„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.1999 ძალადაკარგული 10.03.2026
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
090.013.003.888
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52(59), 15/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.888

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება  №42

1999 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი (თან ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005

წლის 18 იანვრის ბრძანება №2-სსმIII,№7,24.01.2005წ.,მუხ.87

2.საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005

წლის 21 დეკემბრის ბრძანება №24-სსმIII,№151,28. 12.2005წ.,მუხ.1673

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი

    მუხლი 1

„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი" მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის სიდიდე და შემადგენლობა.

    მუხლი 2

საპენსიო სქემის დამფუძნებელი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს (მათ შორის ფულადი ფორმით) წინამდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.

     მუხლი 3

1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია, წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და შემდგომ, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის, 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალურობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიე-ბელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წა-რუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტა-ლის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005  წლის

18 იანვრის ბრძანება №2-სსმIII,№7,24.01.2005წ.,მუხ.87

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის

21 დეკემბრის ბრძანება №24-სსმIII,№151,28. 12.2005წ.,მუხ.1673

    მუხლი 4

საპენსიო სქემის დამფუძნებელი კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ  მოთხოვნები განისაზღვრება  საქართველოს ეროვნული  ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მიმართ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი მატების წესის შესაბამისად.

     მუხლი 5

საპენსიო სქემის დამფუძნებელი, ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და შემდგომ, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპ-ზე უნდა ფლობდეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შო-რის, 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედ-ველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგი-ნოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005  წლის

18 იანვრის ბრძანება №2-სსმIII,№7,24.01.2005წ.,მუხ.87

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის

21 დეკემბრის ბრძანება №24-სსმIII,№151,28. 12.2005წ.,მუხ.1673

     მუხლი 6

საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი სხვა იურიდიული პირი ვალდებულია, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ფულადი და არაფულადი ნაწილის არსებობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ყოველი კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005  წლის

18 იანვრის ბრძანება №2-სსმIII,№7,24.01.2005წ.,მუხ.87

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №42, 05.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.888 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/49900-2/