1. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის აშენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი აპირებენ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება;
ბ) თუ ბუნებრივი გაზის საწარმო და მომხმარებელი აპირებენ ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულების დადებას, მაგრამ ვერ შეძლეს ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვება.
2. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მშენებლობისა და ოპერირებისათვის საჭიროა კომისიის წინასწარი თანხმობა. კომისია განსაზღვრავს ავტორიზაციის მინიჭების ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმოები უფლებამოსილი არიან პირდაპირი ხაზები გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის ადგილისთვის, შვილობილი კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად.
4. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მეშვეობით მიწოდების შესაძლებლობა გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ამ კანონის შესაბამისად ყიდვა-გაყიდვაზე ორმხრივი ხელშეკრულების ან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრების მეშვეობით.
5. კომისია უფლებამოსილია პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაცია მიანიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ენერგეტიკულ საწარმოს, თუ არსებობს გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე უარი, ამ კანონის 58-ე, 66-ე ან 79-ე მუხლის შესაბამისად.
6. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაციის მინიჭებაზე, თუ ასეთი ავტორიზაცია ხელს შეუშლის საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელებას, მათ შორის, საბოლოო მომხმარებლის დაცვას.
7. გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრე, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია ითმინოს მისი მოწყობილობით სარგებლობა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნით. აღნიშნული მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად საჭირო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირება, ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი XXV. ახალი ინფრასტრუქტურა
(ინფრასტრუქტურა, რომელიც 2007 წლის 1 იანვრამდე არ ყოფილა ექსპლუატაციაში შესულ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 98. პირდაპირი ხაზებიხაზები. . მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქსელის მოწყობილობებით სარგებლობა 1. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის აშენება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებშიშემთხვევებში: :ა) ა ) თუ ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი აპირებენ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულების დადებასდადებას, , მაგრამ ვერ შეძლეს ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვებამოპოვება; ;ბ) ბ ) თუ ბუნებრივი გაზის საწარმო და მომხმარებელი აპირებენ ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულების დადებასდადებას, , მაგრამ ვერ შეძლეს ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელზე დაშვების მოპოვებამოპოვება. . 2. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მშენებლობისა და ოპერირებისათვის საჭიროა კომისიის წინასწარი თანხმობათანხმობა. . კომისია განსაზღვრავს ავტორიზაციის მინიჭების ობიექტურ და არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებსკრიტერიუმებს. . 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმოები უფლებამოსილი არიან პირდაპირი ხაზები გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის ადგილისთვისადგილისთვის, , შვილობილი კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მისაწოდებლადმისაწოდებლად. . 4. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის პირდაპირი ხაზის მეშვეობით მიწოდების შესაძლებლობა გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ამ კანონის შესაბამისად ყიდვაყიდვა-გაყიდვაზე -გაყიდვაზე ორმხრივი ხელშეკრულების ან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზრების მეშვეობითმეშვეობით. . 5. კომისია უფლებამოსილია პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაცია მიანიჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ენერგეტიკულ საწარმოსსაწარმოს, , თუ არსებობს გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემაზე დაშვებაზე უარიუარი, , ამ კანონის 58-ე58-ე, , 66-ე ან 79-ე მუხლის შესაბამისადშესაბამისად. . 6. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას პირდაპირი ხაზის მშენებლობის ავტორიზაციის მინიჭებაზემინიჭებაზე, , თუ ასეთი ავტორიზაცია ხელს შეუშლის საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელებასგანხორციელებას, , მათ შორისშორის, , საბოლოო მომხმარებლის დაცვასდაცვას. . 7. გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრემესაკუთრე, , რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი ან წყალმომარაგების ლიცენზიატილიცენზიატი, , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია ითმინოს მისი მოწყობილობით სარგებლობა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის მიზნითმიზნით. . აღნიშნული მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლამოვლა-პატრონობის -პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულადმინისტრაციულ-სამართლებრივი -სამართლებრივიაქტით. აქტით . 8. თუ გონივრულობის ფარგლებში მიღებული ზომების მეშვეობით შეუძლებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად საჭირო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის გადამცემი ან გამანაწილებელი ქსელის ან წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მესაკუთრის იდენტიფიცირებაიდენტიფიცირება, , ასეთი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლამოვლა-პატრონობის -პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულადმინისტრაციულ-სამართლებრივი -სამართლებრივიაქტით. აქტით . თავი XXV. ახალი ინფრასტრუქტურა (ინფრასტრუქტურა(ინფრასტრუქტურა, , რომელიც 2007 წლის 1 იანვრამდე არ ყოფილა ექსპლუატაციაში შესული )შესულ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება