1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს თავის მიერ წინა კალენდარულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში.
2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც ამ ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს.
3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა;
ბ) გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა;
გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება;
დ) გამანაწილებელ ქსელში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
ე) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიში 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს თავის მიერ წინა კალენდარულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაშივადაში. . 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროსსამინისტროს, , რომელიც ამ ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშსანგარიშს. . 3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ანან/და /და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაგანხორციელება, , რათა უზრუნველყოფილ იქნესიქნეს: :ა) აგამჭვირვალობა, ) გამჭვირვალობა , ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობაარადისკრიმინაციულობა; ;ბ) ბ ) გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვამართვა; ;გ) გ ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირებაშემცირება; ;დ) დ ) გამანაწილებელ ქსელში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაგაუმჯობესება; ;ე) ე ) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესება . თავი XVIII. გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და მართვაგაუმჯობესება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება