1. საქართველოს მთავრობა:
ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მისაღწევად;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.
2. შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება:
ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოიყენება, გარდა საცხოვრებელი ან თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა;
გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, შენობის საიდენტიფიკაციო სხვა მონაცემების გარდა, შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3534 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
- 21.09.2023 კანონი №3534
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა 1. საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობის საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ენერგეტიკული მახასიათებლების მიღწევის მიზნით; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობაში და სხვა ობიექტზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას. 2. შენობის საერთო სასარგებლო ფართობის 1%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების ან ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც გამოიყენება ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, გარდა საცხოვრებელი შენობისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების გარდა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ. [მუხლი 17. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა 1. საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მისაღწევად; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას. 2. შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოიყენება, გარდა საცხოვრებელი ან თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, შენობის საიდენტიფიკაციო სხვა მონაცემების გარდა, შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება