1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციის ან/და სერტიფიცირების და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამ კანონის მიზნებისთვის შესაბამისი შენობების სერტიფიცირების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით. [მუხლი 18. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირება 1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციის ან/და სერტიფიცირების და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კანონის მიზნებისთვის შესაბამისი შენობების სერტიფიცირების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] თავი V. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება