ამ კანონის მიზნებია:
ა) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი ბარიერების/ დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა უპირატესად ენერგოეფექტურობის სარგებლიანობის გათვალისწინებით;
ბ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით დადგენილი მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად;
გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბება და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრა;
დ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4310);
ე) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ჩამოყალიბება ენერგიის დაზოგვის უზრუნველსაყოფად;
ვ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, მისი კოორდინაციის, კონტროლის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელება.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის მიზნები ამ კანონის მიზნებია: ა) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა; [ ა) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი ბარიერების/ დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა უპირატესად ენერგოეფექტურობის სარგებლიანობის გათვალისწინებით; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] ბ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმით დადგენილი მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად; გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბება; [ გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბება და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრა; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] დ) ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცედურის ჩამოყალიბება; [ დ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4310); (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] ე) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ჩამოყალიბება ენერგიის დაზოგვის უზრუნველსაყოფად; ვ) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის, მისი კოორდინაციის, კონტროლის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება