თავი XXII — გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია და ფუნქციები
1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და დაკავშირებული პირობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად.
2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებ.
3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგები, რაოდენობრივად აღქმადი, მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზით.
4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას არსებული გაზის მოცულობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის თითოეული ობიექტისთვის, ხოლო სისტემით მოსარგებლეებისათვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში − ობიექტთა ჯგუფისთვის. ამასთანავე, გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებ, მათ შორის, იმ ობიექტთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახით, შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თითოეული სისტემისთვის ან ქვესისტემისთვის. ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინც.
5. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალე, ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე მესამე პირების რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენის, შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და სტრუქტურის შესახებ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 93. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა 1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ შეთავაზებული მომსახურებისა და დაკავშირებული პირობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე ეფექტიანი დაშვებისთვის საჭირო ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთადერთად. . 2. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი მომსახურების გაწევის მიზნით რეგულარულად და მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი და სტანდარტული ფორმით აქვეყნებს და მუდმივად აახლებს ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტების სახელშეკრულებო სიმძლავრისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის მოცულობების შესახებშესახებ. . 3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს გასაგებიგასაგები, , რაოდენობრივად აღქმადიაღქმადი, , მარტივად ხელმისაწვდომი და არადისკრიმინაციული გზითგზით. . 4. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას არსებული გაზის მოცულობების შესახებ გათხევადებული ბუნებრივი გაზის თითოეული ობიექტისთვისობიექტისთვის, , ხოლო სისტემით მოსარგებლეებისათვის დაშვების შესაბამისი მეთოდის შეთავაზების შემთხვევაში − ობიექტთა ჯგუფისთვისჯგუფისთვის. .ამასთანავე, ამასთანავე , გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ინფორმაციას შემომავალი და გამავალი ნაკადებისა და ხელმისაწვდომი სიმძლავრის შესახებშესახებ, , მათ შორისშორის, , იმ ობიექტთან მიმართებითმიმართებით, , რომელზედაც არ ვრცელდება მესამე პირის დაშვების ვალდებულებავალდებულება. . აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორსოპერატორს, , რომელიც აქვეყნებს მას აგრეგირებული სახითსახით, , შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული თითოეული სისტემისთვის ან ქვესისტემისთვისქვესისტემისთვის. . ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ მაინცმაინც. . 5. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი გამჭვირვალეგამჭვირვალე, , ობიექტური და არადისკრიმინაციული ტარიფების დადგენისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტებზე მესამე პირების რეგულირებული დაშვების პირობებში მოქმედი ტარიფების დადგენისდადგენის, , შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და სტრუქტურის შესახებ . თავი XXIII. გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ოპერირება და მართვაშესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება