1. სისტემას, რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება ქვეყნის გეოგრაფიულად შემოფარგლულ სამრეწველო, კომერციულ ან საზიარო მომსახურების არეალში და არ ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომარაგება, კომისიის გადაწყვეტილებით (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეიძლება მიენიჭოს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ტექნიკური მიზეზების გამო ამ სისტემით მოსარგებლეთა საქმიანობა ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია;
ბ) სისტემა ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს უმთავრესად ანაწილებს სისტემის მესაკუთრეზე, სისტემის ოპერატორზე ან მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საწარმოებზე.
2. კომისია უფლებამოსილია დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გაათავისუფლოს:
ა) ქსელში არსებული დანაკარგების დასაფარავად საჭირო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სისტემის სარეზერვო სიმძლავრის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად შესყიდვის ვალდებულებისგან;
ბ) ტარიფის ან საფასურის ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის ძალაში შესვლამდე, კომისიის უფლებამოსილებების შესაბამისად დამტკიცების ვალდებულებისგან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევაში დახურული გამანაწილებელი სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტარიფი ან საფასური ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს კომისიის მიერ.
4. დახურული გამანაწილებელი სისტემის არეალში მყოფ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მცირე რაოდენობის მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის თანამდევმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვალდებულებებისგან გათავისუფლებას, თუ ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს აქვთ შრომითი ან მსგავსი ურთიერთობა დახურული გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრესთან.
5. კომისია გააუქმებს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსს, თუ შესაბამისი სისტემა აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც. სისტემამ, რომელსაც გაუუქმდა დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, სრულად უნდა დააკმაყოფილოს გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
კარი VII. ბუნებრივი გაზის შენახვა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 82. დახურული გამანაწილებელი სისტემა 1. სისტემასსისტემას, , რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება ქვეყნის გეოგრაფიულად შემოფარგლულ სამრეწველოსამრეწველო, , კომერციულ ან საზიარო მომსახურების არეალში და არ ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომარაგებამომარაგება, , კომისიის გადაწყვეტილებით (გარდა ამ მუხლის მემე-5 -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისაშემთხვევისა) ) შეიძლება მიენიჭოს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსისტატუსი, , თუ დაკმაყოფილდება ერთერთ-ერთი -ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობაპირობა: :ა) ა ) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ტექნიკური მიზეზების გამო ამ სისტემით მოსარგებლეთა საქმიანობა ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულიაინტეგრირებულია; ;ბ) ბ ) სისტემა ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს უმთავრესად ანაწილებს სისტემის მესაკუთრეზემესაკუთრეზე, , სისტემის ოპერატორზე ან მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საწარმოებზესაწარმოებზე. . 2. კომისია უფლებამოსილია დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გაათავისუფლოსგაათავისუფლოს: :ა) ა ) ქსელში არსებული დანაკარგების დასაფარავად საჭირო ელექტროენერგიისელექტროენერგიის, , ბუნებრივი გაზის ან სისტემის სარეზერვო სიმძლავრის გამჭვირვალეგამჭვირვალე, , არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად შესყიდვის ვალდებულებისგანვალდებულებისგან; ;ბ) ბ ) ტარიფის ან საფასურის ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის ძალაში შესვლამდეშესვლამდე, , კომისიის უფლებამოსილებების შესაბამისად დამტკიცების ვალდებულებისგანვალდებულებისგან. . 3. ამ მუხლის მემე-2 -2 პუნქტის „ბ„ბ“ “ ქვეპუნქტის შესაბამისად დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევაში დახურული გამანაწილებელი სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზესაფუძველზე, , შესაბამისი ტარიფი ან საფასური ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს კომისიის მიერმიერ. . 4. დახურული გამანაწილებელი სისტემის არეალში მყოფ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მცირე რაოდენობის მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის თანამდევმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მმე-2 ე -2 პუნქტის შესაბამისად ვალდებულებებისგან გათავისუფლებასგათავისუფლებას, , თუ ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს აქვთ შრომითი ან მსგავსი ურთიერთობა დახურული გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრესთანმესაკუთრესთან. . 5. კომისია გააუქმებს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსსსტატუსს, , თუ შესაბამისი სისტემა აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთერთ-ერთ -ერთ მოთხოვნას მაინცმაინც. .სისტემამ, სისტემამ , რომელსაც გაუუქმდა დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსისტატუსი, , სრულად უნდა დააკმაყოფილოს გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებიმოთხოვნები. . კარი VII. ბუნებრივი გაზის შენახვა თავი XIX. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და განცალკევება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება