1. ენერგეტიკულ მოწყობილობებსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების განმსაზღვრელი ნორმები ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის კრიტერიუმების დაცვით უნდა განსაზღვრავდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის შენახვისა და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენებული მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მშენებლობის, ოპერირებისა და უსაფრთხოების წესებსა და პირობებს, მათ შორის, აუცილებელ ტექნიკურ სტანდარტებსა და საოპერაციო და ტექნიკურ სპეციფიკაციასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ენერგეტიკული მოწყობილობები და აღჭურვილობა, აგრეთვე ურთიერთდამაკავშირებლები და პირდაპირი ხაზები სისტემების ურთიერთთავსებადობის მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ენერგეტიკულ მოწყობილობებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები და ფუნქციონირების წესები (ტექნიკური რეგლამენტები), მათ შორის, ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონები, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფები, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრები, დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისას საქართველოს მთავრობა მხედველობაში იღებს ევროპის კავშირის ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეგულაციებს.
4. ორი ადგილობრივი ან ურთიერთდაკავშირებული სისტემის ურთიერთთავსებადობის მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტებითა და შესაბამისი ქსელის წესები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 97. სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები 1. ენერგეტიკულ მოწყობილობებსა და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნების განმსაზღვრელი ნორმები ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის კრიტერიუმების დაცვით უნდა განსაზღვრავდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის წარმოებისწარმოების, , გადაცემისა და განაწილებისგანაწილების, , ბუნებრივი გაზის შენახვისა და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენებული მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მშენებლობისმშენებლობის, , ოპერირებისა და უსაფრთხოების წესებსა და პირობებსპირობებს, , მათ შორისშორის, , აუცილებელ ტექნიკურ სტანდარტებსა და საოპერაციო და ტექნიკურ სპეციფიკაციასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებსმოთხოვნებს. . 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ენერგეტიკული მოწყობილობები და აღჭურვილობააღჭურვილობა, , აგრეთვე ურთიერთდამაკავშირებლები და პირდაპირი ხაზები სისტემების ურთიერთთავსებადობის მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებსმოთხოვნებს. . 3. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარეგამომდინარე, , ენერგეტიკულ მოწყობილობებთან და აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები და ფუნქციონირების წესები (ტექნიკური რეგლამენტებირეგლამენტები), ), მათ შორისშორის, , ენერგეტიკული ობიექტების დაცვის ზონებიზონები, , ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფებიგანაკაფები, , დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებიპარამეტრები, , დაცვის ზონებში მოქმედი შეზღუდვები და სამუშაოთა წარმოების პირობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითაქტით. . შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისას საქართველოს მთავრობა მხედველობაში იღებს ევროპის კავშირის ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეგულაციებსრეგულაციებს. . 4. ორი ადგილობრივი ან ურთიერთდაკავშირებული სისტემის ურთიერთთავსებადობის მოთხოვნები განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტებითა და შესაბამისი ქსელის წესებით .წესები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება