1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად.
2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ.
3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით.
4. ბუნებრივი გაზის საცავის თითოეული ობიექტისთვის (მათ შორის, იმ ობიექტისთვის, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება), ხოლო სისტემით მოსარგებლეებისთვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში – აგრეთვე ობიექტთა ჯგუფისთვის, ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას ამ ობიექტებში არსებული გაზის მოცულობის, შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც.
5. თუ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობით სარგებლობს მხოლოდ ერთი პირი, იგი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის დასაბუთებული მოთხოვნით. სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის განხილვისას კომისია მხედველობაში იღებს დაბალანსების საჭიროებას, ერთი მხრივ, ბუნებრივი გაზის შიდა, კონკურენტული ბაზრის შექმნის მიზანსა და, მეორე მხრივ, კომერციული საიდუმლოს კანონისმიერი დაცვის ინტერესს შორის, თუ შესაბამისი კომერციული საიდუმლოს გამჟღავნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისტემით მოსარგებლის საერთო კომერციულ სტრატეგიაზე. თუ კომისია მიიჩნევს, რომ სისტემით მოსარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანია, დასაშვებია ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის გათავისუფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან 1 წლამდე ვადით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებით არ უნდა შეიზღუდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის შეტყობინებისა და მის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აგრეგირებული მონაცემები ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის იმ მონაცემების იდენტურია, რომლებთან დაკავშირებითაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოქვეყნების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.
7. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტრუქტურის შესახებ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 86. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა 1. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების შესახებ ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთადერთად. . 2. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებშესახებ. . 3. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგებიგასაგები, , რაოდენობრივად აღქმადიაღქმადი, , მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზითგზით. . 4. ბუნებრივი გაზის საცავის თითოეული ობიექტისთვის (მათ შორისშორის, , იმ ობიექტისთვისობიექტისთვის, , რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულებავალდებულება), ), ხოლო სისტემით მოსარგებლეებისთვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში – აგრეთვე ობიექტთა ჯგუფისთვისჯგუფისთვის, , ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას ამ ობიექტებში არსებული გაზის მოცულობისმოცულობის, , შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებშესახებ. . აღნიშნული ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორსოპერატორს, , რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახითსახით. . ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინცმაინც. . 5. თუ ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობით სარგებლობს მხოლოდ ერთი პირიპირი, , იგი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ამ მუხლის მემე-4 -4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის დასაბუთებული მოთხოვნითმოთხოვნით. . სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის განხილვისას კომისია მხედველობაში იღებს დაბალანსების საჭიროებასსაჭიროებას, , ერთი მხრივმხრივ, , ბუნებრივი გაზის შიდაშიდა, , კონკურენტული ბაზრის შექმნის მიზანსა დადა, , მეორე მხრივმხრივ, , კომერციული საიდუმლოს კანონისმიერი დაცვის ინტერესს შორისშორის, , თუ შესაბამისი კომერციული საიდუმლოს გამჟღავნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისტემით მოსარგებლის საერთო კომერციულ სტრატეგიაზესტრატეგიაზე. . თუ კომისია მიიჩნევსმიიჩნევს, , რომ სისტემით მოსარგებლის მოთხოვნა საფუძვლიანიასაფუძვლიანია, , დასაშვებია ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის გათავისუფლება ამ მუხლის მემე-4 -4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებისგან 1 წლამდე ვადითვადით. . 6. ამ მუხლის მემე-5 -5 პუნქტის გამოყენებით არ უნდა შეიზღუდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ინფორმაციის შეტყობინებისა და მის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ამ მუხლის მემე-4 -4 პუნქტით დადგენილი ვალდებულებებივალდებულებები, , გარდა იმ შემთხვევისაშემთხვევისა, , თუ აგრეგირებული მონაცემები ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის იმ მონაცემების იდენტურიაიდენტურია, , რომლებთან დაკავშირებითაც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოქვეყნების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებშესახებ. . 7. ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალეგამჭვირვალე, , ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენისდადგენის, , შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტრუქტურის შესახებ . თავი XXI. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვაშესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება