1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეკეგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს:
ა) მრეწველობასა და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის;
ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის;
გ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის;
დ) შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის;
ე) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის.
2. სატრენინგო პროგრამით მომზადებულ ექსპერტთა სიას ადგენს სამინისტრო და მას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. სატრენინგო პროგრამები 1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეესგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს: ა) ენერგომომსახურების მიმწოდებლებისთვის; ბ) მრეწველობის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელთათვის; გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელთათვის; დ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის. [ 1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეკეგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს: ა) მრეწველობასა და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის; ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის; გ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის; დ) შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის; ე) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] 2. სატრენინგო პროგრამით მომზადებულ ექსპერტთა სიას ადგენს სამინისტრო და მას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება