1. შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევის, მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები, აგრეთვე ენერგიის გამოყენების, შენობის ტექნიკური სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების, მიმართ მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
2. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები განისაზღვრება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.
3. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ეხება სულ მცირე გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს.
4. შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემების დამონტაჟების წამახალისებელი ღონისძიებები განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით.
5. ახალი შენობა აღჭურვილი უნდა იქნეს თვითრეგულირებადი მოწყობილობებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებასა და შესაბამის დასაბუთებას.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4311
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები 1. ახალი შენობის/არსებული შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევისაშერჩევის, და მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესებიწესები, მტკიცდებააგრეთვე ენერგიის გამოყენების, შენობის ტექნიკური სისტემების, მათ შორის, დამუხტვის წერტილების, მიმართ მოთხოვნები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები განისაზღვრება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად შესაძლებელია. 3. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ეხება სულ მცირე გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს. 4. ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ავტომატურიშენობის კონტროლისავტომატიზაციისა (მართვის)და კონტროლის სისტემების დამონტაჟების წახალისებას,წამახალისებელი ღონისძიებები განისაზღვრება ენერგოეფექტურობისენერგეტიკისა ეროვნულიდა სამოქმედოკლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით. 5. ახალი შენობისშენობა დაპროექტებისასაღჭურვილი ანუნდა არსებულიიქნეს შენობისთვითრეგულირებადი მნიშვნელოვანიმოწყობილობებით რეკონსტრუქციისასსაქართველოს შემდეგიკანონმდებლობის მაღალიშესაბამისად, ენერგოეფექტურობის ალტერნატიული სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მათიეს განხორციელებატექნიკურად ტექნიკურად,და ფუნქციურად, ეკონომიკურად დაშესაძლებელია. ეკოლოგიურად6. შესაძლებელია:ამ ა)მუხლის განახლებადიმე-5 წყაროებიდანპუნქტით მიღებულგათვალისწინებული ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები; ბ) კოგენერაციის სისტემები; გ) ცენტრალური გათბობის ან ცენტრალური გაგრილების სისტემები, განსაკუთრებით − განახლებად ენერგიაზე მომუშავე სისტემები; დ) თბური ტუმბოები. 6. ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს მაღალიტექნიკური ენერგოეფექტურობის ალტერნატიული სისტემების ტექნიკური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებასშეფასებასა და შესაბამის დასაბუთებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENERGY EFFICIENCY OF BUILDINGS, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება