„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი090.013.003.888
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №42
1999 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი
მუხლი 1
„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი" მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის სიდიდე და შემადგენლობა.
მუხლი 2
საპენსიო სქემის დამფუძნებელი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს (მათ შორის ფულადი ფორმით) წინამდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.
მუხლი 3
საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია და/ან სადაზღვევო კომპანია, რომელიც ახორციელებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევას, უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.
მუხლი 4
საპენსიო სქემის დამფუძნებელი კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მიმართ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი მატების წესის შესაბამისად.
მუხლი 5
საპენსიო სქემის დამფუძნებელი ნებსმიერი სხვა იურიდიული პირი უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.888
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება № 42
უფროსის ბრძანება №42
1999 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗
მუხლი 1
„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი" მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის სიდიდე და შემადგენლობა.
მუხლი 2🔗
მუხლი 2
საპენსიო სქემის დამფუძნებელი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს (მათ შორის ფულადი ფორმით) წინამდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.
მუხლი 3🔗
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომ-პანია, წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და შემდგომ, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობ-დეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 500 000 ლარის ოდენობით, მათ შორის 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალურობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის
18 იანვრის ბრძანება №2-სსმIII,№7,24.01.2005წ.,მუხ.87
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის
21 დეკემბრის ბრძანება №24-სსმIII,№151,28. 12.2005წ.,მუხ.1673
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006
წლის 7 დეკემბრის ბრძანება №35-სსმIII,№167,13. 12.2005წ.,მუხ.2269
მუხლი 4🔗
მუხლი 3
საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია და/ან სადაზღვევო კომპანია, რომელიც ახორციელებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევას, უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.
მუხლი 4
საპენსიო სქემის დამფუძნებელი კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მიმართ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი მატების წესის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
საპენსიო სქემის დამფუძნებელი, ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და შემდგომ, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპ-ზე უნდა ფლობდეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შო-რის, 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედ-ველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგი-ნოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის
18 იანვრის ბრძანება №2-სსმIII,№7,24.01.2005წ.,მუხ.87
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის
21 დეკემბრის ბრძანება №24-სსმIII,№151,28. 12.2005წ.,მუხ.1673
მუხლი 6🔗
საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი სხვა იურიდიული პირი ვალდებულია, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ფულადი და არაფულადი ნაწილის არსებობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ყოველი კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის
18 იანვრის ბრძანება №2-სსმIII,№7,24.01.2005წ.,მუხ.87
მუხლი 5
საპენსიო სქემის დამფუძნებელი ნებსმიერი სხვა იურიდიული პირი უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.03.2026.
- როდის იქნა მიღებული „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.10.1999. მიმღები ორგანო — დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 090.013.003.888.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2026.
- სად არის „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №42, 05.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.888 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/49900/