„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 19.10.2020წ.
|
+
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2020 წლის 30 ივნისი
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 28/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016478).
+
მუხლი 2🔗
გარე ვაჭრობის უფლების მქონე პირები გათავისუფლდნენ გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან (მათ შორის „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 28 ივნისის №37 დადგენილების (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016127) საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებისაგან), რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ამოქმედების დღიდან.
+
მუხლი 3🔗
დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგებული იქნება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 19.10.2020წ.
დაევალოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 2 (ორი) თვის ვადაში შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგებული იქნება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისათვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.
+
მუხლი 4🔗
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, №28, 30.06.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016489 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4909387-1/