1. ადმინისტრაციული ორგანოები უზრუნველყოფენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების დანერგვას.
2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას. კერძოდ, საქართველოს მთავრობა:
ა) ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ენერგომომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში;
ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.
[
ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
3. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ვალდებულია:
ა) მუდმივად იზრუნოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშემშლელი პირობების შემცირებასა და აღმოფხვრაზე. თუ ენერგიის მიმწოდებელი ან ენერგიის გამანაწილებელი აფერხებს ენერგომომსახურებაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სამინისტრო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის შეწყვეტა და დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში;
გ) უზრუნველყოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება;
დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიის (ეს სია მოიცავს ამ კომპანიების ვებგვერდების მისამართებს, სადაც ხელმისაწვდომია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული კომპანიების მიერ ენერგიის საშუალო მოხმარების პროფილის, შესადარებელი საბოლოო მომხმარებლების პროფილების, ენერგიის მოხმარების ხელსაწყოების ობიექტური ტექნიკური მახასიათებლებისა და იმ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ამ ხელსაწყოების მოხმარება) და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა;
ე) სახელმწიფო და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2556 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4405 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4404 – ვებგვერდი, 23.09.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.09.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 05.09.2024 კანონი №4404
- 05.09.2024 კანონი №4405
- 27.06.2024 კანონი №4310
- 09.02.2023 კანონი №2556
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები 1. ადმინისტრაციული ორგანოები უზრუნველყოფენ ენერგიის მოხმარების ეფექტურობისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის სამინისტროსგან მიღებული რეკომენდაციების დანერგვას. 2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებიორგანო ხელს უწყობენუწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობასურთიერთობას. შემდეგიკერძოდ, საშუალებებით: ა) საქართველოს მთავრობამთავრობა: ეესგ-ითა) ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრებაგანსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებიწესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებიპრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესიწესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) სარგებლობაშისაკუთრებაში არსებულიან/და შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის. [ ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრება საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესი ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] [ 2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას. კერძოდ, საქართველოს მთავრობა: ა) ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ენერგომომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში; ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს სახელმწიფოსაჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის. (ამოქმედდეს 20252027 წლის 311 დეკემბრიდან)]იანვრიდან)] 3. ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ვალდებულია: ა) მუდმივად იზრუნოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშემშლელი პირობების შემცირებასა და აღმოფხვრაზე. თუ ენერგიის მიმწოდებელი ან ენერგიის გამანაწილებელი აფერხებს ენერგომომსახურებაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, სამინისტრო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის შეწყვეტა და დააკისროს პასუხისმგებლობა ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად; ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სამინისტროს მიერვე დამტკიცებული ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში; [ ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] გ) უზრუნველყოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა; [ დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიის (ეს სია მოიცავს ამ კომპანიების ვებგვერდების მისამართებს, სადაც ხელმისაწვდომია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული კომპანიების მიერ ენერგიის საშუალო მოხმარების პროფილის, შესადარებელი საბოლოო მომხმარებლების პროფილების, ენერგიის მოხმარების ხელსაწყოების ობიექტური ტექნიკური მახასიათებლებისა და იმ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ამ ხელსაწყოების მოხმარება) და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] ე) სახელმწიფო და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება