თავი XVI — გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სტატუსი, ავტორიზაცია და განცალკევება
1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილებას არ უკავშირდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ წარმოშობს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი განცალკევების ვალდებულებას.
3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების გადაცემის, მიწოდების ან/და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვის;
ბ) სათანადო ზომების მიღება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების იმგვარად გათვალისწინებისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად;
გ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ეფექტიანი უფლება, ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისთვის, მოვლა-პატრონობისთვის ან განვითარებისთვის. ამ მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს სათანადო რესურსები, ადამიანური, ტექნიკური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ჩათვლით.
4. მიუხედავად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო უფლებამოსილია დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმა ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს დაუდგინოს ვალიანობის კოეფიციენტის ზღვარი.
5. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს უფლება არ აქვს, გასცეს მითითებები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც გამანაწილებელი ხაზების მშენებლობას ან გაუმჯობესებას შეეხება და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს შეესაბამება.
6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამას, რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები, და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობას. შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად უნდა განსაზღვრავდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებს.
7. შესაბამისობის ოფიცერი ამზადებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. შესაბამისობის ოფიცერი დამოუკიდებელია და თავისი ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და დაკავშირებულ საწარმოს მოსთხოვოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია.
8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, კონკურენციის შეზღუდვის მიზნით ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრირებიდან გამომდინარე უპირატესობით. კერძოდ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი კომუნიკაციითა და ბრენდირებით არ უნდა იწვევდეს აღრევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ნაწილის განსხვავებულ იდენტობასთან.
9. დამოუკიდებლობისა და განცალკევების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას ზედამხედველობს კომისია.
10. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ორგანიზაციულ მოწყობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით მიიღოს დამატებითი ზომები.
11. სამინისტრო უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით ვერტიკალურად ინტეგრირებული ის ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურება, გაათავისუფლოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.
12. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 73. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორიოპერატორი, , რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილიანაწილია, , სულ მცირე სამართლებრივი ფორმისფორმის, , ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისითთვალსაზრისით, , დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგანსაქმიანობისგან, , რომელიც განაწილებას არ უკავშირდებაუკავშირდება. . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ წარმოშობს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი განცალკევების ვალდებულებასვალდებულებას. . 3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური მოთხოვნებიმოთხოვნები: :ა) ა ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების იმ ინტეგრირებული საწარმოს კორპორაციულ სტრუქტურებში მონაწილეობის დაუშვებლობადაუშვებლობა, , რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ პასუხისმგებელია წარმოების გადაცემისგადაცემის, , მიწოდების ანან/და /და ვაჭრობის ყოველდღიური საქმიანობისთვისსაქმიანობისთვის; ;ბ) ბ ) სათანადო ზომების მიღება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვისთვის პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების იმგვარად გათვალისწინებისთვისგათვალისწინებისთვის, , რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაძლებლობაშესაძლებლობა, , იმოქმედონ დამოუკიდებლადდამოუკიდებლად; ;გ) გ ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ეფექტიანი უფლებაუფლება, , ინტეგრირებული საწარმოსგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ აქტივებთან მიმართებითმიმართებით, , რომლებიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისთვისოპერირებისთვის, ,მოვლა-პატრონობისთვის მოვლა -პატრონობისთვის ან განვითარებისთვისგანვითარებისთვის. . ამ მიზნით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს სათანადო რესურსებირესურსები, ,ადამიანური, ადამიანურიტექნიკური, , ტექნიკური , მატერიალური და ფინანსური რესურსების ჩათვლითჩათვლით. . 4. მიუხედავად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისადამოუკიდებლობისა, , ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმო უფლებამოსილია დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ფინანსური გეგმა ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტი ანან/და /და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს დაუდგინოს ვალიანობის კოეფიციენტის ზღვარიზღვარი. . 5. ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს უფლება არ აქვსაქვს, , გასცეს მითითებები გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ან იმ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან მიმართებითმიმართებით, , რომლებიც გამანაწილებელი ხაზების მშენებლობას ან გაუმჯობესებას შეეხება და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან მისი ეკვივალენტური დოკუმენტის პირობებს შეესაბამებაშეესაბამება. . 6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს შესაბამისობის პროგრამასპროგრამას, , რომლითაც განისაზღვრება დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებებიღონისძიებები, , და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაზე სათანადო ზედამხედველობასზედამხედველობას. . შესაბამისობის პროგრამა დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად უნდა განსაზღვრავდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თანამშრომელთა კონკრეტულ ვალდებულებებსვალდებულებებს. . 7. შესაბამისობის ოფიცერი ამზადებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ წლიურ ანგარიშს და კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზევებგვერდზე. . შესაბამისობის ოფიცერი დამოუკიდებელია და თავისი ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვსაქვს, , გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ანან/და /და დაკავშირებულ საწარმოს მოსთხოვოს ნებისმიერი საჭირო ინფორმაციაინფორმაცია. . 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვსაქვს, , კონკურენციის შეზღუდვის მიზნით ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრირებიდან გამომდინარე უპირატესობითუპირატესობით. .კერძოდ, კერძოდ , გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი თავისი კომუნიკაციითა და ბრენდირებით არ უნდა იწვევდეს აღრევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების საქმიანობის განმახორციელებელი ნაწილის განსხვავებულ იდენტობასთანიდენტობასთან. . 9. დამოუკიდებლობისა და განცალკევების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას ზედამხედველობს კომისიაკომისია. . 10. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ორგანიზაციულ მოწყობასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით მიიღოს დამატებითი ზომებიზომები. . 11. სამინისტრო უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით ვერტიკალურად ინტეგრირებული ის ენერგეტიკული საწარმოსაწარმო, , რომელიც ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ემსახურებაემსახურება, , გაათავისუფლოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგანვალდებულებისგან. . 12. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე . თავი XVII. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციებისაწარმოზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება