აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (13)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2022 წ.
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში, სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6.სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული), საფოსტო ინდექსი: 0160.
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;
დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და განაწილება;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა;
დ) სამუშაოს მაძიებელი აფხაზეთის მოსახლეობის სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების, შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის მოსახლეობაში სამუშაოს მაძიებლების და ქვეყანაში არსებული ვაკანსიების (უპირველესად, კერძო და საჯარო სექტორებში) ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი სისტემატური განახლება. რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დროულად ინფორმირება;
ე) აფხაზეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;
თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებზე;
ბ) შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, დახმარების გაცემაზე დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებისთვის რეკომენდაციის მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს;
გ) გამოითხოვს მასალებს ან ადგილზე შეისწავლის მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესრულებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით შეისწავლის და ისმენს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების გასული წლის საქმიანობის ანგარიშებს;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მონიტორინგსა და კონტროლს;
ვ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს მოადგილეებს, ასევე, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;
დ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;
ე) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
თ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი პროგრამების განხორციელების წესებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
კ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს;
ლ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.
6. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
7. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
1. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
2. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
3. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის/მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას.
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო.
ბ) პოლიტიკის დეპარტამენტი:
ბ.ა) პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო;
ბ.ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო.
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეკონომიკური პროგრამების სააგენტო;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნეს-ინკუბატორი“.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;
ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
მ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ნ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ო) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
რ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ს) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
უ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ქ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ღ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა/კოორდინაცია, ასევე, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
კ) სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიციირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;
ნ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;
ო) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი დაწესებულებისთვის მიწოდება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ჟ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;
რ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №18 2019 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2022 წ.
+
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულება

5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთააღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6.სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული), საფოსტო ინდექსი: 0160.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 24.06.2022 წ.
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი) და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება და მართვა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;
დ) კანონმდებლობის შესაბამისად, დევნილთა განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა განხორციელება;
დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და განაწილება;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
კ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება, შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა;
3. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით:
ლ) (ამოღებულია - 02.02.2024, №2).
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;
ნ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა და მათთან თანამშრომლობა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა;
ო) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დ) სამუშაოს მაძიებელი აფხაზეთის მოსახლეობის სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების, შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის მოსახლეობაში სამუშაოს მაძიებლების და ქვეყანაში არსებული ვაკანსიების (უპირველესად, კერძო და საჯარო სექტორებში) ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი სისტემატური განახლება. რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დროულად ინფორმირება;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 2 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.
ე) აფხაზეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;
თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებზე;
ბ) შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, დახმარების გაცემაზე დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებისთვის რეკომენდაციის მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს;
გ) გამოითხოვს მასალებს ან ადგილზე შეისწავლის მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესრულებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით შეისწავლის და ისმენს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების გასული წლის საქმიანობის ანგარიშებს;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მონიტორინგსა და კონტროლს;
ვ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელძღვანელსა და მის მოადგილეს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს მოადგილეებს, ასევე, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის კანდიდატურებს;
დ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას;
ე) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;
ვ) ამტკიცებს სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს;
ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
თ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს.
თ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი პროგრამების განხორციელების წესებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
კ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს;
ლ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების)/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.
5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.
6. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
7. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 24.06.2022 წ.
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
გ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
1. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
1. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
2. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
3. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის/მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას.
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო.
ბ) რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი:
ბ) პოლიტიკის დეპარტამენტი:
ბ.ა) რეგიონული მართვის სამმართველო;
ბ.ა) პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო;
ბ.ბ) მონიტორინგის სამმართველო.
ბ.ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო.
გ) დევნილთა საკითხების დეპარტამენტი:
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
გ.ა) სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის სამმართველო;
2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
გ.ბ) დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის სამმართველო.
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო;
დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეკონომიკური პროგრამების სააგენტო;
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნეს-ინკუბატორი“.
ა) აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო;
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო;
გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანო.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
4. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია – „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“.
მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ე) სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;
ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება, სამინისტრის სისტემის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
კ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ლ) სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
მ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;
ნ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ო) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ო) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
პ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჟ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
რ) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
რ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ს) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ს) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ტ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
უ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
უ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ქ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ქ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ღ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ღ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ყ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8. რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტი🔗
რეგიონული მართვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამების ხელშეწყობა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) დევნილთა მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილ მოსახლეობასთან (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა) კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიიცირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;
დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ დევნილთა ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) ტერიტორიული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საფუძველზე სამინისტროში დაწყებული წარმოების პროცესში მონაწილეობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ზ) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
თ) ტერიტორიულო ორგანოს საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა/კოორდინაცია, ასევე, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) ტერიტორიული ორგანოების მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი, არსებობის შემთხვევაში ხარვეზებზე მითითება;
ი) სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
კ) სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ლ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;
ლ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
მ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიციირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;
ნ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;
მუხლი 9. დევნილთა საკითხების დეპარტამენტი🔗
ო) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი დაწესებულებისთვის მიწოდება;
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ჟ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;
ბ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
რ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
გ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მიმართულებით შემოსული კორესპონდენციის შესწავლა, პირველადი ანალიზის განხორციელება;
დ) დროებითი განსახლების ღონისძიებათა ორგანიზება;
ე) დევნილთა განსახლების ობიექტების შესწავლის დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
ვ) განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) სამინისტროს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვა;
თ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ინვესტიციის მოზიდვის მიზნით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა უფლებების ხელშეწყობა/კონსულტირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებისა);
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულების კოორდინაცია და მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა;
ნ) დევნილთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხრიდან სამართლებრივი მიმართულებით წამოჭრილი პრობლემატური საკითხების შესწავლა, შემდგომში მათზე რეაგირების მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
ო) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10. შიდა აუდიტის დეპარტამენტი🔗
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები🔗
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2019 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 24.06.2022 წ.
+
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2022 წ.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულება”.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე
+
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 22 აგვისტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 26.08.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 5 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 24.06.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01.08.2024 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში, სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6.სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული), საფოსტო ინდექსი: 0160.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები🔗
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, მათი სოციალური და საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
[1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. (ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან) ]
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;
[გ) აფხაზეთის მოსახლეობის, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა; (ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან) ]
დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და განაწილება;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა;
[გ) აფხაზეთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა; (ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან) ]
დ) სამუშაოს მაძიებელი აფხაზეთის მოსახლეობის სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების, შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის მოსახლეობაში სამუშაოს მაძიებლების და ქვეყანაში არსებული ვაკანსიების (უპირველესად, კერძო და საჯარო სექტორებში) ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი სისტემატური განახლება. რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დროულად ინფორმირება;
ე) აფხაზეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;
თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებზე;
ბ) შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, დახმარების გაცემაზე დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებისთვის რეკომენდაციის მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს;
გ) გამოითხოვს მასალებს ან ადგილზე შეისწავლის მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესრულებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით შეისწავლის და ისმენს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების გასული წლის საქმიანობის ანგარიშებს;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მონიტორინგსა და კონტროლს;
ვ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს მოადგილეებს, ასევე, სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;
[გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს; (ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან) ]
დ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;
ე) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
[ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; (ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან) ]
თ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი პროგრამების განხორციელების წესებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
კ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს;
ლ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.
6. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
7. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
[გ) (ამოღებულია - 11.12.2024, № 32).(ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან) ]
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 5. სამინისტროს მოსამსახურეები🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
2. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
3. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის/მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას.
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 6. სამინისტროს სისტემა🔗
1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო.
ბ) პოლიტიკის დეპარტამენტი:
ბ.ა) პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო;
ბ.ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო.
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეკონომიკური პროგრამების სააგენტო;
[ბ) (ამოღებულია - 11.12.2024, № 32);(ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან) ]
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნეს-ინკუბატორი“.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;
ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
მ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ნ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ო) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
რ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ს) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
უ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ქ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ღ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8. პოლიტიკის დეპარტამენტი🔗
პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;
[გ) აფხაზეთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა; (ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან) ]
დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა/კოორდინაცია, ასევე, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
კ) სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიციირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;
ნ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;
ო) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი დაწესებულებისთვის მიწოდება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ჟ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;
რ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი🔗
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10. დასკვნითი დებულებები🔗
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №18, 31.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016268 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4625971-9/