1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების შედეგად. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსხვავებული პირობები დაადგინოს.
2. მწარმოებლის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობები, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობისა და შემოწმებისთვის.
3. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის მოწყობილობა საკუთრებაში ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღრიცხვის მოწყობილობები მფლობელობაში გადასცენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. ამასთანავე, მათ აღრიცხვის მოწყობილობის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის მოწყობილობასთან.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 80. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთებასგამანაწილებელ .ქსელთან მიერთებას. აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ მიღებულიდამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების შედეგადშედეგად. .ამასთანავე, ამასთანავეკომისია ,უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად კომისიაელექტროტრანსპორტის უფლებამოსილია ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტებისპუნქტების/სადგურების /სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის დაადგინოს განსხვავებული პირობები .დაადგინოს. 2. მწარმოებლისმწარმოებლის, , „ნავთობისა და გაზის შესახებშესახებ“ “ საქართველოს კანონით რეგულირებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობებიმოწყობილობები, , დამხმარე დანადგარების ჩათვლითჩათვლით, , გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაასაკუთრებაა. . გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლამოვლა-პატრონობისა -პატრონობისა და შემოწმებისთვისშემოწმებისთვის. . 3. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელიმომხმარებელი, , რომლებსაც აღრიცხვის მოწყობილობა საკუთრებაში ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდეამოქმედებამდე, , ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღრიცხვის მოწყობილობები მფლობელობაში გადასცენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსოპერატორს. .ამასთანავე, ამასთანავე , მათ აღრიცხვის მოწყობილობის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის მოწყობილობასთან .მოწყობილობასთან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება