1. პირველი კატეგორიის საწარმო ან საწარმო, რომელიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ან/და ენერგოაუდიტის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია ენერგოაუდიტი განახორციელოს აკრედიტებული ან/და სერტიფიცირებული პირის მეშვეობით.
2. (ამოღებულია - 27.06.2024, №4310);
3. ენერგოაუდიტორის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მოქმედების ვადა განისაზღვრება სათანადო საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
4. სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს:
ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე;
ბ) განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ ანგარიშებს. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს;
გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ ენერგოაუდიტები.
5. ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.06.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 27.06.2024 კანონი №4310
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. ენერგოაუდიტორები მრეწველობაში 1. პირველი კატეგორიის საწარმო ან საწარმო, რომელიც ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ან/და ენერგოაუდიტის განხორციელებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია ენერგოაუდიტი განახორციელოს აკრედიტებული ან/და სერტიფიცირებული პირის მეშვეობით. 2. ენერგოაუდიტორთა აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი, რომელსაც უფლება აქვს, დაინტერესებულ პირებს მიანიჭოს აკრედიტაცია ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისთვის. აკრედიტაციის ცენტრს ასევე უფლება აქვს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე აღიაროს ენერგოაუდიტორთა სერტიფიკატები. [ 2. (ამოღებულია - 27.06.2024, №4310); (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] 3. ენერგოაუდიტორთა აკრედიტაცია და სერტიფიცირება მოქმედებს 4 წლის ვადით. [ 3. ენერგოაუდიტორის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მოქმედების ვადა განისაზღვრება სათანადო საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] 4. სამინისტრო აწარმოებს რეესტრს, რომელიც მოიცავს: ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე; ბ) განხორციელებული ენერგოაუდიტების შესახებ ანგარიშებს. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს; გ) პირველი კატეგორიის საწარმოების ჩამონათვალს, რომლებიც ვალდებული არიან განახორციელონ ენერგოაუდიტები. 5. ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENEGRY EFFICIENCY, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება