სამინისტრო საერთაშორისო და რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციითა და თანხების მობილიზაციით პოპულარიზაციას უწევს, ხელს უწყობს და ახორციელებს შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში შემდეგ პროგრამებს, ღონისძიებებსა და საქმიანობებს:
ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვა;
ბ) შენობების, მრეწველობის, ტრანსპორტის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისება;
გ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები;
დ) მრეწველობაში ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამები;
ე) სატრანსპორტო საშუალებების ეკომართვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება;
ვ) ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმლებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების დანერგვის, პროგრამები.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სამინისტროს მიერ პროგრამების, ღონისძიებებისა და საქმიანობების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და განხორციელება სამინისტრო საერთაშორისო და რეგიონალურ დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციითა და თანხების მობილიზაციით პოპულარიზაციას უწევს, ხელს უწყობს და ახორციელებს შენობების, მრეწველობის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში შემდეგ პროგრამებს, ღონისძიებებსა და საქმიანობებს: ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვა; ბ) შენობების, მრეწველობის, ტრანსპორტის, ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისება; გ) ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები; [ გ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] დ) მრეწველობაში ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამები; ე) სატრანსპორტო საშუალებების ეკომართვის საინფორმაციო კამპანიების წარმოება; ვ) ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების, მათ შორის, ენერგოეფექტური ღუმლებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების დანერგვის, პროგრამები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება