინციპები🔗
საბჭოს აპარატში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისთვის წახალისების, თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით, მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
მუხლი 5. მოსამსახურის უფლებები🔗
1. მოსამსახურეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:
ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლებითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები;
ბ) დადგენილი წესით, მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომლებიც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) დადგენილი წესით, დაწინაურდეს შესაბამის თანამდებობაზე;
დ) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, საბჭოს აპარატის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, ატაროს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
3. მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 6. მოსამსახურის მოვალეობები🔗
1. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესითა და უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს ხელმძღვანელობის დავალებები, გარდა ისეთი დავალებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) დაიცვას ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები;
დ) შეინარჩუნოს და აიმაღლოს კვალიფიკაციის დონე, რაც საჭიროა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;
ე) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებისას. აკრძალულია სამსახურებრივი საქმიანობისას მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის კერძო ინტერესებისათვის გამოყენება.
2. დაუშვებელია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლის მისაღებად.
3. მოსამსახურე ვალდებულია, სპეციალური მოთხოვნის გარეშე შეასრულოს იმ სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან უკავშირდება მის სამსახურებრივ ადგილს.
4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სამოქალაქო ტანსაცმელში ღიად, თვალსაჩინოდ ტარება დაუშვებელია.
5. საბჭოს აპარატის მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს უშუალო უფროსის ან სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოს აპარატის მოსამსახურემ ზემდგომი უფროსის დავალება დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უშუალო უფროსს.
6. დაუშვებელია, წინასწარი შეცნობით, საბჭოს აპარატის მოსამსახურის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, მოსამსახურემ უარი უნდა თქვას ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. მოსამსახურეზე, რომელიც უარს ამბობს უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, არ გავრცელდება არანაირი დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.
7. უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ამასთან, დგება უკანონო ბრძანების ან მითითების გამცემი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
8. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის ეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
9. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 61. პროფესიული მომზადება და საგანმანათლებლო პროგრამები🔗
1. საბჭოს აპარატის ინიციატივით, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელთანაც საბჭოს აპარატს შეიძლება, გაფორმებული ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატი.
3. თუ მოსამსახურე თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზნით მონაწილეობას მიიღებს საბჭოს აპარატის მიერ შეთავაზებულ სპეციალური მომზადების ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე პარტნიორების მხარდაჭერით დაფინანსებულ პროგრამებში, მათი დაფინანსების წყაროს მიუხედავად, მოსამსახურესა და საბჭოს აპარატს შორის შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება და მოსამსახურეს უფლება არა აქვს, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს საბჭოს აპარატიდან აღნიშნული პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. მოსამსახურის მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მას შესაძლებელია, დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, ასევე საბჭოს აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
4. თუ მოსამსახურესა და საბჭოს აპარატს შორის დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება და მას პროგრამის დასრულებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა საბჭოს აპარატიდან დათხოვნა, მას შესაძლებელია, დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, ასევე საბჭოს აპარატის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმებისგან გამონაკლისი შეიძლება, განისაზღვროს მხოლოდ საბჭოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით საბჭოს მდივანთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №642 – ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და თანამდებობრივი გადაყვანა
მუხლი 7. სამსახურში მიღების წესი🔗
1. საბჭოს აპარატში სამუშაოდ მიიღება 21 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და თავისი პიროვნული თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
2. საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში მიღება ხდება სპეციალური შემოწმების შემდგომ, კონკურსის გარეშე. სპეციალურ შემოწმებას ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საბჭოს აპარატში მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
4. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსამსახურეებად მიიღებიან სრული ზოგადი განათლების ან უმაღლესი განათლების მქონე პირები.
5. მოსამსახურეებს, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს/ითხოვს საბჭოს აპარატის უფროსი.
6. გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად პირი აპარატში შეიძლება მიღებულ იქნეს განსაზღვრული დროით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საბჭოს აპარატის უფროსს უფლება აქვს, საბჭოს აპარატში პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
8. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე ხდება გამოსაცდელი ვადის გამოყენების შედეგების შეფასება.
9. გამოსაცდელი ვადის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში, გამოიცემა სამართლებრივი აქტი პირის თანამდებობაზე მიღების შესახებ. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემთხვევაში, პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
10. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება (გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების დროს) ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება. გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის გარეშე, არ დაიშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 8. შეზღუდვები საბჭოს აპარატში მიღების დროს🔗
საბჭოს აპარატში არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) პირი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით ან/და ფსიქიკური სნეულებით დაავადებული პირი;
ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების მქონე პირი;
ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება ახლო ნათესავს;
თ) პირი, რომელმაც სამსახურში მიღების პროცესში შეგნებულად დამალა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან წარადგინა არასწორი მონაცემები;
ი) პირი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
მუხლი 9. შეუთავსებლობა🔗
მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა🔗
1. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
2. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაყვანა ხორციელდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან სხვა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;
გ) დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას;
გ.ბ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
გ.გ) პირადი თხოვნით;
გ.დ) დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის საფუძველზე.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება საბჭოს აპარატის უფროსის მიერ საბჭოს მდივანთან შეთანხმებით. შესაბამისი ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებამოსილ თანამდებობის პირს შეუძლია, თანამდებობიდან გადააყენოს მოსამსახურე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 11. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება🔗
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით, შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება საბჭოს აპარატის მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში, უნდა აღდგეს დაკავებულ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში, პირს შეიძლება, აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
3. თანამდებობიდან გადაყენებულ პირს ჩამოერთმევა სამსახურებრივი მოწმობა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, სამსახურის კუთვნილი სხვა ქონება.
მუხლი 111. მოვალეობის შესრულების დაკისრება🔗
მუხლი 111. მოვალეობის შესრულების დაკისრება🔗
1. დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი უფლებამოსილია:
ა) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი გადაუნაწილოს სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა), მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი დააკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
2. მოსამსახურეს შეუძლია, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში დასტურდება სამედიცინო დასკვნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოსამსახურეს შეუძლია:
ა) ამავე დაწესებულებაში დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის მიზნით შეასრულოს მისი მოვალეობა ამ მოსამსახურის არყოფნის ვადით;
ბ) ამავე დაწესებულებაში ვაკანტური თანამდებობის არსებობის გამო შეასრულოს მოსამსახურის მოვალეობა არაუმეტეს 1 წლისა.
4. მოსამსახურის მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.
5. მოსამსახურეებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლიან მოსამსახურეს, საბჭოს აპარატის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, თავიანთი ხელფასის გარდა ეძლევათ დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
6. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის არმყოფ მოსამსახურეს, ეძლევა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, მაშინ შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი სარგო.
7. ხელმძღვანელების დროებით არყოფნის შემთხვევაში, მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სხვა თანამდებობის პირს შეიძლება დაევალოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 12. სამსახურებრივი დისციპლინა საბჭოს აპარატში🔗
საბჭოს აპარატში სამსახურებრივი დისციპლინა გულისხმობს მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, ხელშეკრულების პირობების, მუშაობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ბრძანებების, მითითებებისა და მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
მუხლი 13. ხელმძღვანელის მოვალეობები სამსახურებრივი დისციპლინის დასაცავად🔗
1. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე.
2. ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) შეუქმნას მოსამსახურეებს შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) მოსამსახურეებს ჩაუნერგოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებისას;
დ) პატივი სცეს მოსამსახურის პირად ღირსებას.
მუხლი 14. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის🔗
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, აგრეთვე საქმიანობაში მიღწეული დადებითი შედეგებისთვის მოსამსახურისთვის გათვალისწინებულია წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღწეული წარმატებებისა და ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
3. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 15. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება🔗
1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო, მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) თანამდებობრივი სარგოს დაკავება, არაუმეტეს 15 დღისა;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ვ) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) უფრო დაბალ თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლის ვადით;
თ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება/დათხოვნა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადა განისაზღვრება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 3 თვის ვადით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 6 თვის ვადით;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – 1 წლის ვადით.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოხსნილ იქნეს ვადაზე ადრე, თუ მოსამსახურემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მოსამსახურის უშუალო უფროსს ან ზემდგომ თანამდებობის პირს დასაბუთებული წერილობითი ფორმით (წარდგინება), საბჭოს აპარატის უფროსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 16. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების წესი🔗
1. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხორციელდება საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის მიერ. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ უშუალო უფროსი მიიჩნევს, რომ მოსამსახურე იმსახურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას ან წახალისებას, იგი ზემდგომი უფროსის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
3. დაუშვებელია მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მისი ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი.
4. (ამოღებულია - 09.08.2019, №386).
5. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება და შესაბამისი დოკუმენტაცია, არსებობის შემთხვევაში. წახალისების ან მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე მოსამსახურეს ეცნობება პირადად.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს შეფარდებული გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება – არა უგვიანეს ერთი თვისა, დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად.
7. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომის გამოყენება.
8. ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება, მორიგ წოდებაზე წარდგენა და წახალისება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური დანამატის გაცემა, გარდა ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 17. სამუშაო დროის ხანგრძლივობა🔗
საბჭოს აპარატის მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 18. შვებულება🔗
1. მოსამსახურისთვის დგინდება შემდეგი სახის ანაზღაურებადი შვებულებები:
ა) მორიგი ყოველწლიური;
ბ) მოკლევადიანი;
გ) სასწავლო;
დ) ორსულობისა და მშობიარობის გამო.
2. შვებულება მოსამსახურეს ეძლევა საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით. საბჭოს აპარატის უფროსს შვებულება ეძლევა საბჭოს მდივნის ბრძანებით.
3. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.
მუხლი 19. მორიგი ყოველწლიური შვებულება🔗
1. ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ყოველწლიური შვებულება გამოიყენოს ნაწილ-ნაწილ. მორიგი ყოველწლიური შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულების გრაფიკის შესაბამისად.
2. მოსამსახურეს შვებულების უფლება წარმოეშობა სამსახურში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდე.
3. მოსამსახურეს, რომელიც უნდა დაითხოვონ სამსახურიდან (გარდა უარყოფითი საფუძვლით დასათხოვი პირისა), შეუძლია, ისარგებლოს მორიგი ყოველწლიური შვებულებით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. მოსამსახურეს, ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით, შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით.
2. მოკლევადიანი შვებულება მორიგი ყოველწლიური შვებულების ანგარიშში არ შედის.
მუხლი 21. სასწავლო შვებულება🔗
საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 5 წელიწადში ერთხელ, 3 თვის ვადით, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
მუხლი 22. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია🔗
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია მოსამსახურეს ეძლევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23. სამსახურებრივი მივლინება🔗
1. სამსახურებრივი მივლინება ფორმდება საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად. მივლინების პერიოდში მივლინების ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი კანონმდებლობით. მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობა, გარდა საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიების შემთხვევისა.
2. საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებისას მივლინებაში მყოფ მოსამსახურეს შეუწყდება მივლინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიშნება იმავე თანამდებობაზე ან დანაყოფში.
3. მოსამსახურის მივლინების გაფორმების წესი განისაზღვრება უფლებამოსილი პირის მიერ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურე გაემგზავრება მივლინებაში ზემდგომ უფროსთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი წერილობითი სამართლებრივი აქტი, როგორც წესი, უნდა გამოიცეს სამი დღის ვადაში.
1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო. მოსამსახურის ფულადი სარგო შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგო – აგრეთვე წოდებისათვის დადგენილი (წოდებრივი) სარგოსაგან. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეძლევა ფულად სარგოზე დანამატი წოდებით ნამსახურები წლებისათვის.
2. საბჭოს აპარატში მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატის დაანგარიშებისას წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სახელმწიფო სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
3. საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვას ახორციელებს შესაბამისი ცნობის (ამონაწერის) მიღების მომენტიდან ან/და წარდგენილი ცნობით გათვალისწინებული თარიღიდან.
4. საბჭოს აპარატში ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის სახელფასო დანამატი გაიცემა ზემდგომი თანამდებობის პირის (არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
5. მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ფულადი სარგო, წელთა ნამსახურობისა და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები.
6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
7. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, განესაზღვროთ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) დაქორწინებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
ბ) შვილის შეძენისას/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;
გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეიძლება, გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება.
9. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სამსახურებრივ ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებასა და მობილურ ტელეფონს, საწვავით და სასაუბრო დროის ლიმიტებით უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი საბჭოს აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საბჭოს აპარატის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა.
11. ამ დადგენილებით განსაზღვრული სოციალური დაცვის გარანტიების გარდა, საბჭოს აპარატის უფროსს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლება აქვს, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს დაუწესოს სპეციალური დანამატები და კომპენსაციები, განუსაზღვროს ერთჯერადი დახმარების ან სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება და შეწყვეტა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.საბჭოს აპარატში სამსახურის შეჩერების ძირითადი საფუძვლებია:
ა) მოსამსახურის დასაბუთებული წერილობითი განცხადება არაუმეტეს 5 დღის ვადით სამსახურის შეჩერების შესახებ, თუ ამის წინააღმდეგი არ არის მისი ხელმძღვანელი;
ბ) შვებულება;
გ) დროებითი შრომისუუნარობა;
დ) მოსამსახურის კანდიდატად წამოყენება საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით, მოსამსახურისთვის სხვა სამსახურებრივი დავალების დაკისრება;
ვ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;
ზ) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სხვა საფუძვლები. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 26. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები🔗
საბჭოს აპარატში სამსახურის შეწყვეტის ძირითადი საფუძვლებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ბ) მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა ან გარდაცვლილად აღიარება, კანონით დადგენილი წესით;
გ) მოსამსახურის გარდაცვალება.
1. საბჭოს აპარატიდან მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/ გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის;
გ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ე) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
ზ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
თ) პირადი განცხადებით;
ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
კ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ლ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს აპარატის თანამშრომელს უნდა ეცნობოს 2 კვირით ადრე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 271. საბჭოს აპარატის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა🔗
1. საბჭოს აპარატის მოსამსახურე, საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.
2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში საბჭოს აპარატის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
3. კადრების განკარგულებაში აყვანილ საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო).
4. საბჭოს აპარატის მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
5. კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას.
6. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება საბჭოს აპარატის კადრების განკარგულებაში. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის (მათ შორის, ბავშვის შვილად აყვანა) გამო შვებულებაში მყოფი პირი, ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო არმყოფი პირი, კადრების განკარგულებაში აყვანიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, მისივე თანხმობით, უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში – ტოლფას თანამდებობაზე.
7. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურის დათხოვნა. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
მუხლი 28. საპენსიო უზრუნველყოფა🔗
მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სპეციალური წოდების მინიჭება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „ეროვნული უსაფრთხოების“.
1. სპეციალური წოდება მოსამსახურეს ენიჭება მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლებისა, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად.
2. პირებს, რომლებსაც საბჭოს აპარატში სამსახურში მიღებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, საბჭოს აპარატში სამსახურში მიღების შემდგომ, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის ბრძანებით მიენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდება.
3. სამხედრო მოსამსახურეებს საბჭოს აპარატში მიღებისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, ენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდებები. სამხედრო წოდება უთანაბრდება სპეციალურ წოდებას შემდეგი წესით:
ა) რიგითი, I კლასის რიგითი, კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი, საზღვაო კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი – რიგითი;
ბ) უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი – უმცროსი სერჟანტი;
გ) სერჟანტი, მიჩმანი – სერჟანტი;
დ) უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი, მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი – უფროსი სერჟანტი;
ე) მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი – ზემდეგი;
ვ) ლეიტენანტი – ლეიტენანტი;
ზ) უფროსი ლეიტენანტი – უფროსი ლეიტენანტი;
თ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი – კაპიტანი;
ი) მაიორი, III რანგის კაპიტანი – მაიორი;
კ) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – ვიცე-პოლკოვნიკი;
ლ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – პოლკოვნიკი;
მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი – გენერალ-მაიორი;
ნ) გენერალ-ლეიტენანტი, კონტრადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი – გენერალ-ლეიტენანტი.
4. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში (თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი დროის განმავლობაში არ მსახურობდა სამხედრო ძალებში ან სახელმწიფო უწყებაში, სადაც დადგენილია შესაბამისი სპეციალური წოდებები), სამსახურს აგრძელებს გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით.
41. საბჭოს აპარატიდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, საბჭოს აპარატში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
42. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა და მისანიჭებელი წოდება დაკავებული თანამდებობის ზღვრულ წოდებას აღემატებოდა, საბჭოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება.
5. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი და უმაღლესი ზღვრული სპეციალური წოდება, მოსამსახურეს, რომელსაც „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ გააჩნია სახელმწიფო სპეციალური წოდება, საბჭოს მდივნის ან საბჭოს აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, ენიჭება უმცროსი ლეიტენანტის სახელმწიფო სპეციალური წოდება.
51. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება არ მიენიჭება.
6. მოსამსახურეებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებას – საბჭოს მდივანი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
7. მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი მოსამსახურის უშუალო უფროსის წარდგინების საფუძველზე ამზადებს შესაბამისი ბრძანების პროექტს. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით.
2. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სპეციალური წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სპეციალური წოდება.
მუხლი 33. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად🔗
1. აპარატის მოსამსახურისთვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
დ) კაპიტანი – 3 წელი;
ე) მაიორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.
3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი აპარატის მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში.
4. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში, მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
5. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს, სამსახურში აღდგენისას, სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საბჭოს აპარატში განისაზღვრება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-პოლკოვნიკი – საბჭოს აპარატის უფროსი, საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) პოლკოვნიკი – დეპარტამენტის დირექტორი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი – სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) (ამოღებულია - 09.08.2019, №386);
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
2. მოსამსახურეებს საშუალო სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს აპარატის უფროსი საბჭოს მდივანთან შეთანხმებით, ხოლო უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საბჭოს მდივანი.
3. მოსამსახურეებს უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს მდივნის წარდგინებით.
4. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება მიენიჭება, თუ სპეციალური წოდებით ნამსახურები აქვს ამ სპეციალური წოდებისთვის განსაზღვრული ვადის ნახევარი პერიოდი მაინც. ამასთან, წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, დასაშვებია წოდების ვადამდე მესამედ მინიჭება.
5. მოსამსახურეს, მოქმედი დისციპლინური სახდელის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური წოდება ვადამდე არ მიენიჭება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 31.07.2020წ.
მუხლი 36. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა🔗
1. აპარატის მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.
2. გამართლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.
3. გამართლებულ პირებს, სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება ადრინდელ წოდებაზე ერთი საფეხურით მაღლა, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.
4. დისციპლინური გადაცდომისთვის წოდებაში ჩამოქვეითება ერთი საფეხურით შეუძლია აღნიშნული წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე პირს.
5. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წოდების აღდგენა ხდება უფლებამოსილი პირის მიერ. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა არ შედის აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში.
1. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია:
ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, საკუთარი სურვილით, საბჭოს მდივნის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №386 – ვებგვერდი, 09.08.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 აგვისტოს დადგენილება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების, სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების თაობაზე“, №338, 17.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.021356 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4617888-2/