1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან უნარს, მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნა, და ახორციელებს უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებას, მოვლა-პატრონობასა და განვითარებას, გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით.
2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განაწილებასთან დაკავშირებული საიმედო და ეფექტიანი მომსახურების გაწევას გამანაწილებელი ქსელის წესების, სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისად.
3. განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების ხელშეკრულების, მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების, სტანდარტულ პირობებს და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.
4. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაცია, მათ შორის, დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდ.
5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა სხვა სისტემების, მათ შორის, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების, ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების, ოპერატორებს უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისად.
6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალური, გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი და იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურების, ამ მომსახურების გაწევის პირობებისა და სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების შესახებ, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესების შესაბამისად.
7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად.
8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი აგრეთვე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 74. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ფუნქციები 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სისტემის გრძელვადიან უნარსუნარს, , მომსახურების შესაბამის არეალში დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილებაზე არსებული გონივრული მოთხოვნამოთხოვნა, , და ახორციელებს უსაფრთხოუსაფრთხო, , საიმედო და ეფექტიანი გამანაწილებელი სისტემის ეკონომიკური პირობების შესაბამისად ოპერირებასოპერირებას, ,მოვლა-პატრონობასა მოვლა -პატრონობასა და განვითარებასგანვითარებას, , გარემოს დაცვასა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებითგათვალისწინებით. . 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს განაწილებასთან დაკავშირებული საიმედო და ეფექტიანი მომსახურების გაწევას გამანაწილებელი ქსელის წესებისწესების, , სალიცენზიო პირობებისა და ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესების შესაბამისადშესაბამისად. . 3. განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეებს გაეწევათ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზესაფუძველზე. . გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს მომსახურების ხელშეკრულებისხელშეკრულების, , მათ შორისშორის, , გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულებისხელშეკრულების, , სტანდარტულ პირობებს და კომისიის მიერ მათი დამტკიცების შემდეგ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზევებგვერდზე. . სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთებითმიერთებით. . 4. დაუშვებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემით მოსარგებლეებს ან სისტემით მოსარგებლეთა სხვადასხვა კატეგორიას შორის დისკრიმინაციადისკრიმინაცია, , მათ შორისშორის, , დაკავშირებული საწარმოს სასარგებლოდსასარგებლოდ. . 5. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა სხვა სისტემებისსისტემების, , მათ შორისშორის, , გადამცემი და გამანაწილებელი სისტემებისსისტემების, , ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემებისსისტემების, , ოპერატორებს უნდა მიაწოდოს საკმარისი ინფორმაციაინფორმაცია, , რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შენახვა ურთიერთდაკავშირებული სისტემების უსაფრთხო და ეფექტიანი ოპერირების შესაბამისადშესაბამისად. . 6. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს უზრუნველყოფს დეტალურიდეტალური, ,გასაგები, გასაგები , რაოდენობრივად აღქმადი და იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაციით შეთავაზებული მომსახურებისმომსახურების, , ამ მომსახურების გაწევის პირობებისა და სისტემასთან ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების შესახებშესახებ, , კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესების შესაბამისადშესაბამისად. . 7. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგია უნდა შეისყიდოს გამჭვირვალეგამჭვირვალე, , არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისადშესაბამისად. . 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი აგრეთვე ასრულებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად .შესაბამისა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება