მუხლი 14. მოთხოვნები აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის სისტემის/პლატფორმის მიმართ
თავი V — მოთხოვნები აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის დისტანციური სათამაშო სისტემის/პლატფორმის მიმართ
თამაშების ყველა მიმწოდებელმა, რომელიც ფლობს დისტანციურ სათამაშო სისტემას/პლატფორმას (მათ შორის – დისტანციურ სათამაშო სერვერს) და რომლის საშუალებითაც იგი აწვდის თამაშ(ებ)ს ან/და სხვა არსებით პროდუქციას/მომსახურებას ოპერატორს, უნდა:
ა) ჩამოაყალიბოს და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც მოიცავს თამაშების ოპერირების ყველა ასპექტს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სისტემის უსაფრთხოებაზე, ოპერირებაზე და ანგარიშგებაზე;
ბ) წარმოადგინოს შიდა კონტროლის მექანიზმები შემოსავლების სამსახურის ან/და შერჩეული პირის მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) ჰყავდეს უფლებამოსილი პირები საკვანძო პოზიციებზე, მინიმუმ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ცვლილებების მენეჯმენტის მიმართულები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“, მუხლი 14, №243, 01.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017377 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5004815/muxli-14/