საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.06.2020 ბოლო ცვლილება 08.04.2021
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №89

2020 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის თანდართული წესი.
+
მუხლი 2
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანების (სსმ, №6, 20/01/2010, სარეგისტრაციო კოდი: 140.130.000.22.034.014.096) შესაბამისად დამტკიცებული დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ნიმუშის ტანსაცმლის გამოყენება დასაშვებია 2021 წლის პირველ მარტამდე.
+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანება (სსმ, №6, 20/01/2010, სარეგისტრაციო კოდი: 140.130.000.22.034.014.096).
+
მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
+




+
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესი (შემდგომ − წესი) ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მიერ კერძო დაცვითი საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, ასეთი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს.

თავი II. კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლი

მუხლი 2

კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომ – დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მისი სტრუქტურული ერთეულის – ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს (შემდგომ – სამმართველო) მეშვეობით.

მუხლი 3

1. დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) შესამოწმებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები (ინფორმაცია);

გ) შეაგროვოს ცნობები და მტკიცებულებები;

დ) მოსთხოვოს მცველის მოწმობა დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს;

ე) შეამოწმოს კერძო დაცვითი ორგანიზაციის მიერ დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადებისა და მცველის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ვ) შეამოწმოს მცველის მიერ დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით საქმიანობის განხორციელების ვალდებულების შესრულება;

ზ) შეამოწმოს მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შესრულება;

თ) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შესრულება;

ი) შეამოწმოს მცველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულების შესრულება;

კ) მიიღოს და სათანადო წესით აღრიცხოს კერძო დაცვითი ორგანიზაციებიდან მიღებული შეტყობინებები;

ლ) უზრუნველყოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

მ) აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს სამართალდარღვევის აუდიო-ვიდეოჩაწერა და ფოტოგადაღება;

ნ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ან საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება.

ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამმართველოს კანონიერი წერილობითი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს დაცვით საქმიანობას.

3. სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (წესის დანართი №1) (შემდგომ – ოქმი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და გააჩნია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მეორე კატეგორია - „დაცული“. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება დაინტერესებულ პირს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება სამმართველოს უფლებამოსილ მოსამსახურეს.

4. პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ამ ბრძანებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.11.2020წ.

თავი III. პასუხისმგებლობის დაკისრების წესი

მუხლი 4

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს სამმართველოს უფროსი.

2. ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, განსახილველად დაუყონებლივ წარედგინება სამმართველოს უფროსს.

3. სამმართველოს უფროსი უზრუნველყოფს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს ერთ-ერთ შემდეგ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს:

ა) დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (წესის დანართი №2);

ბ) დადგენილებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (წესის დანართი №3).

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევის არსებობისას ოქმი და შესაბამისი დადგენილება უნდა შედგეს/გამოიცეს თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაბამისი დადგენილება გამოიცემა ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაინტერესებული პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.11.2020წ.

მუხლი 5

1. ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. აღნიშნულ ვადაში დაუშვებელია იმავე სამართალდარღვევაზე პირის განმეორებით დაჯარიმება.

2. ოქმში დაფიქსირებული დარღვევის გამოსწორება არ ათავისუფლებს პირს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან.

3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, იწვევს ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას, რაზეც დგება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა შესაბამისი დადგენილება.

4. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსი ამოწერს და აღსასრულებლად წარადგენს სააღსრულებო ფურცელს (წესის დანართი №4) „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.11.2020წ.

მუხლი 6

წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილება 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) მონაცემთა ბაზაში. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა ხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 05.11.2020წ.

თავი IV. მცველის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების მოთხოვნები

მუხლი 7

1. კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები:

ა) წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი პლანშეტების სახით, სადაც ასახული იქნება ტანსაცმლის ფერი და სტილი;

ბ) დაყოფილი უნდა იყოს წელიწადის დროების მიხედვით;

გ) უნდა ითვალისწინებდეს კერძო დაცვითი ორგანიზაციის კონტრასტული ფერით გამოსახულ ლოგოს/ემბლემას თვალსაჩინო ადგილას;

დ) უნდა შეიცავდეს კერძო დაცვითი ორგანიზაციის დასახელებას, როგორც წესი, სახელმწიფო ენაზე.

2. კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები უნდა იყოს განმასხვავებელუნარიანი, მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით არ უნდა ასოცირდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეთა/თანამშრომელთა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებთან ან იძლეოდეს მათთან აღრევის/გაიგივების შესაძლებლობას.

3. კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს წყვეტს სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №89, 23.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017020 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4901693-1/