ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (9)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2021 წ.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის, 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
თანდართული სახით დამტკიცდეს:
ა) „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №1); ბ) „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №2); გ) „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №3); დ) „ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №4); ე) „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (დანართი №5); ვ) „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია“(დანართი №6); ზ) „სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთის/ამორტიზაციის ნორმები (დანართი №7). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2021 წ.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“, №68, 15.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016429 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5058936-1/