1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიან სტრატეგიას.
2. შენობების განახლებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:
ა) შენობების მიმოხილვას;
ბ) შენობის ტიპისა და კლიმატური ზონის, აგრეთვე შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი განახლების გამომწვევი პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განახლების ხარჯეფექტური მიდგომების დადგენას;
გ) შენობების მნიშვნელოვანი, ხარჯეფექტური განახლების სტიმულირებისთვის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას, რაც გულისხმობს შენობების ეტაპობრივ, მნიშვნელოვან განახლებას და ხელს უწყობს ხარჯეფექტურ ღონისძიებებს;
დ) პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების მიმოხილვას, რაც გულისხმობს შენობების სექტორში, აგრეთვე ბაზარზე არსებული გამოწვევების მიმოხილვას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;
ე) პოლიტიკასა და შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც ყველა საჯარო შენობისთვისაა გამიზნული;
ვ) ისეთი ინიციატივების მიმოხილვას, რომელთა მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამშენებლო სექტორსა და ენერგოეფექტურობის სფეროში უნარების გაძლიერება და განათლების წახალისება;
ზ) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგებისა და მეტი სარგებლის მიღების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დასაბუთებას/შეფასებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია დამტკიცების შემდეგ სამდივნოს უნდა წარედგინოს.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს შენობების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისთვის ინვესტიციების სტიმულირების გრძელვადიან სტრატეგიას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს: ა) არსებული შენობების მიმოხილვას; ბ) შენობების განახლების ხარჯეფექტურობას, მათი ტიპისა და განლაგების კლიმატური ზონის გათვალისწინებით; გ) შენობების ფართომასშტაბიანი ხარჯეფექტური განახლებისთვის, მათ შორის, ეტაპობრივი ძირეული განახლებისთვის, საჭირო პოლიტიკასა და ღონისძიებებს; დ) გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საჭირო სახელმძღვანელო მითითებებს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, მშენებლობის სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის; ე) ინფორმაციას მოსალოდნელი ენერგოდანაზოგების შესახებ; ვ) მოსალოდნელ ენერგოდანაზოგებს, ენერგოდანაზოგების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების მეთოდებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა დამტკიცდეს ეესგ-ის დამტკიცების შემდეგ და უნდა წარედგინოს სამდივნოს ეესგ-სთან ერთად. [ 2. შენობების განახლებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს: ა) შენობების მიმოხილვას; ბ) შენობის ტიპისა და კლიმატური ზონის, აგრეთვე შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი განახლების გამომწვევი პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განახლების ხარჯეფექტური მიდგომების დადგენას; გ) შენობების მნიშვნელოვანი, ხარჯეფექტური განახლების სტიმულირებისთვის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას, რაც გულისხმობს შენობების ეტაპობრივ, მნიშვნელოვან განახლებას და ხელს უწყობს ხარჯეფექტურ ღონისძიებებს; დ) პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების მიმოხილვას, რაც გულისხმობს შენობების სექტორში, აგრეთვე ბაზარზე არსებული გამოწვევების მიმოხილვას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას; ე) პოლიტიკასა და შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც ყველა საჯარო შენობისთვისაა გამიზნული; ვ) ისეთი ინიციატივების მიმოხილვას, რომელთა მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამშენებლო სექტორსა და ენერგოეფექტურობის სფეროში უნარების გაძლიერება და განათლების წახალისება; ზ) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგებისა და მეტი სარგებლის მიღების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დასაბუთებას/შეფასებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია დამტკიცების შემდეგ სამდივნოს უნდა წარედგინოს. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება