აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (13 მუხლი)
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №18 |
|
2019 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი |
|
დებულება
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16.
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დასკვნების წარდგენის მიზნით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომში – დევნილი) პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ბ) დევნილი მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესების ხელშეწყობისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული ურთიერთობა;
გ) დევნილთა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვისათვის წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობების წარმართვა დევნილთა სახელმწიფოზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირებისა და მათი თვითკმარობის უზრუნველყოფისათვის წინადადებების შემუშავების მიზნით;
ე) მთავრობის გამგებლობაში არსებული დაწესებულების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდგომში – წარმომადგენლობა) მართვა, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობა;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარება.
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას, წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებსა და ახორციელებს სამინისტროს საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებაზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კანდიდატურას;
ზ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს;
თ) მთავრობაში წარდგენის მიზნით, ითანხმებს წარმომადგენლობის დებულების პროექტს;
ი) მთავრობაში წარდგენის მიზნით, ითანხმებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს;
მ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
ო) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
პ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს;
რ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ს) უფლებამოსილია მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის ერთ-ერთ მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5
1. მინისტრს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილეების საკურატორო სფერო და სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. მინისტრის არყოფნისას, მინისტრის დავალებით, სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
1. სამინისტრო ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს და თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. სამინისტროს მოხელეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებით.
4. სამინისტროში შეიძლება საჯარო სამსახურს ეწეოდეს შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც მინისტრის ბრძანებით ინიშნება ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს და მინისტრის მოადგილეს კურაციის სფეროს მიხედვით.
3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ვიზას ადებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და ამავე ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სამინისტროს სტრუქტურა
სამინისტროში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო:
ბ.ა) წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგის განყოფილება;
გ) ადმინისტრაციული განყოფილება;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ე) დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილება;
ვ) დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.
1. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების განხორციელების კოორდინაცია;
ბ) მინისტრის დავალებების შესრულებაზე კონტროლი;
გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულება;
დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.
2. წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) წარმომადგენლობებთან კოორდინაციითა და ერთობლივი მუშაობით დევნილთა პრობლემების შესახებ არსებული ინფორმაციის ანალიზი და ამ პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება;
ბ) დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო ინვესტიციის მოზიდვის მიზნით წარმომადგენლობებთან ერთად საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
გ) წარმომადგენლობებიდან წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების ანალიზი;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და მონაცემთა სრული კომპიუტერიზაციის უზრუნველყოფა;
ე) წარმომადგენლობების საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.
3. მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) წარმომადგენლობებში შექმნილი კომისიების საქმიანობის მონიტორინგი;
ბ) წარმომადგენლობების საქმიანობაში შესაძლო დარღვევების პრევენციის, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენისა და ანალიზის მიზნით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.
4. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად;
ბ) მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და საჯარო ინფორმაციის გაცემა;
გ) სამინისტროს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულების, შვებულების, მივლინების დოკუმენტური გაფორმება, მოხელეთა წახალისება და ადმინიტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტების მომზადება;
დ) მოხელეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ე) სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
ვ) სამინისტროს უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ზ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისტემატური აღრიცხვა და მასზე პასუხისმგებლობა.
5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოში;
დ) დევნილთათვის კონსულტაციების გაწევა;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.
6. დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო გეგმის შესაბამისად, შემოსული წერილებისა და ინფორმაციის საფუძველზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და წამოჭრილი საკითხების მოგვარება, ასევე, დევნილთათვის შუამდგომლობის გაწევა, საქართველოსა და აფხაზეთის სამთავრობო, თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო დაწესებულებებთან;
ბ) დევნილთა სოციალური მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი, ანალიტიკური და პროგნოზული ინფორმაციის მომზადება;
გ) დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე (ორგანიზებულ ჩასახლებებში) საყოფაცხოვრებო პირობების სისტემატური შესწავლა, დოკუმენტური აღრიცხვა და ამავე ობიექტის ტექნიკური ინვენტარიზაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
დ) დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მისი მუდმივი განახლება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;
ე) სამინისტროს დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილება უფლებამოსილია, საკუთარი ფუნქციების განხორციელების მიზნით და კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.
7. დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დევნილთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების, ინვალიდების, მარჩენალდაკარგულების, ობლების, უდედმამო ბავშვთა და დიდი სამამულო ომის ინვალიდთა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების შემუშავება და სპონსორების მოძიება;
ბ) საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით დევნილთა სხვადასხვა კატეგორიების დახმარების უზრუნველყოფა;
გ) საზღვარგარეთ დასასვენებლად (ბანაკში) დევნილ ბავშვთა გამგზავრების ორგანიზება.
დასკვნითი დებულებები
სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 24.06.2022 წ.
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2022 წ.
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილობისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-12 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს დებულება“.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულება”.
+
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულება”.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე
+
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 22 აგვისტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 26.08.2019 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 5 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 21 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 24.06.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 ივლისის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 01.08.2024 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში, სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.
3. სამინისტრო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.
5. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, ტიტულოვანი ქაღალდი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6.სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომლის ფორმასა და გამოყენების წესს განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16 (მე-7 სართული), საფოსტო ინდექსი: 0160.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები🔗
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება უფლებამოსილების ფარგლებში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრთა (შემდგომში – აფხაზეთის მოსახლეობა) მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის, საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;
დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და განაწილება;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობა;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირების ხელშეწყობა;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამების/პროექტების განხორციელება და მართვა;
დ) სამუშაოს მაძიებელი აფხაზეთის მოსახლეობის სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების, შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობა. ამ მიზნით აფხაზეთის მოსახლეობაში სამუშაოს მაძიებლების და ქვეყანაში არსებული ვაკანსიების (უპირველესად, კერძო და საჯარო სექტორებში) ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი სისტემატური განახლება. რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების დროულად ინფორმირება;
ე) აფხაზეთის მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაციის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, მათი ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში ჩართულობა;
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ცნობის გაცემა;
თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
4. დაკისრებულ ამოცანათა შესასრულებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებზე;
ბ) შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, დახმარების გაცემაზე დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებისთვის რეკომენდაციის მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს;
გ) გამოითხოვს მასალებს ან ადგილზე შეისწავლის მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში კანონმდებლობის ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესრულებას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების დაცვით შეისწავლის და ისმენს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების გასული წლის საქმიანობის ანგარიშებს;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის მონიტორინგსა და კონტროლს;
ვ) ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით, ახორციელებს სამინისტროს მართვას, კოორდინაციასა და კონტროლს.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
3. მინისტრი:
ა) წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, მოადგილეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;
დ) მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების, ხოლო მთავრობას – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;
ე) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;
ვ) ამტკიცებს სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, სამინისტროს შინაგანაწესს და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს. ითანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარდგინებით ამტკიცებს მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
თ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი პროგრამების განხორციელების წესებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს;
ი) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
კ) კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს – კომისიებსა და საბჭოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს;
ლ) ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საქმიანობას, ახორციელებენ და კონტროლს უწევენ მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვა დავალებების შესრულებას.
6. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას მინისტრის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
7. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 4. სამინისტროს თანამდებობის პირები🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) (ამოღებულია - 11.12.2024, № 32).
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 5. სამინისტროს მოსამსახურეები🔗
1. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის (დეპარტამენტის) დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით.
2. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
3. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება მინისტრის/მინისტრის პირველი მოადგილის/მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას.
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით. ამასთანავე, გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეგზავნება საჯარო სამსახურის ბიუროს.
მუხლი 6. სამინისტროს სისტემა🔗
1. სამინისტრო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
ა.ა) ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
ა.გ) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო.
ბ) პოლიტიკის დეპარტამენტი:
ბ.ა) პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველო;
ბ.ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო.
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო;
ბ) (ამოღებულია - 11.12.2024, № 32);
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნეს-ინკუბატორი“.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებით, რომლებიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
მუხლი 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტი🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი, საფინანსო, ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების პროცესის, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ვ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება;
ზ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამინისტროს სისტემის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
მ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ნ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ო) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
პ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
რ) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ს) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად;
უ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ფ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ქ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ღ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8. პოლიტიკის დეპარტამენტი🔗
პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობის მიმართ გადაუდებელი დახმარების გაწევისა და მათი დროებითი განსახლების ხელშეწყობის მიზნით პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) აფხაზეთის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
გ) აფხაზეთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაძლებლობების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების და საქმიანობის კოორდინაცია/ზედამხედველობა;
დ) აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა;
ე) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ან/და არასამთავრობო სექტორის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის საკითხებში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებთან, ურთიერთობების წარმართვა აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტებისა და წინადადებების შემუშავების მიზნით;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების ზედამხედველობა/კოორდინაცია, ასევე, ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების მონიტორინგის ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) სამინისტროს სისტემის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
კ) სამინისტროს სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთის მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება, მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა, კონკრეტული საკითხების ინიციირება და მათი შესრულების ხელშეწყობა;
ნ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის განაწილების დაგეგმვა და ადმინისტრირების პროცესის უზრუნველყოფა;
ო) დევნილთა შიდა მიგრაციის თაობაზე ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი დაწესებულებისთვის მიწოდება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგის ჩატარება, ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ჟ) მიზნობრივი ჯგუფისათვის შემუშავებული პროგრამების, ქვეპროგრამებისა და პროექტების მართვის ყველა ეტაპის რეგულარული მონიტორინგი;
რ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 13.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
მუხლი 9. შიდა აუდიტის დეპარტამენტი🔗
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, წლიური გეგმის მიხედვით ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, სისტემური ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება;
ე) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ზ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10. დასკვნითი დებულებები🔗
1. სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მთავრობის დადგენილებით.
2. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 31.07.2019. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.32.061.016268.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 13 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №18, 31.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016268 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4625971/